შინაარსზე გადასვლა

ადრეიმბრიული ეპოქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრეიმბრიული ეპოქა [ინგლ. Early (Lower) Imbrian epoch; 3.85 — 3.8 მლრდ. წლის წინ] — მთვარის გეოლოგიურ ისტორიაში ეპოქა, იმბრიული პერიოდის პირველი ნაწილი. ის 3.85 მილიარდი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 50 მილიონი წელი გაგრძელდა. ეპოქის დასაწყისი დაკავშირებულია წვიმების ზღვის აუზის ფორმირებასთან, რამაც პერიოდს სახელი მისცა, ხოლო დასასრული დაკავშირებულია აღმოსავლეთის ზღვის აუზის ფორმირებასთან. შრედინგერისა და კომპტონის აუზებიც, სავარაუდოდ, ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა.[1]

ადრეიმბრიული ეპოქაგვიანიმბრიული ეპოქაპრე-ნექტარული პერიოდინექტარული პერიოდიერატოსთენული პერიოდიკოპერნიკული პერიოდი
მილიონობით წლის წინათ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wood C. A.. (2004-08-14) Impact Basin Database. lpod.org. ციტირების თარიღი: 2015-02-07