შინაარსზე გადასვლა

ადოლფ ერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადოლფ ერმანი
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1854
ბერლინი, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 26 ივნისი, 1937 (82 წლის)
ბერლინი, გერმანია
ეროვნება ებრაელი
საქმიანობა ეგვიპტოლოგია
ენათმეცნიერება
მშობლები მამა: გეორგ ადოლფ ერმანი
დედა: მარია ბესეელი

იოჰან პიტერ ადოლფ ერმანი (გერმ. Johann Peter Adolf Erman; დ. 31 ოქტომბერი, 1854 — გ. 26 ივნისი, 1937) — გერმანელი ეგვიპტოლოგი და ლექსიკოგრაფი.

იოჰან პიტერ ადოლფ ერმანი დაიბადა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში. ის იყო გეორგ ადოლფ ერმანისა და მარია ბესეელის ვაჟიშვილი და პაულ ერმანისა და ფიდრიხ ბესეელის შვილიშვილი.

განათლება მან ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მიიღო. 1883 წელს, იგი გახდა ბერლინის უნივერისიტეტში, ეგვიპტოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ხოლო შემდგ 1892 წელს, კი სრული პროფესორი. 1885 წელს ადოლფ ერმანი დაინიშნა ეგვიპტის დეპარტამენტის სამეფო მუზეუმის დირეექტორად. 1934 წელს, იგი გარიცხეს უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის ფაკულტეტიდან, რადგან, ნაცისტური იდეოლოგიის თანახმაად, ნაწილობრივ ებრაელი იყო. 1802 წელს, მისი ოჯახი პროტესტანტად მოინათლა, ამიტომ აღარ იდევნებოდა ნაცისტების მიერ, მაგრამ მათ ყველამ დაკარგეს საკუთარი თანამდებობები.

ერმანს, რთული ამოცანა ჰქონდა ეგვიპტური ენის გრამატიკის აღმოფხვრაში, რის შესწავლასაც მან ოცდაათი წელი მოანდომა.

ადოლფ ერმანის მოსწავლე იყო ჯეიმზ ჰენრი ბრესტიდი, ამერიკის პირველი პროფესორი ეგვიპტოლოგიის დარგში და მრავალი ნამუშევრების ავტორი.

1897 წელს, ერმანი გახდა ინიციატორი ბერლინის ეგვიპტური ენის ლექსიკონის შექმნისა. ეგვიპტური ტექსტების საფუძველზე, სხვადასხვა პერიოდში, ერმანის მიერ გამოკვლეული გრამატიკა საფუძვლად დაედო ეგვიპტის ენის განვითარებას, რომელიც ადოლფ ერმანმა არაერთხელ გაავრცელა და თარგმნა სხვადასხვა ენებზე.

1893-1895 წლების განმავლობაში იგი სწავლობდა რუსეთში ეგვიპტოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მან თარგმნა თავისივე შედგენილი ,,ეგვიპტური გრამატიკა" რუსულ ენაზე.

1937 წელის 26 ივნისს იოჰან პიტერ ადოლფ ერმანი ბერლინში გარდაიცვალა.

  • Thomas L. Gertzen: Jean Pierre Adolphe Erman und die Begründung der Ägyptologie als Wissenschaft. Hentrich & Hentrich, Berlin 2015, ISBN 978-3-95565-126-8.