ადერის კონცხი
ადერის კონცხი | |
ინგლ. Cape Adare | |
ადერის კონცხი ანტარქტიდის ტოპოგრაფიულ რუკაზე | |
სახელწოდება | |
---|---|
ეპონიმი | ვიკონტ ადერი |
დამტკიცებულია | 01/01/1947 |
მდებარეობა | |
71°17′ ს. გ. 170°14′ ა. გ. / 71.283° ს. გ. 170.233° ა. გ. | |
კონტინენტი | ანტარქტიდა |
ადერის კონცხი ვიკისაწყობში |
ადერის კონცხი (ინგლ. Cape Adare) — კონცხი, რომელიც მდებარეობს ადერის ნახევარკუნძულზე, ვიქტორიის მიწის რეგიონის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. კონცხი პირობითად ჰყოფს როსის ზღვას (აღმოსავლეთით) სამხრეთის ოკეანედან (დასავლეთით). კონცხს ადმირალტის მთები დაჰყურებს.
1841 წლის იანვარში ბრიტანელმა ჯეიმს როსმა აღმოაჩინა ადერის კონცხი და დაარქვა მას თავისი მეგობრის, ვიკონტ ადერის პატივსაცემად, რომელიც იყო ადერიდან (ახლანდელი ირლანდია). მოგვიანებით, 1895 წელს, ადერის კონცხმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც პირველი ანტარქტიდის მკვლევარების სადესანტო და გამოზამთრების ადგილმა.
კონცხზე არის კარსტენ ბორჩგრევინკის ქოხები, აგებული 1899 წელს. ეს არის პირველი ადამიანის ნაგებობები ანტარქტიდაში. ანთროპოლოგიური გავლენის ნაკლებობისა და ცივი კლიმატის გამო ისინი შესანიშნავად არის შემონახული დღემდე.
1911 წელს ადერის კონცხზე, ბორჩგრევინკის ქოხის მახლობლად გამოიზამთრა რ. სკოტის ანტარქტიდის ბრიტანულმა ექსპედიციამ, ლეიტენანტ კემპბელის ხელმძღვანელობით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Adare, Cape: Antarctica // geographic.org (ინგლისური)
- Virtuelle Tour vom Kap Adare