ადრასთეა (თანამგზავრი)
ადრასთეა ![]() | ||||
---|---|---|---|---|
![]() კოსმოსურ აპარატ „გალილეოს“ მიერ გადაღებული ფოტო | ||||
ეპონიმი | ადრასტეია (ძვ. ბერძნ. Ἀδράστεια) | |||
სხვა სახელები |
იუპიტერ XV, S/1979 J 1 | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი |
დევიდ ჯუიტი, ედვარდ დანიელსონი | |||
აღმოჩენის თარიღი | 8 ივლისი, 1979 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 000 კმ 129 | |||
ორბიტის საშუალო რადიუსი (r) | 000 კმ 129 | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.0015 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
0.29826 დღე (7სთ 9.5 წთ) | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 31.378 კმ/წმ | |||
დახრილობა (i) | 0.03° | |||
ვისი თანამგზავრია |
იუპიტერი (შიდა თანამგზავრი) | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 20×16×14 კმ | |||
საშუალო რადიუსი | ±2.0 კმ 8.2 | |||
მოცულობა (V) | ≈კმ³ 2345 | |||
მასა (m) | ~×1015 კგ 2 | |||
საშუალო სიმკვრივე () | 0.90 ± 1.85 გ/სმ³ | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) |
~ 0.002 სმ/წმ² | |||
პირველი კოსმოსური სიჩქარე () |
~0.008 კმ/წმ | |||
ალბედო | 0.1±0.045 | |||
ტემპერატურა | ||||
ზედაპირზე | ~122 К | |||
| ||||
| ||||
ადრასთეა ![]() |
ადრასთეა[1] (ძვ. ბერძნ. Ἀδράστεια), იუპიტერ XV, S/1979 J 1 (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის შიდა თანამგზავრთა ჯგუფში. იგი იუპიტერის სინქრონულად მბრუნავი რეგულარული თანამგზავრია.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრასთეა აღმოაჩინეს 1979 წლის 8 ივლისს ამერიკელმა ასტრონომებმა დევიდ ჯუიტმა და ედვარდ დანიელსონმა საპლანეტათაშორისო სადგურის ვოიაჯერ 2-ის მიერ გადაღებულ სურათებზე და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/1979 J 1. 1983 წელს მას მიენიჭა ოფიციალური სახელი ბერძნული მითოლოგიიდან იმ ნიმფა ადრასტეიას პატივსაცემად, რომელიც ზევს თხის რძით კვებავდა.[კ 1][2]
ორბიტა და მოძრაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრასთეა მოძრაობს უშუალოდ იუპიტერის რგოლების სისტემაში და, სავარაუდოდ იგი რგოლების წყაროა. ადრასთეას ორბიტა თითქმის ემთხვევა მეტისის ორბიტას. ის პრაქტიკულად მრგვალია და თითქმის იუპიტერის ეკვატორის სიბრტყეში მდებარეობს.[2] თხევადი თანამგზავრებისთვის მისი რადიუსი ნაკლებია როშის ზღვარზე, მაგრამ აშკარად აღემატება მყარი თანამგზავრების ზღვარს, რადგან ეს თანამგზავრები ჯერ კიდევ არ არის გახლეჩილი მოქცევის ძალებით. მეტისი და ადრასთეა იუპიტერზე უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ის ბრუნავს მისი ღერძის გარშემო და, შედეგად, მოქცევის ძალები თანდათან ამცირებენ მათი ორბიტების რადიუსებს. შორეულ მომავალში ისინი დიდი ალბათობით პლანეტა იუპიტერს შეეჯახებიან.[3]
თანამგზავრი იუპიტერის გარშემო ბრუნავს ანდომებს 7 საათსა და 9.5 წუთს. მისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი უცნობია.[3]
ადრასთეა, ისევე როგორც სხვა თანამგზავრები, რომლებიც რგოლებში მოძრაობენ, ასუფთავებს მათ ორბიტას ნაწილაკებისგან. ადრასთეას გასუფთავებული ზონის სიგანე შეფასებულია 70 კმ-ით (რაც 2.5-ჯერ ნაკლებია მეტისზე).[2]
ფიზიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრასთეას ზომებია 20×16×14 კმ (საშუალო რადიუსი — 8.2 კმ).[4] საშუალო სიმკვრივე შეფასებულია, როგორც 0.90 ± 1.85 გ/სმ³,[5] ზედაპირის ფართობი — (~1200) კმ²-მდე. ადრასთეას მასა, მოცულობა და შემადგენლობა უცნობია, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ მისი სავარაუდო სიმკვრივე შეესაბამება ამალთეას სიმკვრივეს,[2] ანუ დაახლოებით 0.86 გ/სმ³,[6] ადრასთეას მასა შეიძლება იყოს 2×1015 კგ. ამალთეას სიმკვრივის ქვეშ ივარაუდება, რომ მისი შემადგენლობა შეიცავს 10-15% წყლის ყინულს და ღრუს და ადრასთეას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი მახასიათებლები.
ადრასთეას ხელმისაწვდომი სურათების დაბალი გარჩევადობის გამო, მისი ზედაპირის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება](239) ადრასთეა — ასტეროიდი.
კომენტარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟურ. „ასტრონომიული კალენდარი“, თბ., 2022, გვ. 92-93
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Burns, Joseph A.; Simonelli, Damon P.; Showalter, Mark R.; Hamilton, Douglas P.; Porco, Carolyn C.; Throop, Henry; Esposito, Larry W. (2004). „Jupiter's Ring-Moon System“ (PDF). In Bagenal, Fran; Dowling, Timothy E.; McKinnon, William B. (eds.). Jupiter: The Planet, Satellites and Magnetosphere. Cambridge University Press. pp. 241–262. Bibcode:2004jpsm.book..241B. ISBN 978-0-521-81808-7.
- ↑ 3.0 3.1 NASA. Adrastea: Overview. solarsystem.nasa.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-04.
- ↑ 4.0 4.1 Thomas, P. C.; Burns, J. A.; Rossier, L.; Simonelli, D.; Veverka, J.; Chapman, C. R.; Klaasen, K.; Johnson, T. V.; Belton, M. J. S.; Galileo Solid State Imaging Team (September 1998). „The Small Inner Satellites of Jupiter“. Icarus. 135 (1): 360–371. Bibcode:1998Icar..135..360T. doi:10.1006/icar.1998.5976.
- ↑ Jet Propulsion Laboratory. Planetary Satellite Physical Parameters. ციტირების თარიღი: 2023-03-12
- ↑ Anderson, J. D.; Johnson, T. V.; Schubert, G.; Asmar, S.; Jacobson, R. A.; Johnston, D.; Lau, E. L.; Lewis, G.; Moore, W. B.; Taylor, A.; Thomas, P. C.; Weinwurm, G. (27 May 2005). „Amalthea's Density is Less Than That of Water“. Science. 308 (5726): 1291–1293. Bibcode:2005Sci...308.1291A. doi:10.1126/science.1110422. PMID 15919987. S2CID 924257.
|
|