ადიგენის მუნიციპალიტეტის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადიგენის დროშა)
ადიგენის დროშა

ადიგენის მუნიციპალიტეტის დროშაადიგენის მუნიციპალიტეტის სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშის მწვანე ველზე გამოსახულია თეთრქობიანი ლაჟვარდის წმინდა ანდრიას ირიბი ჯვარი, რომლის მკლავები ეხება დროშის კიდეებს. დროშის ცენტრში, წმიდა ანდრიას ჯვარზე, გამოსახულია თეთრქობაშემოვლებული წრე, რომლის ლაჟვარდის ველზე წრიულად გამოსახულია შვიდი მნათობი. ცხრასხივიანი ოქროს მზე და ცხრასხივიანი ვერცხლის რკალი, რომელშიც ვერცხლის ნახევარმთვარეა გამოსახული, ოდნავ დიდი ზომისაა სხვა მნათობებთან შედარებით.

დროშის პროპორციაა 2:3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]