ადჰერბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადჰერბალი (ძვ. წ. I-II ს.ს.) — ნუმიდიის მეფე, ძე მიციფსისა, შვილიშვილი მასინისისა. ადჰერბალის ბიძაშვილმა, იუჰურთამ, მოკლა რა მისი ძმა, ჰიემფსალა, აიძულა იგი მისთვის მოკლული ძმის სამფლობელო გაეყო. გაყოფის შედეგად ადჰერბალმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მწირი რეგიონი მიიღო, თუმცა საბოლოოდ, იუჰურთა არც ამას დასჯერდა, თავს დაესხა ადერბალს და ცირტში ალყაში მოაქცია. ადჰერბალი ამაოდ ელოდა რომაელთა დახმარებას და საბოლოოდ იძულებული გახდა დანებებულიყო. 112 წელს იუჰურთამ ადჰერბალი სიკვდილით დასაჯა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ. გვ.260-261