ადრიან მარკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრიან მარკე (დ. 6 ოქტომბერი, 1884, ბორდო – გ. 3 თებერვალი, 1955 ბორდო) — ფრანგი სოციალისტი, სტომატოლოგი და მერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის ტრანსპორტის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო მინისტი, ქალაქ ბორდოს მერი. 1905 წელს შეუერთდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1925-1944 წლებში იყო ქალაქ ბორდოს მერი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. 1934 წელს გასტონ დიუმერჟის მთავრობაში იკავებდა ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას. 1933 წლიდან გაემიჯნა ლეონ ბლუმის ხელმძღვანელობით მოქმედ სოციალისტურ პარტიას და შეუერთდა პიერ რენოდელის მიერ შექმნილ ნეოსოციალისტურ პარტიას. 1940 წელს ფილიპ პეტენის მთავრობაში ჯერ იყო სახელმწიფო მინისტრი, ხოლო შემდგომში შინაგან საქმეთა მინისტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 255-256.