ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1927
ტიპი საგანმანათლებლო დაწესებულება

ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი (რუს. Адыгейский республиканский институт гуманитарных исследований имени Т. М. Керашева - «АРИГИ») — სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

ინსტიტუტის ძირითადი სპეციალიზაცია — ადიღეელი ეთნოსის კვლევა. ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი ადიღეური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის კვლევაში დამსახურებისათვის, ადიღეს ავტონომიური ოლქის განათლებისა და კულტურის განვითარებაში 1979 წელს დაჯილდოებული იქნა „ღირსების მედლით“.

ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი წარმოადგენს კავკასიოლოგიის ერთ-ერთ ცენტრს ადიღეური ენების კვლევის საქმეში.

სტატუსის და სახელწოდების ცვლის ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1927 წელი — შეიქმნა როგორც „მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი“.
  • 1934 წელი — მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტმა მიიღო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელი და ახალი სახელწოდება „ადიღეს ეკონომიკის, ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი“.
  • 1992 წელი — სახელწოდების შეცვლა. ეწოდა „ადიღეს ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (აბრევიაციით: არიგი).
  • 2002 წელს ინსტიტუტს მიენიჭა თემბოთ კერაშის (ადიღურად КӀэрэщэ Тембот) სახელი.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადიღეს თემბოთ კერაშის სახელობის ჰუმანიტარული კვლევების რესპუბლიკური ინსტიტუტის მთავარ სამეცნიერო მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო შრომებისა და ისტორიული წყაროების გამოქვეყნება, კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება, მეცნიერთა საბჭოს გამართული მუშაობა.

ადიღურის, адыгабзэ-ს კვლევა და მისი სოციოლინგვისტური სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადიღური ენის ან ადიღური ენობრივი ვარიანტების სოციოლინგვისტური სურათი ასეთია:

ადიღეურად ლაპარაკობს დაახლოებით 500 000 კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 125 000 (1993 წელი), თურქეთში 278 000 (2000 წელი), იორდანიაში 44 300 (1986 წელი), სირიაში 25 000 (2000 წელი).

აქვს ოთხი დიალექტი: ჭემგუური, აბძახური, ბჟედუღური და შაფსუღური.

სალიტერატურო ენის საფუძველია ჭემგუური დიალექტი, რომელსაც შედარებით მარტივი კონსონანტური სისტემა ახასიათებს.

ადიღეური ეთნოსის წარმომადგენლები ყველა ქვეყანაში (რუსეთი, თურქეთი, იორდანია, სირია) ცხოვრობენ დიგლოსიის ან ბილინგვალიზმის პირობებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]