ადელა ნორმანდიელი
ადელა ნორმანდიელი | |
---|---|
ფრანგ. Adèle de Blois | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 1067 |
დაბ. ადგილი | რუანი, ნორმანდიის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი | 8 მარტი, 1137 ან 8 მარტი, 1138[1] |
გარდ. ადგილი | მარსინი, ბურგუნდია, საფრანგეთის სამეფო |
საქმიანობა | არისტოკრატი |
მეუღლე | სტეფანე[2] |
მამა | უილიამ I დამპყრობელი[2] |
დედა | მატილდა ფლანდრიელი[2] |
შვილ(ებ)ი | ვილიამი, სულის გრაფი[3] , ტიბო II შამპანელი, სტეფან ბლუელი[2] , მატილდა ბლუელი[3] , ადელა ბლუელი[3] , ჰენრი ბლუელი[3] [2] , აგნეს ბლუელი[3] , ელეონორა შამპანელი[3] , უმბერ დე ბლუა, ვირტუსის გრაფი[3] , ოდო ბლუელი[3] და ალისა ბლუელი[3] |
ხელმოწერა |
![]() |
ადელა ნორმანდიელი (ასევე ბლუელი ან ინგლისელი ადელა; დაახლოებით 1067 – 1137[4] წლის 8 მარტი) კათოლიკურ ეკლესიაში[5] ცნობილია როგორც წმინდა ადელა, იყო ინგლისის მეფე უილიამ დამპყრობლისა და მატილდა ფლანდრიელის ქალიშვილი. ქორწინების შედეგად იგი გახდა ბლუას, შარტრისა და მიოს გრაფინია, როგორც ბლუას სტეფან II-ის მეუღლე. მისი მეუღლე საგრძნობლად სარგებლობდა ადელასთან ქორწინებით მიღებული მაღალი სოციალური სტატუსითა და ძლევამოსილ ოჯახთან კავშირით.
ადელა განსაკუთრებული როლით გამოირჩეოდა როგორც პოლიტიკური მოღვაწე. მან შეასრულა რეგენტის ფუნქცია ბლუაში მეუღლის არყოფნის პერიოდში (1096–1100 და 1101–1102 წლებში), ასევე მათი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში (1102 წლიდან 1120[6] წლამდე).
მისმა ქორწინებამ ასევე საფუძველი ჩაუყარა ანგლო-ნორმანდიულ მიწებზე გაჭიანურებული დაპირისპირების პერიოდს. ადელა იყო ინგლისის მეფე სტეფან ბლუელის დედა. სწორედ მისი შვილის ტახტზე ასვლამ, რომელმაც უპირატესობა მოიპოვა ადელას ძმისშვილზე — იმპერატრიცა მატილდაზე,გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც ცნობილია როგორც „არეულობის ეპოქა“ (The Anarchy).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთოდ მიღებულია, რომ ადელა დაიბადა 1066 და 1070 წლებს შორის, მისი მამის ინგლისის ტახტზე ასვლის შემდეგ.[4] იგი იყო უილიამ დამპყრობლის უმცროსი ქალიშვილი.[7] სამეფო წარმომავლობა ადელას თანატოლების თვალში განსაკუთრებული კეთილშობილებით გამოარჩევდა. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი I-ის საყვარელი და, და დიდი ალბათობით, დამპყრობლის ყველაზე ახალგაზრდა შვილთაგანი.[8] ადელა იყო ცოცხალი ხასიათის მქონე, განათლებული ქალი და ფლობდა ლათინურს.[9] რადგანაც ადელას მშობლები ხშირად მოგზაურობდნენ ნორმანდიაში, სავარაუდოდ მან დიდხანს დაჰყო დრო მონასტერში და სწორედ იქ მიიღო განათლება — ალბათ, კენის სენტ-ტრინიტეს სააბატოში მას ჰყავდა სამი უფროსი ძმა და ერთი უმცროსი, ამიტომ მამის ღირსებებს ვერ მიიღებდა მემკვიდრეობით; თუმცა, მისი წარმომავლობა დიდი ღირებულება იყო ქორწინებისთვის.[10]
ადელა დაქორწინდა სტეფან ანრიზე — ბლუას გრაფის მემკვიდრეზე — 1080-დან 1083 წლამდე პერიოდში. ქორწინება შედგა შარტრის კათედრალში.[10] ამ ქორწინებამ მტკიცე დინასტიების კავშირი ჩამოაყალიბა და ერთმანეთთან დააკავშირა ჩრდილო საფრანგეთის ორი ყველაზე ძლიერი ოჯახი.[7] სტეფანი ადელაზე თითქმის ოცი წლით უფროსი იყო.[4] თხუთმეტწლიანი ქორწინების განმავლობაში ადელას და სტეფანს შეეძინათ ექვსი ან რვა შვილი, რომლებიც გადაურჩნენ ჩვილობის ასაკს.[10]
სტეფანმა მამის გარდაცვალების შემდეგ, 1089 წელს, მემკვიდრეობით მიიღო ბლუა, შარტრი და მიო, აგრეთვე მიწები და უფლებები ბერისა და ბურგუნდიის ზოგიერთ ნაწილში.[11] ტიბოდიანთა დინასტიას აღმოსავლეთ პარიზშიც ჰქონდა სხვა სამფლობელოები, რომლებიც ადელას სიცოცხლის ბოლოს ეტაპობრივად გაერთიანდა და ჩამოყალიბდა შამპანის საგრაფოდ. მიუხედავად იმისა, რომ შამპანის პრინციპატს უმეტესად ტიბო IV-ის სახელს უკავშირებენ, ამ საფუძვლის ჩამოყალიბებაში ადელასაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.[12] ადელასა და მის ქმრის ურთიერთობა ეფუძნებოდა ნდობასა და ურთიერთპატივისცემას, თუ არა ღრმა სენტიმენტალური გრძნობა — ისინი გადაწყვეტილებებს ერთად იღებდნენ.[13] მაგალითად, ადელამ პირობა დადო, რომ საკუთარ თავთან ერთად ქმარსაც დაავალდებულებდა, დაეცვათ შარტრის ეპისკოპოსი]], რომელიც იმ დროს საფრანგეთის მეფესთან დაპირისპირებული იყო.[13]
I რეგენტობა — ადელას დროებითი მმართველობა ბლუაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტეფან ანრი 1096 წელს შეუერთდა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას, თავისი სიძის, რობერტ კურტეზსთან ერთად. ადელა ასრულებდა რეგენტის ფუნქციას მეუღლის ხანგრძლივი არყოფნისას, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი მეთაურის (1095–1098[11] ), ასევე მისი მეორე ექსპედიციის დროს 1101 წელს. სტეფანის წერილები, რომლებიც ადელას გაუგზავნა, წარმოადგენს უნიკალურ და პირადულ ცნობარს ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერთა გამოცდილების შესახებ[14] და აჩვენებს, რომ იგი სრულად ენდობოდა ადელას რეგენტის როლის შესრულებაში.[11]
რეგენციის პერიოდში ადელა გასცემდა ხელსაწყო ქარტიებს, მათ შორის ბერებისთვის ახალი ეკლესიების აშენების უფლებას, და სხვა ადმინისტრაციულ დოკუმენტებს. ამასთან, იგი თანამშრომლობდა ივო შარტრელთან, რომელთანაც რეგენციის პერიოდში არაერთი წერილი გაცვალა.[15] მიმოწერაში განხილული იყო როგორც კონკრეტული საკითხები — მაგალითად, დაუმორჩილებელი მონაზვნების კონტროლი — ისე ზოგადი სამართლებრივი პრობლემები, როგორიცაა ფიცის შესრულების საკითხი.
რეგენტის რანგში ადელა აგრძელებდა საგრაფოს ტერიტორიების დათვალიერებას, დავების გადაწყვეტას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, და საჭიროების შემთხვევაში, რაინდებს ბრძანებას აძლევდა მეფესთან ერთად საომრად წასულიყვნენ.[11] თუმცა, ასეთი როლი მხოლოდ ადელას არ ეხებოდა — ჯვაროსნულ ლაშქრობების პერიოდში ხშირად იყო მიღებული, რომ კეთილშობილი ქალები ქმრების არყოფნისას ასრულებდნენ მათ მოვალეობებს.[16]
ბლუას გრაფი საფრანგეთში დაბრუნდა 1100 წელს, თან წამოიღო რუკებით, ძვირფასეულობითა და სხვა საგანძურით დატვირთული ქარავანი, რომელიც შარტრში შეინახა. ქრონისტი ორდერიკ ვიტალისი წერს, რომ როცა სტეფანმა ჯვაროსნული ლაშქრობა შეურაცხოფილმა დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა, ადელა გამუდმებით ამცირებდა მას — თუნდაც მათი ინტიმური ურთიერთობის დროს, და დაჟინებით მოუწოდებდა წმინდა მიწაზე დაბრუნებისკენ.[12] სტეფანი წარსულში პაპთან დადებული ვალდებულების გამო მართლაც დაბრუნდა ანტიოქიაში 1101 წლის ლაშქრობისას, თუმცა საბოლოოდ დაიღუპა 1102[17] წელს რამლას ბრძოლის შემდეგ უკანასკნელ თავდაცვაში. ადელა — როგორც მორჩილებისა და კომფორტის მოყვარული მეუღლის სახელი, გახდა ცნობილი და გავრცელებული და ისტორიკოსებში, რომლებიც ცდილობდნენ ჯვაროსნული მოტივაციის ახსნას.[12]
II რეგენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელა განაგრძობდა რეგენტის როლის შესრულებას ქმრის გარდაცვალების შემდეგაც და აგრძელებდა მმართველობას თავისი შვილის — ტიბოს — ადრეული მმართველობის პერიოდში, სანამ არ გადადგებოდა სახელმწიფოს მსახურებიდან 1120 წელს.[11] მიუხედავად იმისა, რომ ტიბო სრულწლოვანი გახდა და აღარ სჭირდებოდა რეგენტი, ადელა მაინც აგრძელებდა ქარტიების გაცემას და მრავალ ტერიტორიაზე მმართველობას - თანამმართველის სტატუსით. ადელამ არ უზრუნველყო საქორწინო კავშირი ტიბოსთვის, რომელიც მხოლოდ მისი (ადელას) ჩამოშორების შემდეგ დაქორწინდა — ეს გარემოება დაეხმარა ადელას შეენარჩუნებინა ძალაუფლება და გავლენა როგორც საკუთარ შვილზე, ისე მის მიწებზე.[18]
ადელა, რომელიც ბენედიქტელთა მოძღვრების ერთგული მხარდამჭერი იყო, შვილების აღსაზრდელად იყენებდა მაღალი რანგის მასწავლებლებს.[19] მისი უმცროსი შვილი — ჰენრი — ჩაისახა იმ ერთ წელიწადში, როდესაც სტეფანი საფრანგეთში იმყოფებოდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს შორის. ორ წლის ასაკში ჰენრი კლიუნის სააბატოში, საფრანგეთში, გადაეცა ეკლესიას როგორც „ობლატი ბავშვი“, რაც ნიშნავდა, რომ იგი მიეძღვნა ღვთის მსახურებას, შუასაუკუნეების ჩვეულების თანახმად. ჰენრი შემდგომში გახდა გლასტონბერის სააბატოსა და უინჩესტერის ეპისკოპოსი. ამ სტატუსით მან დააფინანსა ასობით მშენებლობა — მათ შორის ხიდები, არხები, სასახლეები, ციხესიმაგრეები და მთელი სოფლები. გარდა ამისა, ეპისკოპოსმა ჰენრიმ დააფუძნა ათეულობით სააბატო და სალოცავი, ასევე დააფინანსა წიგნები-გადასაწერად, რომელთა შორისაა ძვირფასი უინჩესტერის ბიბლია.
1105 წელს, როდესაც ადელა ავად გახდა, იგი წმინდა ანსელმს ეწვია, რის შემდეგაც ადელამ თავის ძმას — ინგლისის მეფე ჰენრი I-ს — გადასცა არქიეპისკოპოსის სერიოზული მუქარა განკვეთასთან დაკავშირებით. ქრონიკოსი ორდერიკ ვიტალისი ადელას ახასიათებს როგორც:
![]() |
„ „გონიერი და ენერგიული ქალი“, რომელმაც შესანიშნავად განაგო როგორც ქმრის, ისე საკუთარი მამულები“.[11]“
|
ადელას ძალაუფლება და ინტერესები ნათლად ჩანს მის მიერ შემონახულ წერილებში, რომლებიც ასახავს მის რელიგიურობასა და ინტელექტს. ერთ-ერთი წერილში, რომელიც საზოგადოებისკენაა მიმართული და თარიღდება 1104 წლით, ადელა მონასტერს უძღვნის მიწის ნაკვეთს მასზე არსებული მთლიან ფლორასა და ფაუნით, თუმცა იტოვებს სასამართლოს განაჩენის გამოტანის უფლებას იმ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე. ასევე, წერილში ხაზს უსვამს თავის ქალურ იდენტობას და კავშირს არა მხოლოდ გარდაცვლილ მეუღლესთან, არამედ შვილებთანაც.[20]
ადელა დაუპირისპირდა თავის უფროს შვილს — უილიამს, რომელიც მანამდე გამოცხადებული იყო მემკვიდრედ,[21] და 1107 წელს, მის ნაცვლად მემკვიდრედ გამოაცხადა მისი უმცროსი ძმა — ტიბო. ადელას კიდევ ერთი შვილი — სტეფან ბლუასი — 1111 წელს გადავიდა ლონდონში, სადაც შეუერთდა ბიძის, ინგლისის მეფე ჰენრი I ბოკლერკის სამეფო კარს და იქ გახდა მისი რჩეული. როდესაც ჰენრი ბოკლერკი 1135 წელს ნორმანდიაში გარდაიცვალა, სტეფანმა მიითვისა ინგლისის ტახტი, მიუხედავად იმისა, რომ მეფეს თავისი შვილი — ქალწული იმპერატრიცა მატილდა — ჰყავდა მემკვიდრედ დასახელებული. სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი ინგლისში თითქმის ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, რომელიც ცნობილია როგორც „არეულობის ეპოქა“ (The Anarchy).
სიცოცხლის ბოლო პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1120 წელს ადელა განერიდა საერო ცხოვრებას და წარსდგა მონაზვნად მარსინის მონასტერში.[22] მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობდა ნორმანდიაში, იქაურ მონასტერში გადასვლას, სადაც მისი ოჯახის რამდენიმე წევრი იყო — მათ შორის დები და ძმისშვილები — ცხოვრობდნენ, ადელამ არჩევანი გააკეთა მარსინის უფრო დიდ და პრესტიჟულ მონასტერზე, რომელიც მდებარეობდა ახლოს მის შვილ ჰენრისთან, უფრო ახლოს, რომელიც იმ დროს კლიუნის სააბატოში მსახურობდა.[23] არსებობს ვარაუდი, რომ ადელა შესაძლოა თავადაც მონასტრის აბატესას თანამდებობა ეკავა, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.[24]
მონაზვნობის მიუხედავად, ადელა ურთიერთობდა როგორც თავის შვილებთან, ისე ეკლესიის მაღალ იერარქებთან, რომელთა მიწებზე ადრე თავად იყო მმართველი, რითაც ინარჩუნებდა გავლენას რეგიონში.[25] ერთ შემთხვევაში მან წერილები გაუგზავნა როგორც შვილს ტიბოს, ისე შარტრის ეპისკოპოს ჟოფრეს, რათა შეეხსენებინა მათ მონასტრული დავის მოსაგვარებლად მიღებული მისი გადაწყვეტილება.[26]ამავე წერილებში ადელა შვილს ახსენებს, როგორ უდგებოდნენ თავად და მისი მამა მონასტრებისთვის მოწყალების გაღების მნიშვნელობას.[27]
მოგვიანებით იმავე წელს, ადელას ქალიშვილი — ლუსია-მატილდა — დაიღუპა „თეთრი ხომალდის“ ჩაძირვისას, თავისი მეუღლის გვერდით. ადელამ საკმარისად დიდხანს იცოცხლა, რომ შეეცნო თავისი შვილი სტეფანი — ინგლისის ტახტზე, თუმცა არ არსებობს არქივში შენახული ცნობები, თუ როგორ იღებდა იგი, ამ ამბებს მის შვილზე.[28] სავარაუდოდ, ის ამაყობდა თავისი უმცროსი შვილის — ჰენრი ბლუელის — ეპისკოპოსად გახდომით 1129 წელს.[8][29]
ადელა გარდაიცვალა 1137 წელს მარსინის მონასტერში, რის შემდეგაც მის საპატივსაცემოდ ლოცვები აღევლინა მრავალ ეკლესიაში, რომლებსაც სიცოცხლეში პირადად ეხმარებოდა ან რომელთაც სხვადასხვა დროს პატივს მიაგებდა.[30] მისმა ქონებამ, გავლენამ და მონაზვნად შედგომამ ხელი შეუწყო მის წმინდანად შერაცხვას. საბოლოოდ, ადელა კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი კანონიზაცია მოხდა. [31]
შთამომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელასა და სტეფან ბლუელის შვილები ჩამოთვლილია სავარაუდო წელთა თანმიმდევრობით. მათი ზუსტი დაბადების თარიღი დაზუსტებული არ არის.
- უილიამი, სულის გრაფი[32]
- ტიბო II, შამპანის გრაფი[33]
- ოდო ბლუელი
- ადელა, რომელიც დაქორწინდა მონლერის მილო II-ზე
- სტეფანი, ინგლისის მეფე
- ლუსია-მატილდა, რომელიც დაქორწინდა რიჩარდ ავრანშელზე, ჩესტერის მეორე გრაფზე. ორივე დაიღუპა 1120 წლის 25 ნოემბერს „თეთრი ხომალდის“ ჩაძირვისას.
- აგნესი, რომელიც დაქორწინდა ლუ პიუაზეს ჰიუ III-ზე და იყო დურემის ეპისკოპოსის — ჰიუ დე პიუაზეს — დედა
- ალიქსი, რომელიც დაქორწინდა ჟუანიელ რენო III-ზე
- ჰენრი, უინჩესტერის ეპისკოპოსი (1096–1171), რომელიც კლიუნის სააბატოში, საფრანგეთის სონი-ელ-ლუარში აღიზარდა როგორც ობლატი ბავშვი[34]
- ელეონორა შამპანელი
ზოგიერთი ქალიშვილი შესაძლოა ადელას გერი ყოფილიყო და არა ბიოლოგიური შვილი. ცნობილია, რომ ადელას ჰყავდა ხუთი ბიოლოგიური ვაჟი, და სავარაუდოდ, სამი ან მეტი ქალიშვილი.[4] თუმცა არა ყველა ქალიშვილი იყო აუცილებლად ადელას ბიოლოგიური შვილი.[35] ქალიშვილები არ იხსენიებიან მათი ბავშვობის პერიოდში — ისინი მხოლოდ ქორწინების ასაკის მიღწევისას ჩნდებიან წყაროებში, როდესაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ საოჯახო-პოლიტიკური ალიანსების შექმნაში.[11]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელა კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე აღინიშნება 24 თებერვალს.[5] ადელა ღრმა მორწმუნე ქალი იყო და აქტიურად უჭერდა მხარს მეცნიერებსა და პოეტებს. სიცოცხლის განმავლობაში იგი უხვად აფინანსებდა სხვადასხვა სააბატოებსა და ეკლესიებს, რითაც ხელი შეუწყო თავისი ეპოქის კულტურისა და ხელოვნების განვითარებასა და შენარჩუნებას.[36]
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kimberly A. LoPrete states Milo bigamously married an unnamed daughter of Adela, but the marriage was annulled.[37]
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Evergates, Theodore, ed. Aristocratic Women in Medieval France. Philadelphia: University of Pennsylvania Press (1999). ISBN 0-8122-3503-7
- Parsons, John and Bonnie Wheeler. Medieval Mothering (New Middle Ages). New York: Routledge (1999). ISBN 0-8153-3665-9
- Schaus, Margaret, ed. Women and Gender in Medieval Europe: An Encyclopedia. New York: Routledge (2006). ISBN 0-415-96944-1
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- RoyaList Online interactive family tree}} (en)
- Women's Biography: Adela, countess of Blois, Chartres, and Meaux
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 3. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Kindred Britain
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 LoPrete, Kimberly. "Adela of Blois". Women and Gender in Medieval Europe: An Encyclopedia. Ed. Margaret Schaus. New York: Routledge, 2006. 6–7.
- ↑ 5.0 5.1 Catholic Online. St. Adela.
- ↑ Loprete, Kimberly A. (1990). „The Anglo-Norman Card of Adela of Blois“. Albion. 22 (4): 569–589. doi:10.2307/4051390. JSTOR 4051390.
- ↑ 7.0 7.1 Kimberly A. LoPrete. Adela of Blois: Familial Alliances and Female Lordship. University of Pennsylvania Press, Inc, pp. 7-.
- ↑ 8.0 8.1 LoPrete, Kimberly A. (1990). „The Anglo-Norman Card of Adela of Blois“. Albion: A Quarterly Journal Concerned with British Studies. 22 (4): 569–589. doi:10.2307/4051390. JSTOR 4051390.
- ↑ LoPrete, Kimberly A. (2013). „Adela of Blois as Mother and Countess“, Medieval Mothering. Routledge, გვ. 315–316.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Evergates, Theodore, and Kimberly A. LoPrete. "Adela of Blois: Familial Alliances and Female Leadership." Aristocratic Women in Medieval France, 1999, 8–43. Accessed 19 March 2018. Muse.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 LoPrete, Kimberly A. "Adela of Blois: Familial Alliances and Female Lordship." Aristocratic Women in Medieval France. Ed. Theodore Evergates. Philadelphia: University of Pennsylvania, 1999. 15.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Daniel Power, Review of: "Robert Curthose, Duke of Normandy (C.1050–1134), by William M. Aird Adela of Blois: Countess and Lord (C.1067–1137), by Kimberley LoPrete | The English Historical Review | Oxford Academic". OUP Academic, Oxford University Press, 1 December 2011.
- ↑ 13.0 13.1 Evergates, Theodore, and Kimberly A. LoPrete. "Adela of Blois: Familial Alliances and Female Leadership." Aristocratic Women in Medieval France, 1999, 8–43. Accessed 19 March 2018.
- ↑ A letter from Count Stephen of Blois (03/1098). ციტირების თარიღი: 22 April 2013
- ↑ Adela, countess of Blois, Chartres, and Meaux. ციტირების თარიღი: 8 September 2011
- ↑ Natasha Hodgson (2011) Nobility, women and historical narratives of the crusades and the Latin east, Al-Masāq, 17:1, 61–85, DOI: 10.1080/0950311042000328589
- ↑ LoPrete, Kimberly A. Adela of Blois: Countess and Lord (c.1067–1137). Dublin: Four Courts, 2007. 115.
- ↑ LoPrete, Kimberly A. (2013). „Adela of Blois as Mother and Countess“, Medieval Mothering. Routledge, გვ. 322.
- ↑ LoPrete, Kimberly A. (2013). „Adela of Blois as Mother and Countess“, Medieval Mothering. Routledge, გვ. 318–319.
- ↑ "A Letter from Adela." A Letter from Adela | Epistolae. Accessed 26 April 2018. https://epistolae.ctl.columbia.edu/letter/25996.html.
- ↑ LoPrete, Kimberly A. Adela of Blois: Countess and Lord (c.1067–1137). Dublin: Four Courts, 2007. 111.
- ↑ LoPrete, Kimberly A. Adela of Blois: Countess and Lord (c.1067–1137). Dublin: Four Courts, 2007. 408–411
- ↑ LoPrete, Kimberly A. Adela of Blois: Countess and Lord (c.1067–1137). Dublin: Four Courts, 2007. 412.
- ↑ LoPrete, Kimberly A. Adela of Blois: Countess and Lord (c.1067–1137). Dublin: Four Courts, 2007. 412–418.
- ↑ Women's Biography: Adela, Countess of Blois, Chartres, and Meaux. ციტირების თარიღი: 23 April 2013
- ↑ A letter from Adela, Countess of Blois, Chartres, and Meaux (1133–37). ციტირების თარიღი: 23 April 2013
- ↑ A Letter from Adela, Countess of Blois, Chartres, and Meaux (1133–37)." A Letter from Adela, Countess of Blois, Chartres, and Meaux (1133–37) | Epistolae. Accessed 26 April 2018. https://epistolae.ctl.columbia.edu/letter/77.html.
- ↑ LoPrete, Kimberly A. Adela of Blois: Countess and Lord (c.1067–1137). Dublin: Four Courts, 2007. 416.
- ↑ Adela, Countess of Blois, Chartres, and Meaux. Columbia University. ციტირების თარიღი: 27 September 2016
- ↑ LoPrete, Kimberly, Adela of Blois. Four Courts Press, Dublin. 417–418.
- ↑ Patron Saint Stories, Stories of Patron Saints for Baptismal Names. Accessed 24 April 2018. https://www.patronsaintstories.com/adela.
- ↑ Evergates, Theodore (2007). The Aristocracy in the County of Champagne, 1100-1300. University of Pennsylvania Press, გვ. 248.
- ↑ Dunbabin, Jean (1985). France in the Making, 943-1180. Oxford University Press, გვ. 390.
- ↑ Senette, Douglas John. A Cluniac Prelate: Henry of Blois, Bishop of Winchester (1129–1171). ციტირების თარიღი: 27 September 2016
- ↑ LoPrete, Kimberly A. (2013). „Adela of Blois as Mother and Countess“, Medieval Mothering. Routledge, გვ. 323–324.
- ↑ Saint Adela.
- ↑ LoPrete, Kimberly A. (2013). "Adela of Blois as Mother and Countess". In Parsons, John Carmi; Wheeler, Bonnie (eds.). Medieval Mothering. Routledge. pp. 323–324.