ადოლფ ბასტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადოლფ ბასტიანი

ადოლფ ბასტიანი (გერმ. Adolf Bastian; დ. 26 ივნისი, 1826, ბრემენი — გ. 2 თებერვალი, 1905, პორტ-ოვ-სპეინი, კ.ტრინიდადი) — გერმანელი ეთნოგრაფი, განათლებით ექიმი. ხელმძღვანელობდა მრავალ სამეცნიერო ექსპედიციას მსოფლიოს ყველა კუთხეში, შეაგროვა უამრავი ეთნოგრაფიული მასალა. დააარსა ბერლინის ხალხთმცოდნეობის მუზეუმი (1868). თავისი კვლევა-ძიებისას უმთავრესად დაინტერესებული იყო შესასწავლი ხალხის სულიერი კულტურით. ფსიქოლოგია მიაჩნდა „მომავლის მეცნიერებად“. მისი იდეა, რომ ადამიანთა ფსიქიკის ერთიანობა განაპირობებს ყველა ადამიანის კულტურულ ერთიანობას, პროგრესული იყო. მაგრამ ზოგიერთ საკითხში იდეალურ პოზიციებზე იდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]