ადოლფ ნასაუელის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასაუელი ადოლფის სამოქალაქო და სამხედრო ღისების ორდენი

სრული სახელიOrdre d'Adolphe de Nassau
დევიზიVIRTUTE
ქვეყანალუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
ტიპიორდენი
სტატუსიმიენიჭება
სტატისტიკა
დაწესების თარიღი1858 წელი 8 მაისი
(1858—1866 წწ. ნასაუს სახლის ორდენი, 1890 წლიდან ლუქსემბურგის ორდენი)
რიგითობა
მაღალი ჯილდონასაუელი სახლის ოქროს ლომის ორდენი
დაბალი ჯილდომუხის გვირგვინის ორდენი

ნასაუელი ადოლფის სამოქალაქო და სამხედრო ღისების ორდენი (Ordre d’Adolphe de Nassau) — დიდი ლუქსემბურგის საჰერცოგოს სახელმწიფო ჯილდო. თავდაპირველად შექმნილი იყო ადოლფ ნასაუელის მიერ როგორც ნასაუს საჰერცოგოს ორდენი და სახელი მისი სეხნიას ადოლფ, ნასაუ-ველბურგის გრაფის პატივსაცემად დაერქვა, ის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, გერმანიის ყოფილი მეფე. პრუსიის საჰერცოგოს ანექსიის შემდეგ 1866 წელს ორდენის მინიჭება შეწყდა, მაგრამ განახლებული იყო 1890 წელს, ადოლფ ლუქსემბურგელის დიდ ჰერცოგად შერქმევის შემდეგ როგორც სახელმწიფო ჯილდო.

კრიტერიუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასაუელი ადოლფის სამოქალაქო და სამხედრო ღისების ორდენი მიენიჭება, სახელმწიფო მეთაურების გარდა, იმას ვინც ნაყოფიერად ემსახურება ჰერცოგს, ჰერცოგის სამფლობელოს და ლუქსემბურს, ისევე როგორც ჰერცოგის და მისი სახლის ერთგულებისთვის. ასევე ორდინი აღნიშნავს იმათ დამსახურებას, ვინც მიაღწია წარმატებას მეცნიერებებში და ხელოვნებაში, როგორც ლუქსემბურგის მაცხოვრებელი ასევე უცხოელი, აღირების სიმბოლოს სახით.[1]

უცხოელებისთვის ჯილდოს გაცემისას საჭიროა მათი მშობელი სახელმწიფოს დასტური. ორდენი ასევე დიპლომატიური ხარისხით გამოიყენება. მეორე მსოფლიო ომში იგი გადაეცემოდა მოკავშირეთა ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის განთავისუფლებისთვის, თუმცა საჰერცოგოს პატარა ზომის გამო და მათ ტერიტორიაზე ნაკლები საომარი ვითარების გამო, ეს ბევრად იშვიათად ხდებოდა ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ლუქსემბურგის პრინცები და პრინცესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორდენის დებულება ამბობს, რომ სამფლობელოს პრინცები და პრინცესები დიდ ჯვარს ფლობენ დაბადებიდან, თუმცა არ ატარებენ მათ სრულწლოვნობამდე.

ნიშნები და დონეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორდენს გააჩნია რვა დონე, ასევე ორი ჯვარი და სამი მედალი:

  1. დიდი ჯვარი — ვარსკვლავი გვირგვინით ლენტაზე მარჯვენა მხრიდან და ნიშანი გულმკერდის მარცხენა მხარეს (სამხედრო ვერსიას გააჩნნია ორი გადაჯვარედინებული ხმალი).
  2. გრანდ-ოფიცერი — ვარსკვლავი კისრის ლენტაზე და ნიშანი გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  3. გვირგვინის მეთაური — ნიშანი გვირგვინით კისრის ლენტზე.
  4. მეთაური/საპატიო ჯვარი ქალბატონებისთვის — ბატონები ატარებენ ნიშანს კისრის ლენტზე; ქალბატონები ატარებენ ნიშანს გვირგვინით (უფრო პატარა ვიდრე მეთაურის გვირგვინი) ბანტზე მარცხენა გულმკერდის ლენტისგან.
  5. გვირგვინის ოფიცერი — ნიშანი გვირგვინით ბუდეთი ლენტზე გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  6. ოფიცერი — ნიშანი ლენტზე ბუდეთი გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  7. გვირგვინის რაინდი — ნიშანი გვირგვინით ლენტზე გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  8. რაინდი — ნიშანი გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  9. ვერცხლის და ოქროს ჯვრები — ჯვარი ლენტზე გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  10. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები — მედალი ლენტზე გულმკერდის მარცხენა მხარეს.

დიდი ჯვარი

გრანდ-ოფიცერი

გვირგვინის მეთაური

მეთაური/ საპატიო ჯვარი ქალბატონებისთვიდ

გვირგვინის ოფიცერი

ოფიცერი

გვირგვინის რაინდი

რაინდი


ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრანდ-ოფიცერის ორდენის ვარსკვლავი
  • ნიშანი ორდენი თავისი სახით წარმოადგენდა მალტურ ჯვარს, დაფარული თეთრი ემალით, ორმაგი დასრულებით და ოქროს მარგალიტებით ზემოდან. ცენტრალური დისკი ცენტრში ატარებს ასოს „А“ გოთიკური შრიფტით და სამეფო გვირგვინით, შემოფარგლული ოქროს დაფნის ყვავილით ცისფერ ემალირებულ ფონზე ოქროს ასოების დევიზით „Virtute“. მეოე მხარეზე დატანილია ციფრები „1292“ (წელი როდესაც ნასაუელი ადოლფი მეფე გახდა) და „1858“ (ორდენის დაწესების წელი) თეთრ ემალირებულ ფონზე. სამხედრო განყოფილება ასევე ატარებს გადაჯვარედინებულ ხმლებს ცენტრალური მედალიონიდან. გვირგვნის მფლობელები ასევე ატარებენ ოქროს გვირგვინს ნიშნის ზემოდან.
  • ვარსკვლავი სამოქალაქო განყოფილება წარმოადგენს (დიდი ჯვრისთვის) ვერცლის რვაკუთხებიანი ვარსკვლავი ან (გრანდ-ოფიცრისთვის) მალტიური ჯვარი ვერცხლის სხივებით ჯვრის სხივებს შორის. ცენტრალური დისკი ისეთივეა როგორიც ნიშანი. სამხედრო განყოფილებას ცენტრალური მედალიონის ქვეშ გააჩნია ბრზვინავი ვერცხლისფერი ხმლები ოქროს ტარით.
  • ჯვარი გააცნია ისეთივე ფორმა რასაც ნიშანს, მაგრამ არაა დაფარული ემალით.
  • მედალი მრგვალი, ადოლფ ნასაუელის პორტრეტით.
  • ლენტი მუარის მუქი ლურჯი ყვითელი ხაზებით კიდეებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Награды великого герцогства люксембургского