ადვილდნობადი შენადნობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადვილდნობადი შენადნობებიშენადნობები, რომელთა tდნ (დნობის ტემპერატურა) 230°C-ს არ აღემატება. მიიღება დაბალი tდნ-ის მქონე ლითონების (კალა, ტყვია, სტიბიუმი, ბისმუთი, ვერცხლისწყალი, თალიუმი, ინდიუმი და სხვ.) შედნობით. ადვილდნობადი შენადნობების კომპონენტების რაოდენობა და კონცენტრაცია ისეა შერჩეული, რომ შეიქმნას მრავალკომპონენტიანი ევტექტიკური შენადნობი. მაგ., ხუთმაგი სისტემის ევტექტიკა Sn - Pb - Cd - Bi - In, tდნ 47°C. ადვილდნობადი შენადნობები tდნ საგრძნობლად მცირდება ვერცხლისწყლის დამატებით. Sn - Pb - Bi - Hg სისტემის შენადნობების (ამალგამების) tდნ 100°C-ზე ნაკლებია, ხოლო Tl - Hg სისტემის შენადნობებისა 0°C-ზე დაბალი. კერძოდ, 8,5% Tl და 91,5% Hg შენადნობები — 59°С დნება. ადვილდნობადთა ჯგუფს განვკუთვნება აგრვთვე Sn - Zn და Sn - Pb სისტემის ზოგიერთი შენადნობი (რბილი სარჩილი). კალა საკმაოდ დეფიციტური ლითონია, ამიტომ მას ხშირად ცვლიან ბისმუთისა და ტყვიის ფუძეზე შექმნილი კალამცირე შენადნობებით (tდნ 100°C-ზე ნაკლები). მაგ., ვუდის შენადნობით (Bi - Pb - Cd - Sn სისტემის ოთხმაგი ევტექტიკა, კომპონენტთა თანაფარდობა — 4:2:1:1, tდნ უდრის 68°C).

ადვილდნობად შენადნობებს იყენებენ ელექტრო და რადიოტექნიკაში, პოლიგრაფიასა და მედიცინაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]