შინაარსზე გადასვლა

ადილ აბდულ-მაჰდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადილ აბდულ-მაჰდი
არაბ. عادل عبد المهدي
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1942(1942-01-01) (83 წლის)
დაბადების ადგილი ბაღდადი
მოქალაქეობა Ba'athist Iraq
 ერაყი
განათლება University of Baghdad და Baghdad College
მამა Abdul Mahdi Al Muntafiki

ადილ აბდულ-მაჰდი (არაბ. عادل عبد المهدي المنتفكي; დ. 1 იანვარი, 1942) — ერაყელი პოლიტიკოსი, რომელსაც ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა 2018 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მაისამდე. აბდულ-მაჰდი არის ეკონომისტი და 2005 წლიდან 2011 წლამდე იყო ერაყის ვიცე-პრეზიდენტებიდან ერთ-ერთი. მანამდე იგი მსახურობდა როგორც ფინანსთა მინისტრი დროებით მთავრობაში და ნავთობის მინისტრი 2014 წლიდან 2016 წლამდე.[1]

აბდულ-მაჰდი არის გავლენიანი შიიტური პარტიის, ერაყის უზენაესი ისლამური საბჭოს (SIIC) ყოფილი წევრი.[2] ეს ჯგუფი, რომელიც დიდხანს იყო დაფუძნებული მეზობელ ირანში, ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის ადმინისტრაციას, თუმცა ამავდროულად მჭიდრო კავშირები ჰქონდა სხვა, აშშ-ის მხარდაჭერით მოსარგებლე ჯგუფებთან, რომლებიც სადამ ჰუსეინს უპირისპირდებოდნენ, მათ შორის ქურთებთან და ერაყის ეროვნულ კონგრესთან.

აბდულ-მაჰდიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალური გადადგომის განცხადება წარადგინა 2019 წლის ნოემბერში, პოლიტიკური კორუფციისა და პოლიციის მხრიდან ძალადობრივი რეაგირების წინააღმდეგ გამართული მასშტაბური პროტესტების შემდეგ.[3]

მაჰდი დაიბადა ბაღდადში 1942 წელს. იგი არის შიიტი სასულიერო პირის, აბდულ-მაჰდის შვილი, რომელიც წარმოშობით დი-ქარის მუჰაფაზიდან იყო და ერაყის მონარქიის პერიოდში განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მისი დედა წარმოშობით სირიიდან იყო.[4] მან საშუალო განათლება მიიღო ბაღდადის კოლეჯში, ელიტურ ამერიკულ იეზუიტურ საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ბაღდადის უნივერსიტეტში, სადაც 1963 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1965 წელს იგი მუშაობდა ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნად და იყო ერაყის ბაასის პარტიის ადრეული მხარდამჭერი, თუმცა იდეოლოგიური უთანხმოების გამო პარტია დატოვა.

1969 წელს იგი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ფრანგულ ანალიტიკურ ცენტრებში მუშაობდა და რედაქტორობდა ჟურნალებს ფრანგულ და არაბულ ენებზე. 1972 წელს მან პუატიეს უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით მოიპოვა დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.[5] აბდულ-მაჰდი საფრანგეთის მოქალაქეა, ისევე როგორც მისი შვილები. იგი ერაყში 2003 წელს დაბრუნდა, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ.[6]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში აბდულ-მაჰდი ერაყის კომუნისტური პარტიის (ICP) ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო.[7] 1967 წელს პარტია ორ ფრაქციად გაიყო: ICP — ცენტრალური კომიტეტი, რომელიც უფრო ლოიალური იყო 1958 წლიდან ერაყში მოქმედი სამხედრო მთავრობების მიმართ, და ICP — ცენტრალური ხელმძღვანელობა, რომელიც უარყოფდა ყველანაირ თანამშრომლობას იმ რეჟიმებთან, რომლებსაც ანტიპროგრესულად მიიჩნევდა. აბდულ-მაჰდი შეუერთდა ICP — ცენტრალურ ხელმძღვანელობას და აქტიურად მოღვაწეობდა მანამ, სანამ არ გარიცხეს და შექმნა საკუთარი განაყოფი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ლეგიტიმური ICP — ცენტრალური ხელმძღვანელობა. როგორც ICP — ცენტრალური ხელმძღვანელობა, ისე აბდულ-მაჰდის განაყოფი თანდათანობით გაქრა 1980-იანი წლების დასაწყისისთვის. ამ დროისთვის აბდულ-მაჰდიმ აითვისა ირანული ისლამური იდეები და საბოლოოდ შეუერთდა ისლამისტებს, როდესაც აიათოლა ხომეინიმ გაანადგურა კომუნისტები და ლიბერალური ოპოზიციური ჯგუფები ირანში. აბდულ-მაჰდიმ გააგრძელა კავშირი ირანთან და თანდათანობით გააერთიანა თავისი ჯგუფი ICP — ცენტრალური ხელმძღვანელობიდან ირანელებთან, უარყო თავისი მარქსისტული წარსული და მთელი თავისი ჯგუფის დრო მიუძღვნა ხომეინის იდეების პროპაგანდას საფრანგეთში, სადაც იმ დროს ცხოვრობდა. საბოლოოდ იგი გახდა ერაყში ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს წევრი — ეს იყო ოპოზიციური პარტია და შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ირანმა შექმნა თეირანში 1982 წელს, თუმცა ის მხოლოდ ერაყელი ემიგრანტებისგან შედგებოდა.[8]

2006 წელს აბდულ-მაჰდიმ, გარდამავალი მთავრობის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, წარუმატებლად იბრძოლა გაერთიანებული ერაყული ალიანსის ნომინაციისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოქმედი იბრაჰიმ ალ-ჯაფარის წინააღმდეგ. მან ერთი ხმით წააგო. სავარაუდოდ, იგი კვლავ განიხილებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, სანამ ნური ალ-მალიქი არ გახდა ერაყის ეროვნული ალიანსის კანდიდატი. შემდეგ აბდულ-მაჰდი ხელახლა აირჩიეს ერაყის ვიცე-პრეზიდენტად. მან გამოიყენა თავისი შეზღუდული უფლებამოსილება ამ როლში და მარტში შეაჩერა ეროვნული ასამბლეის პირველი შეხვედრა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2011 წლის 31 მაისს გააკეთა.[9]

2006 წლის დეკემბერში Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბდულ-მაჰდი შეიძლება გამხდარიყო ერაყის შემდეგი პრემიერ-მინისტრი, თუ ახალი მულტისექტორული კოალიცია წარმატებით დაამხობდა ნური ალ-მალიქის მთავრობას.[10]

2007 წლის 26 თებერვალს იგი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას, რომელსაც ათი ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე იგი ორჯერ იყო სამიზნედ ამორჩეული.[11]

2009 წელს მისი დაცვის წევრები მონაწილეობდნენ ბაღდადის სისხლიან საბანკო ძარცვაში.[12]

2013 წლის ივლისში აბდულ-მაჰდიმ უარი თქვა ვიცე-პრეზინდენტის საპენსიო ანაზღაურებაზე.[13]

2018 წლის 2 ოქტომბერს ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა აბდულ-მაჰდი ერაყის პრემიერ-მინისტრად შეარჩია. მაჰდის 30 დღე ჰქონდა ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.[2] 2018 წლის 25 ოქტომბერს აბდულ-მაჰდიმ ფიცი დადო და 2018 წლის არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ შეუდგა მოვალეობის შესრულებას.[14]

2019 წლის აპრილში აბდულ-მაჰდი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. მან გამოაცხადა 14 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმა ერაყის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, სავარაუდოდ გერმანულ კომპანია „სიმენსთან“ თანამშრომლობით. მერკელი ასევე დაპირდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებას და ერაყის რეკონსტრუქციის ძალისხმევისთვის გერმანიის მხარდაჭერის გაგრძელებას.[15]

2019 წლის 29 ნოემბერს, რამდენიმე კვირიანი ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, მაჰდიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა. ერაყის პარლამენტმა მისი გადადგომა 2019 წლის 1 დეკემბერს დაამტკიცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Chulov, Martin. (3 October 2018) Iraqi president names Adel Abdul-Mahdi as next prime minister.
  2. 2.0 2.1 Salaheddin, Sinah. (3 October 2018) Iraq tasks Shiite independent with forming new government. ციტირების თარიღი: 16 October 2018
  3. Rubin, Alissa J.; Hassan, Falih (2019-11-30). „Iraqi Prime Minister Resigns in Deepening Political Crisis“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-02-13.
  4. Iraq's consensus prime minister walks a political tightrope. ციტირების თარიღი: 2023-12-16
  5. Adil Adbul Mahdi Iraq’s New Prime Minister.
  6. MacDonald, Alex. (9 April 2021) Iraq: Activists hopeful in French legal case against former PM Abdul Mahdi.
  7. Abdul-Mahdi: The man tasked with forming Iraq's new government. Rudaw (3 October 2018). ციტირების თარიღი: 4 October 2018
  8. Ismail, Tariq (2008). The Rise and Fall of the Communist Party of Iraq. Cambridge University Press, გვ. 239. ISBN 978-0-521-87394-9. 
  9. „اخبار رسیده از بغداد پایتخت عراق حاکی از آن است که "عادل عبدالمهدی" از سمت خود استعفا داد“. tabnak.ir (სპარსული). ციტირების თარიღი: 11 April 2023.
  10. Hamza Hendawi; Qassim Abdul Zahra (10 December 2006). „Talks Under Way to Replace Iraq PM“. The Washington Post. Baghdad. AP. ციტირების თარიღი: 27 December 2012.
  11. Sly, Liz (27 February 2007). „VP survives assassination try in Iraq“. Chicago Tribune. Baghdad. ციტირების თარიღი: 27 December 2012.
  12. Rod Nordland; Riyadh Mohammed (2 September 2009). „In Bank Killings, Highs and Lows of Iraq Justice“. The New York Times. ციტირების თარიღი: 4 October 2018.
  13. Hussein, Ahmed. (30 July 2013) Adil Abdul Mahdi gives up his pensions. ციტირების თარიღი: 3 October 2018
  14. Prime Minister Abdul-Mahdi sworn in with 14 ministers, so far. Rudaw.
  15. Şimşek, Ayhan. (30 April 2019) Merkel: Germany supports territorial integrity of Iraq. ციტირების თარიღი: 5 May 2019