შინაარსზე გადასვლა

ადი უტარინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

ადი უტარინი
დაბ. თარიღი 4 ივნისი, 1965(1965-06-04)[1] (60 წლის)
დაბ. ადგილი ჯოკიაკარტა
მოქალაქეობა  ინდონეზია
საქმიანობა public health scientist და საჯარო მოსამსახურე[1]
მუშაობის ადგილი Ministry of Research and Technology[1]
ალმა-მატერი გაჯა მადას უნივერსიტეტი, UCL Institute of Child Health და უმეოს უნივერსიტეტი
ჯილდოები Nature's 10[2] და Time 100[3]
საიტი adiutarini.id

ადი უტარინი (დ. 4 ივნისი, 1965, ჯოკიაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი, რომელიც მუშაობს დენგეს ცხელებაზე. ჯოკიაკარტას გაჯაჰ მადას უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და პოლიტიკური ადმინისტრირების ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი. 2020 წელს Nature-ის მიხედვით მოხვდა წლის 10 პიროვნებას შორის, მისი პიონერული რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევისთვის დენგეს ცხელების პრევენციის მიზნით Wolbachia-ს ბაქტერიის გადამტანი კოღოების გამოყენებით. 2021 წელს TIME-მა შიყვანა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში. [4]

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადი უტარინი დაიბადა ჯოკიაკარტაში 1965 წლის 4 ივნისს. სწავლობდა მედიცინაში გაჯაჰ მადას უნივერსიტეტში, [5] [6] რომელიც დაასრულა 1989 წელს.[6] 1994 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი დიდი ბრიტანეთის UCL-ის ბავშვთა ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან. 1997 წელს ასევე მაგისტრის ხარისხი შვედეთის უმეოს უნივერსიტეტიდან. [7] დარჩა უმეოში, სადაც მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდას მალარიის კონტროლის პროგრამა ცენტრალურ იავაზე. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. [8]

კვლევები და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უტარინი გაჯა მადას უნივერსიტეტში სპეციალიზირებულია დაავადების კონტროლსა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხზე. [9] იგი მუშაობდა იოგიაკარტაში კოღოების კონტროლის მსოფლიო პროგრამის პროექტის მენეჯერად. [10] [11] ჯოკიაკარტა მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, 400 000 მაცხოვრებლით, სადაც დენგეს ცხელება ადვილად ვრცელდება. 2018 წელს TEDx-ის კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით, სადაც ისაუბრა ქალაქში დენგეს ცხელების აფეთქების შემცირების მცდელობებზე. [12]

უტარინი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი 2016 წელს ჯოკიაკარტაში ჩატარებული რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის, რომლის დროსაც  დენგეს ცხელების პრევენციის მიზნით იყენებდნენ Wolbachia-ს ბაქტერიის გადამტან კოღოებს. 2020 წლის აგვისტოში მან გამოაცხადა, რომ მეთოდმა 77%-ით შეამცირა დენგეს ცხელების სიხშირე კვლევის დროს. [13] ბაქტერია Wolbachia ხელს უშლის ვირუსის ადამიანზე კოღოებიდან გადაცემას. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი შემუშავებულია 1990-იანი წლებიდან ავსტრალიაში მონაშის უნივერსიტეტში, , ეს კვლევა იძლევა მისი ეფექტურობის ჯერჯერობით ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას და მიდგომის პირველ რანდომიზებულ საკონტროლო კვლევას.  კვლევაში ქალაქი ჯოკიაკარტა დაიყო 24 კლასტერად: 12 შემთხვევით შეირჩა   Wolbachia-თი ინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად და საკონტროლო. მონაცემები გამოქვეყნდა 2020 წლის ივნისში, ხოლო წინასწარი შედეგი გამოქვეყნდა აგვისტოში,  რომელმაც აჩვენა დაავადების 77%-ით შემცირება ექსპერიმენტულ ზონებში საკონტროლო ზონებთან შედარებით. ეპიდემიოლოგებმა შედეგს განსაცვიფრებელი და საეტაპო უწოდეს. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დენგეს ცხელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც იწვევს დაავადების დაახლოებით 400 მილიონ შემთხვევას და 25000 სიკვდილს ყოველწლიურად, ასევ, სავარაუდოდ კოღოებით გადამტან სხვა დაავადებებს. [14]

უტარინი მიიწვიეს 2013 წელს. იგი გახდა პროექტის წამყვანი მეცნიერი ინდონეზიაში. კვლევის კოორდინაციის გარდა, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა რამდენიმე სამინისტროდან თანხმობის მოპოვებაში. [15] მთელი პროცესის განმავლობაში უტარინს უნდა მიეღო ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა, რასაც მან მიაღწია კედლის ნახატების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და პირადი შეხვედრების საშუალებით; საზოგადოების მონაწილეობა კვლევის ერთ-ერთი წარმატებული ასპექტი იყო.

2015-დან 2017 წლამდე იგი მუშაობდა ინდონეზიის კვლევისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კვლევით საბჭოში. 2020 წელს Nature-ის მიხედვით მოხვდა წლის 10 პიროვნებას შორის მისი პიონერული მუშაობისთვის კვლევაში Wolbachia-ს გამოყენებით.

2021 წლის 13 ოქტომბერს ჯოკო ვიდოდომ იგი დანიშნა იგი BRIN-ის მმართველი კომიტეტის წევრად. [16]

უტარინს სიყვარულით შარქვეს პროფესორი უუტი. კოლეგები მეცნიერს ახასიათებენ, როგორც წყნარ, მაგრამ დამაჯერებელ პიროვნებას. მისი ჰობია ველოსიპედით სიარული და ფორტეპიანოზე დაკვრა. [17] უტარინის მეუღლე იყო ფარმაკოლოგიის პროფესორი გაჯაჰ მადადან ივან დრიპრაჰასტოზე. იგი გარდაიცვალა 2020 წლის მარტში. [18]


  1. 1.0 1.1 1.2 (unspecified title)Government of Indonesia.
  2. Cyranoski D., Ledford H. Nature's 10: ten people who helped shape science in 2020 // Nature / M. SkipperNPG, Springer Science+Business Media, 2020. — Vol. 588, Iss. 7839. — P. 563–576. — ISSN 1476-4687; 0028-0836doi:10.1038/D41586-020-03435-6
  3. https://web.archive.org/web/20220131121232/https://time.com/collection/100-most-influential-people-2021/
  4. Adi Utarini (2021-09-15 7:19 AM EDT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-06-16. ციტირების თარიღი: 2024-05-03.
  5. Profil Adi Utarini. ციტირების თარიღი: 2024-05-03
  6. 6.0 6.1 Prof. dr. Adi Utarini, M.Sc, MPH, Ph.D – Health Policy and Management UGM. ციტირების თარიღი: 2020-12-19
  7. Dr Adi Utarini. ციტირების თარიღი: 2020-12-19
  8. Adi Utarini. 
  9. Dr Adi Utarini. ციტირების თარიღი: 2020-12-19
  10. Prof. dr. Adi Utarini, M.Sc, MPH, Ph.D – Health Policy and Management UGM. ციტირების თარიღი: 2020-12-19
  11. The World Mosquito Program is working in and around Yogyakarta to protect communities from mosquito-borne diseases like dengue, Zika, chikungunya and yellow fever.. ციტირების თარიღი: 2024-05-03
  12. Sacred Bucket, https://www.ted.com/talks/adi_utarini_sacred_bucket
  13. World Mosquito Program's Wolbachia method dramatically reduces dengue incidence in Indonesia en. ციტირების თარიღი: 19 December 2020
  14. Nature's 10: ten people who helped shape science in 2020 en. ციტირების თარიღი: 19 December 2020
  15. Nature's 10: ten people who helped shape science in 2020 (2020-12-15). ციტირების თარიღი: 2020-12-19
  16. Erwanti, Marlinda Oktavia. (2021-10-13) Diketuai Megawati, Ini Daftar Dewan Pengarah BRIN id-ID. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-14. ციტირების თარიღი: 2021-10-13
  17. Nature's 10: ten people who helped shape science in 2020 (2020-12-15). ციტირების თარიღი: 2020-12-19
  18. „Nakes Gugur: Terus Bertambah, Bukan Sekadar Angka“. VOA News (ინდონეზიური). 6 September 2020.