ადრიანა კარემბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრიანა სკლენარიკოვა
Adriana Sklenaříková
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1971 (1971-09-17) (52 წლის)
ბრეზნო, ჩეხოსლოვაკია
ეროვნება სლოვაკი
მოქალაქეობა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
საქმიანობა მოდელი; მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე
სიმაღლე 178სმ
მეუღლე(ები) კრისტიან კარემბუ (1998-2014)
არამ ოჰანიანი (2014-დღემდე)
პარტნიორ(ებ)ი მიკ ჰაკნეილი (1994-1997)

ადრიანა სკლენარიკოვა (დ. 17 სექტემბერი, 1971, ბრეზნო, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი მსახიობი და მოდელი. გინესის ყოფილი რეკორდსმენი — ჰქონდა ყველაზე გრძელი ფეხები ქალ მოდელთა შორის (1,24 მ).[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1971 წლის 17 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიაში, ქალაქ ბრეზნოში.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს კანის ფესტივალზე

პრაღაში ერთ-ერთი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის დროს მოიგო მოდის კონკურსი.[1]

1998 წელს გახდა „Wonderbra“-ის მოდელი.[2]

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო „Victoria's Secret“-ის მოდელი.[1] 2005 წელს გადაიღეს „Channel 5 TV“-ის დოკუმენტურ ფილმში. 2008 წელს მიიღო მონაწილეობა „France 2“-ის პროექტ „Rendez-vous en terre inconnue“-ში, 2011 წელს კი — პროექტ „იცეკვე ვარსკვლავთან ერთად“-ის პირველ სეზონში.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი მშობლიურ ენაზე როლი რეჟისორი შენიშვნა
1999 Domenica In თავისი თავი ცეზარე გიგლი
2004 Jak básníci neztrácejí naději მადამ კრასნა დუშან კლეინი
3 petites filles ლაეტიტია ჟან-ლოპ ჰუბერტი
2007 Adriana et moi ადრიანა ვილიამს კრეპინი ტელე-ფილმი
2008 Asterix at the Olympic Games გერიატრიქსი ფრედერიკ ფორესტიერი & ტომას ლანგმანი
2013 R.I.S, police scientifique კრისტელ რეგნიერი კლარა დე ლა როშეფუშალდი სერიალი (1 სერია)
Scènes de ménage ვანესა კარიმ ადდა & ფრანსის დუკე სერიალი (2 სერია)
2014 Nos chers voisins ჯენიფერი ემანუელ რიგაუტი სერიალი (1 სერიალი)
2015 Meurtres à Étretat კარინ ზენკო ლაურენს კატრიანი ტელე-ფილმი
Enfin en vacances, à la mer ვანესა კარიმ ადდა & ფრანსის დუკე (2) ტელე-ფილმი
Section de recherches ტინა კეპლერი ჟერარდ მარქსი სერიალი (1 სერია)
Doc Martin ადრიანა სოუპოცი სტეფანე კაპესი სერიალი (1 სერია)
Ex-Model ადრიანა ემანუელ საპოლსკი სერიალი (1 სერიალი)

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994-1997 წლებში დანიშნული იყო ინგლისელ მომღერალ მიკ ჰაკნეილზე.

1998 წელს იგი ფრანგ ფეხბურთელ კრისტიან კარემბუს შეხვდა, როდესაც იგი პარიზიდან მილანში მიფრინავდა. ამავე წელს მათ იქორწინეს.[1] 2011 წელს განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.[4] 2014 წელს ადრიანა ცოლად გაჰყვა სომეხ ბიზნესმენ არამ ოჰანიანს. მათი ქორწილი შედგა მარაკეშში, მაროკოში. ქორწილს ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები.[5]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Adriana Sklenarikova Karembeu Profile. The Fashion Model Directory (FMD). ციტირების თარიღი: 7 September 2010.
  2. 'Wonderbras are safe' says Adriana“. BBC News. 12 August 1998. ციტირების თარიღი: 20 August 2012.
  3. Editorial. (26 January 2011) Bigard, Manoukian et Karembeu dans "Danse avec les stars" fr. 7sur7.be. ციტირების თარიღი: 18 March 2013.
  4. Exclusif. Adriana annonce sa séparation à Paris Match (Adriana announces her separation in Paris Match) fr. ParisMatch.com (9 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 20 August 2012.
  5. Adriana Karembeu va se marier French. Le Parisien (2 June 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 8 June 2014.