ადრშპახ-ტეპლიცეს კლდეები
ადრშპახ-ტეპლიცეს კლდეები (ჩეხ. Adršpašsko-teplické skály) — ქვიშაქვის ფორმაციათა უჩვეულო კრებული ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოჰემიაში. მოიცავს 17 კმ² ტერიტორიას. სახელი ეწოდა ორი მოსაზღვრე რაიონის — ადრშპახისა და ტეპლიცე-ნად-მეტუიისგან.
1933 წლიდან კლდეები დაცულია ბუნების ეროვნული ნაკრძალის სტატუსით, 1991 წლიდან კი მთლიან მიმდებარე რეგიონს დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა. ტურისტებს კლდეებიის მონახულების შესაძლებლობა მრავალი ბილიკის საშუალებით აქვთ. იგი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა კლდეზე ცოცვის მოყვარულთა შორის.
ბოლო პერიოდში არეალი საკმაოდ პოპულარული გახდა კლდეებთან დაკავშირებულ მაღალი რისკის სპორტის სახეობებს შორის.[1]
ეს ტერიტორია გადამფრენ შავარდენთა ერთ-ერთი უდიდესი დროებითი გასაჩერებელი ადგილია ევროპაში; ეს ფრინველები ფედერალური კანონით არიანდ დაცულნი. ამ მიზეზით, ზოგიერთი მონაკვეთი მთამსვლელთათვის დახურულია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
პარკის შესასვლელი
-
აერო-ფოტო
-
აერო-ფოტო
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Photo gallery დაარქივებული 2009-08-28 საიტზე Wayback Machine.
- Adršpach-Teplice Rocks - virtual show
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ NY Times, "With Luck, a Rocky Landing", 11 July 2008.