ადოლფო სუარესი
ადოლფო სუარესი (დ. 25 სექტემბერი, 1932 – გ. 23 მარტი, 2014) — ესპანელი იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც 1976-1981 წლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი იყო ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეორე რესპუბლიკის შემდეგ და ცენტრალური ფიგურა ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის შემდეგ დემოკრატიაზე გარდამავალ პერიოდში.
როდესაც ესპანეთი ჯერ კიდევ ავტოკრატიული რეჟიმი იყო, 1976 წელს მეფე ხუან კარლოსმა იგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. დანიშვნის მომენტში იგი ნაკლებად ცნობილი ფიგურა იყო, რის გამოც მრავალი პოლიტიკური ძალა მის მთავრობას სკეპტიკურად უყურებდა. მიუხედავად ამისა, მან ხელმძღვანელობა გაუწია ფრანკისტული კორტესების გაუქმებასა და ყველა პოლიტიკური პარტიის ლეგალიზაციას (მათ შორის ესპანეთის კომუნისტური პარტიის, რაც განსაკუთრებით რთული ნაბიჯი აღმოჩნდა). იგი სათავეში ჩაუდგა „დემოკრატიული ცენტრის კავშირს“ და 1977 წლის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა.
1981 წელს იგი გადადგა და დააფუძნა პარტია „დემოკრატიული და სოციალური ცენტრი“, რომელმაც მრავალჯერ მოიპოვა ადგილები კორტესებში. იგი პოლიტიკას 1991 წელს ჩამოშორდა, ხოლო საზოგადოებრივ ცხოვრებას — 2003 წელს, ალცჰაიმერის დაავადების გამო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Biography by CIDOB დაარქივებული 31 October 2014 საიტზე Wayback Machine. (in Spanish)
- Tribute to Adolfo Suárez: Guestbook
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 http://www.congreso.es/portal/page/portal/Congreso/Congreso/Iniciativas?_piref73_2148295_73_1335437_1335437.next_page=/wc/servidorCGI&CMD=VERLST&BASE=DIPH&FMT=DIPHXD1S.fmt&DOCS=1-1&DOCORDER=FIFO&OPDEF=Y&NUM1=&DES1=&QUERY=%28111630%29.NDIP.
- 1 2 http://www.congreso.es/portal/page/portal/Congreso/Congreso/Iniciativas?_piref73_2148295_73_1335437_1335437.next_page=/wc/servidorCGI&CMD=VERLST&BASE=DIPH&FMT=DIPHXD1S.fmt&DOCS=6-6&DOCORDER=FIFO&OPDEF=Y&NUM1=&DES1=&QUERY=%28111630%29.NDIP.
- 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- 1 2 varios autores Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- 1 2 3 Lex — Foreningen lex.dk, 2019.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118642588 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ https://historia-hispanica.rah.es/biografias/43290
- ↑ http://www.elmundo.es/elmundo/2001/05/17/sociedad/990113597.html
- ↑ http://ecodiario.eleconomista.es/sociedad/noticias/5654249/03/14/La-Diputacion-de-Avila-rinde-homenaje-con-un-pleno-a-Adolfo-Suarez.html
- ↑ http://www.dogv.gva.es/datos/2014/03/31/pdf/2014_2746.pdf
- ↑ https://www.udc.es/es/sobreUDC/honoriscausa/
- 1 2 http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154