ადრიან ფონ ციგლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრიან ფონ ციგლერი (Adrian von Ziegler, დ. 25 დეკემბერი, 1989) — თანამედროვე შვეიცარიელი[1] კომპოზიტორი.

პოპულარული გახდა YouTube-ით, სადაც მისმა ზოგიერთმა კომპოზიციამ მოიპოვა ექვს მილიონზე[2] მეტი ნახვა (2015 წლის მიხედვით). ადრიანი წერს მუსიკას სხვადასხვა სტილში, მათ შორისაა ემოციური მუსიკა, მეტალი, დამამშვიდებელი მუსიკა, კელტური, გოთური, სკანდინავიური კომპოზიციები და ა.შ.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიანი დაიბადა ციურიხში 1989 წლის 25 დეკემბერს. თავდაპირველად, თხუთმეტი წლის ასაკში, უკრავდა დასარტყმელ საკრავებზე ადგილობრივ როკ-ჯგუფში, მაგრამ შემდეგ მან თვითონ დაიწყო მუსიკის წერა. თუმცა, მას არ შეეძლო ამის კეთება ჯგუფში ყოფნისას, ამიტომ ჯგუფი მიატოვა და საკუთარი გიტარა იყიდა.

2007-დან 2009 წლამდე იგი ქმნიდა კომპოზიციებს ფსევდონიმით "ინდიგო" (Indigo) და წერდა მუსიკას უკვე გიტარის გარეშე, კომპიუტერისა და კლავიატურის მეშვეობით. 2008 წელს, როცა მან შექმნა საკუთარი ანგარიში საიტზე Myspace, გამოქვეყნდა მისი პირველი კომპოზიცია. [3]

2009 წელს, ფსევდონიმი "ინდიგოს" მოშორების შემდეგ, ადრიანი ყოველწლიურად აქვეყნებდა საკუთარ მუსიკას. 2010 წელს გამოვიდა მისი ორი ალბომი, Requiem და Lifeclock, 2011-ში კი სამი ალბომი, Wanderer, Across Acheron და Mirror of the Night. 2012 წლის დასასრულს, ადრიანმა კიდევ ხუთი ალბომი გამოუშვა, Mortulia, Spellbound, The Celtic Collection, Starchaser და Odyssey. 2013 წელს ადრიანმა გამოუშვა Feather and Skull და Vagabond. 2014 წლის მარტს გამოვიდა მისი ალბომი Libertas, ამავე წლის ოქტომბერში კი ალბომი Queen of Thorns.

შთაგონება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრიან ფონ ციგლერის თქმით, მისი შთაგონების წყარო მრავალი რამ შეიძლება იყოს. ის გამოკვეთს შემდეგ შთაგონების წყაროებს: ბუნებას, მითოლოგიას, ლიტერატურას, ისტორიას, მის საკუთარ ემოციებს, მის წარმოსახვით სამყაროებს და მის მეუღლე კარინას[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 YouTube – Question & Answer Part 1/4 – 50'000 Subs Special. youtube.com. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  2. AdrianvonZiegler – YouTube. youtube.com. ციტირების თარიღი: 14 January 2014.
  3. Question & Answer Part 2/4 – 50'000 Subs Special – YouTube. youtube.com. ციტირების თარიღი: 14 January 2014.