ადოლფ კეტლე
ლამბერ ადოლფ ჟაკ კეტლე (ფრანგ. Lambert-Adolph-Jacques Quetelet; დ. 22 თებერვალი, 1796, გენტი — გ. 17 თებერვალი, 1874, ბრიუსელი) — ბელგიელი მათემატიკოსი, ასტრონომი, მეტეოროლოგი და სოციოლოგი; მეცნიერული სტატისტიკის ერთ-ერთი შემქმნელი. მათემატიკისა და ასტრონომიის პროფესორი ბრიუსელში (1819). 1820 წლიდან ბელგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ხოლო 1834 წლიდან მდივანი. 1832 წლიდან თავის მიერ დაარსებული ასტრონომიული და მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი ბრიუსელში. 1841-1874 წლებში მისივე ინიციატივით შექმნილი ბელგიის ცენტრალური სტატისტიკური კომისიის თავმჯდომარე; „ელემენტარული ასტრონომიის“ ავტორი. კეტლე პოზიტივიზმის პოზიციებიდან ამტკიცებდა, რომ სოციალური ცხოვრება და ფიზიკური მოვლენები ექვემდებარება ერთი რიგის კანონებს და ამიტომ ისინი მათემატიკური სტატისტიკის ზუსტი მეთოდებით უნდა შეისწავლონ. კეტლემ წამოაყენა ისეთი „საშუალო ადამიანის“ (homme moyen) ცნება, რომელსაც საშუალო ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური მონაცემები აქვს. კეტლემ დაამტკიცა, რომ ზოგიერთი მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენა (შობადობა, სიკვედილიანობა, ბოროტმოქმედება და სხვა) ემორჩილება განსაზღვრულ კანონზომიერებებს. კეტლეს ნაშრომი „ადამიანისა და მისი უნარის განვითარების შესახებ ანუ სოციალური ფიზიკის ცდა“ მარქსმა შეაფასა როგორც „ჩინებული სამეცნიერო შრომა“.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 478.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Deutsche Nationalbibliothek Record #118743171 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
- 1 2 Lambert Adolphe Jacques Quetelet — 2009.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 KNAW Past Members
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ ODIS — 2003.
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 3 4 www.accademiadellescienze.it
- 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Académie nationale de médecine
- 1 2 3 4 http://tnk.krakow.pl/czlonkowie/quetelet-adolphe/
- ↑ Cimetière de Bruxelles — ბრიუსელი.
- ↑ https://www.bruxelles.be/sites/default/files/bxl/QR_2_2014_ecoconseil_cimbru_FR.pdf — გვ. 25.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- 1 2 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 293.
- ↑ https://www.amacad.org/person/lambert-adolphe-jacques-quetelet
- დაბადებული 22 თებერვალი
- დაბადებული 1796
- გარდაცვლილი 17 თებერვალი
- გარდაცვლილი 1874
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრები
- ბელგიელი მათემატიკოსები
- ბელგიელი ასტრონომები
- ბელგიელი მეტეოროლოგები
- ბელგიელი სოციოლოგები
- გენტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები