შინაარსზე გადასვლა

ადელარ ბათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადელარ ბათელი
ლათ. Adelardus Bathensis
დაბადების თარიღი 1075[1]
დაბადების ადგილი ბათი
გარდაცვალების თარიღი 1160[1]
გარდაცვალების ადგილი ბათი
საქმიანობა ფილოსოფოსი[2] , მათემატიკოსი, ასტრონომი, მთარგმნელი[2] , მწერალი და ასტროლოგი
ენა შუასაუკუნეების ლათინური
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
Magnum opus Quaestiones naturales, De cura accipitrum, De eodem et diverso, Regulae abaci, Ezich Elkauresmi, Liber ysagogarum Alchorismi, Liber prestigiorum Thebidis (Elbidis) secundum Ptolomeum et Hermetem, Ysagoga minor, Libellus de opere astrolapsus და Euclidis Elementa

ადელარ ბათელი (ლათ. Adelardus Bathensis, ინგლ. Adelard of Bath; დაახლოებით 10801160) — მე-12 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, ნატურფილოსოფოსი და სქოლასტიკოსი. გარდა იმისა, რომ საკუთარ ორიგინალურ თხზულებებს წერდა, არაბული და ბერძნული წყაროებიდან ლათინურ ენაზე თარგმნიდა ფილოსოფიურ, ასტროლოგიურ და მათემატიკურ ნაშრომებს.

ადელარის ორი ფილოსოფიური თხზულებაა დღემდე მოღწეული: „De eodem et diverso“ („იმავესა და განსხვავებულისათვის“) და „Quaestiones naturales“ („ბუნებითი საკითხები“). ამ თხზულებების ძირითადი მიმართულება პლატონურია[3]:

„არისტოტელე მართებულად თვლის, რომ სახეები და გვარები იმანენტურნი არიან ინდივიდთა მიმართ, ვინაიდან გრძნობადი ობიექტები ინდივიდუმებად, სახეებად და გვარებად გვევლინებიან იმის მიხედვით, თუ რა თვალსაზრისით განვიხილავთ მათ, ესე იგი, მათ ინდივიდუალურ არსებობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუ იმაზე, რაც ერთგვაროვანია მათში, მეორე მხრივ, პლატონიც მართებულად ამტკიცებს, რომ წმინდა სახით ისინი მხოლოდ გრძნობად საგანთა გარეშე, ღვთაებრივ გონებაში არსებობენ.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  2. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118847155 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. შტეკლი ა., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი, თბილისი, 1994.