ადელაინის ასაკი
| „ადელაინის ასაკი“ | |
|---|---|
| რეჟისორი | ლი ტოლანდ კრიგერი |
| პროდიუსერი | სიდნი კიმელი გარი ლუკკესი ტომ როზენბერგი |
| სცენარის ავტორი | ჯ. მილს გუდლოუ სალვადორ პასკოვიცი |
| როლებში | ბლეიკ ლაივლი მიქიელ ჰუისმანი ქეით ბეიკერი ჰარისონ ფორდი ელენ ბიურსტინი |
| მუსიკა | რობ სიმონსენი |
| ოპერატორი | დევიდ ლანზენბერგი |
| მონტაჟი | მელისა კენტი |
| დისტრიბუტორი | „Lionsgate“ |
| გამოსვლის თარიღი | 24 აპრილი,2015 (ა.შ.შ) |
| ხანგრძლივობა | 113 წუთი[1] |
| ქვეყანა | ა.შ.შ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $25 მილიონი[2] |
| შემოსავალი | $65.7 მილიონი[3] |
„ადეალაინის ასაკი“ — 2015 წლის ამერიკული რომანტიულ-ფანტასტიკური ფილმი, რეჟისორი ლი ტოლანდ კრიგერი, სცენარის ავტორები ჯ. მილს გუდლოუ და სალვადორ პასკოვიცი. ფილმის მთავარ როლს ასრულებს ბლეიკ ლაივლი როგორც ადელაინი, მიქაელ ჰიუსმანთან, ჰარისონ ფორდთან, ქეით ბეიკერთან, ამანდა კრიუსთან და ელენ ბიურსტინთან ერთად. ჰიუ როსის თხრობით, ისტორია მოგვითხრობს ადელაინ ბოუმენზე, ახალგაზრდა ქალზე, რომელიც წყვეტს ზრდას ოცდაცხრა წლის ასაკში მომხდარი ავარიის შემდეგ.
ფილმი შექმნილია „Sidney Kimmel Entertainment“-ისა და „Lakeshore Entertainment“-ის მიერ. ძირითადი გადაღებები ვანკუვერში 2014 წლის 5 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პრემიერა შედგა ნიუ-იორკში 2015 წლის 19 აპრილს, ხოლო 24 აპრილს გამოვიდა შეერთებული შტატების კინოთეატრებში „Lionsgate“-ის დისტრიბუციით.ფილმმა კრიტიკოსებისგან მრავალი შეფასება მიიღო, თუმცა ბევრმა შეაქო როგორც ლაივლის, ასევე ფორდის შესრულება და ეს როლები ბოლო წლებში მათ საუკეთესო ნამუშევრებად მოიხსენია.მოკრძალებული, მაგრამ მაინც წარმატებული ფინანსური შედეგებით ფილმმა კინოთეატრებში მოიპოვა 65.7 მილიონი დოლარი მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონიანი ბიუჯეტით.ფილმი ორჯერ იქნა ნომინირებული „42nd Saturn Awards“-ზე: საუკეთესო ფანტასტიკურ ფილმად და ლაივლი საუკეთესო მსახიობად
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელაინ მერი ბოუმენი დაიბადა 1908 წლის ახალი წლის ღამეს,სან-ფრანცისკოში 12 საათსა და 01 წუთზე ფეი და მილტონ ბოუმენების ოჯახში. ოცდაერთი წლის ასაკში, 1929 წელს ადელაინი დაქორწინდა კლარენს ჯეიმს პრესკოტზე. 3 წლის შემდეგ ადელაინს და კლარნეს შეეძინათ ქალიშვილი - ფლემინგი. 1937 წელს, ოქროს კარიბჭის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, კლარენსი და კიდევ ცხრა მუშა დაიღუპა.კლარნესის გარდაცვალებიდან 10 თვის შემდეგ,ადელაინი მშობლების ზღვისპირა კოტეჯისკენ მიემგზავრებოდა,როდესაც მანქანა კონტროლიდან გამოვიდა და უფსკრულში გადავარდა. ადელაინი სონომას ოლქის გაყინულ ტბაში დაიხრჩო,თუმცა ელვამ,რომელიც ადელაინის მანქანას დაეცა,იგი გააცოცხლა. იმ დღიდან ადელაინმა ზრდა შეწყვიტა.
16 წლის შემდეგ, 1953 წელს, ერთ-ერთი საგზაო წესის დარღვევის შემდეგ,პოლიციელმა ადელაინს პირადობის მოწმობა ჩამოართვა და ის ფიქრობდა,რომ დოკუმენტი ყალბი იყო,რადგან ადელაინი უკვე 45 წლის იყო,მაგრამ მაინც ისე გამოიყურებოდა როგორც 29 წლის გოგო. ამ შემთხვევის შემდეგ ადელაინი სან-ფრანცისკოში დაბრუნდა და სამედიცინო სკოლაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.მაგრამ,მიუხედავად მრავალწლიანი ძიებისა,ვერაფერი შეიტყო თავისი უცნაური მდგომარეობის შესახებ. ორი ფედერალური აგენტი ცდილობს ადელაინის გატაცებას - მათ სურთ ადელაინის გამოკვლევა,როგორც სამეცნიერო ფენომენის. ამ დროს ადელაინი აცნობიერებს,რომ მთელი ცხოვრება გაქცევაში უნდა გაატაროს - ყოველ ათ წელიწადში ერთხელ შეიცვალოს ვინაობა.ადელაინი ცრემლებით ემშვიდობება უკვე ზრდასრულ ქალიშვილს,ფლემინგს,რომელიც წლიდან წლამდე ბერდება,მაშინ როცა დედა უცვლელად ახალგაზრდა რჩება.
ექვსი ათწლეულის შემდეგ, 2015 წელს, „ჯენიფერ ლარსონის“ ფსევდონიმით, ადელაინი ქველმოქმედ ელის ჯონსს შეუყვარდება. ადელაინმა იცის, რომ არ შეუძლია ელისთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს თავის გრძნობებს. ადელაინი ელისის მშობლების ქორწინების 40 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიდის.ელისის მამა,უილიამი ადელაინს მაშინვე იცნობს,თუმცა ადელაინი ამტკიცებს,რომ ადელაინ ბოუმენი დედამისი იყო,რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა.ორივე იწყებს გახსენებას თუ როგორ შეხვდნენ და როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი ათწლეულების წინ,და როგორ უნდოდა უილიამს ადელაინზე დაქორწინება.უილიამი შეძრწუნებულია,როდესაც ადელაინის ხელზე შრამს დაინახავს,დაზიანებიდან რომელიც ადელაინმა უილიამთან ლაშქრობისას მიიღო.უილიამი ევედრება ადელაინს რომ ელისის გამო დარჩეს,მაგრამ ამის ნაცვლად ადელაინი ელისს წერილს წერს და მიდის.წერილის პოვნის შემდეგ,ელისი მამას უპირისპირდება,რომელიც უარს ამბობს ახსნაზე.
სახლისკენ მიმავალი ადელაინი აზრზს იცვლის.ადელაინი ჩერდება და ფლემინგს ურეკავს, რომელიც უკვე ბებიისთვის საკმარისი ასაკისაა, რათა უთხრას, რომ სირბილით დაიღალა. როდესაც ის შემობრუნდა, მის მანქანას სატვირთო მანქანა შეეჯახა და ხევში გადააგდო. მანქანიდან გადმოვარდნილი ადელაინის გული ჰიპოთერმიის გამო გაჩერდა.სასწრაფო დახმარების ჯგუფი მას დეფიბრილატორით აცოცხლებს, და ადელაინი საავადმყოფოში იღვიძებს — მის საწოლთან ელისი ზის. ადელაინი უამბობს მას თავის 107-წლიანი ცხოვრების ისტორიას და იმ შიშს, რომ ერთ დღეს მისი საიდუმლო გამჟღავნდება.
ერთი წლის შემდეგ, ელისი და ადელაინი ახალი წლის წვეულებაზე მიდიან, როდესაც დერეფნის სარკეში ადელაინი ჭაღარა თმას ამჩნევს. როდესაც ელისი ეკითხება, კარგად არის თუ არა, ადალინი პასუხობს, რომ ის „იდეალურადაა“.მთხრობელი ყვება,რომ დეფიბრილატორის ბიძგმა თავიდან დაიწყო ადელაინის დაბერების პროცესი. ადელაინი ბედნიერია და იღიმის,რადგან ხვდება რომ ახლა ელისთან ერთად დაბერება შეუძლია.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბლეიკ ლაივლი - ადელაინ მერი ბოუმენის როლში.
- მიქიელ ჰუისმანი - ელის ჯონსის როლში.
- ჰარისონ ფორდი - უილიამ ჯონსის როლში,ელისის მამა და ქეითის ქმარი.
- ენტონი ინგრუბერი - ახალგაზრდა უილიამ ჯონსის როლში
- ლინდა ბოიდი - რეგანის როლში, ადელაინის ბრმა მეგობარი.
- ელენ ბიურსტინი - ფლემინგ პრესკოტის როლში,ადელაინის ქალიშვილი.
- ქეით რიჩარდსონი - ახალგაზრდა ფლემინგის როლში (20 წლის).
- იზაბელ პირსი - ბავშვი ფლემინგის როლში (5 წლის).
- ქეით ბეიკერი - ქეით ჯონსი როლში,ელისის დედა და უილიამის ცოლი.
- ამანდა კრიუ - კიკი ჯონსის როლში, ელისის და.
- პიტერ ჯ. გრეი - კლერენს ჯეიმს პრესკოტის როლში, ადელაინის გარდაცვლილი ქმარი და ფლემინგის მამა, რომელიც გარდაიცვალა 1937 წელს.
- ჰიუ როსი - მთხრობელის როლში.
შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 12 მაისს გამოცხადდა, რომ „ადელაინის ასაკს“ „Lakeshore Entertainment“-ი და „Sidney Kimmel Entertainment“-ი თანადააფინანსებდნენ და თანაპროდიუსერები იქნებოდნენ. სცენარის ავტორები იყვნენ სალვადორ პასკოვიცი და ჯ. მილს გუდლოუ.[4] „Sierra / Affinity“-ს ეკუთვნის საერთაშორისო უფლებები, ხოლო პროდიუსერები იყვნენ სტივ გოლინი, ალიქს მედიგანი, ტომ როუზენბერგი და გერი ლუჩესი. [4] 2010 წლის 20 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენდი ტენანტი გადაიღებდა ფილმს.[5] 2010 წლის 31 ოქტომბერს, „Summit Entertainment“-მა შეიძინა ფილმის აშშ-ის დისტრიბუციის უფლებები, რომლის გადაღება იგეგმებოდა 2011 წლის მარტში და გამოსვლა — 2012 წლის დასაწყისში..[6]
2011 წლის 22 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაბრიელე მუჩინო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფილმის რეჟისორად დანიშვნის შესახებ, რაც ტენანტის ჩანაცვლებას გულისხმობდა. ამასთან ერთად, ფილმის სახელწოდება შეიცვალა და „The Age of Adaline“-დან უბრალოდ „Adaline“ გახდა.[7] 2012 წლის 14 მაისს გამოცხადდა, რომ ფილმს საბოლოოდ ესპანელი რეჟისორი იზაბელ კოიშეტი გადაიღებდა.[8] 2013 წლის 16 ოქტომბერს კი დადასტურდა, რომ ფილმის რეალურ რეჟისორად ლი ტოლანდ კრიგერი ინიშნებოდა.[9] პროდიუსერმა დენ კოენმა კრიგერს სცენარი ჯერ კიდევ 2009 წელს, ერთ-ერთ საერთო შეხვედრაზე წარუდგინა.[10]
კასტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 12 მაისს კეტრინ ჰეიგლი შეარჩიეს მთავარი როლის შემსრულებლად.[4] 2010 წლის 12 ნოემბერს ანჯელა ლენსბერი მსახიობების შემადგენლობას ფლემინგის როლით შეუერთდა.[11] 15 ნოემბერს ჰეიგლმა პროექტი დატოვა. გავრცელდა ჭორები, თითქოს „Lakeshore“-მა გაათავისუფლა, თუმცა ამას არც სტუდია და არც თავად ჰეიგლი ადასტურებდნენ.[12] მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, რომ პროექტიდან წასვლის მიზეზი მისი ახლად ნაშვილები ქალიშვილი იყო.[12] 2011 წლის 15 აგვისტოს „TheWrap“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატალი პორტმანს მთავარი როლი შესთავაზეს. 25 აგვისტოს პორტმანმა Entertainment Weekly-ს განუცხადა, რომ შეთავაზებაზე უარი თქვა.[13]
2013 წლის 16 ოქტომბერს ბლეიკ ლაივლი და ელენ ბიურსტინი შეარჩიეს[9] მსახიობთა შემადგენლობაში.
2014 წლის 15 იანვარს ჰარისონ ფორდი შეუერთდა პროექტს, ხოლო ფილმის გადაღებების დაწყება მარტში იყო დაგეგმილი..[14]
2014 წლის 11 თებერვალს მსახიობთა გუნდს მიქიელ ჰუსმანი შეუერთდა.[15]
კოსტიუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკაროსანი ანგუს სტრატემი ფილმის კოსტიუმების დიზაინერი იყო. დიზაინერმა ისაუბრა იმაზე, რომ ლაივლის პერსონაჟის — ადელაინის — სამოსს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა, რადგან მისი ისტორია სხვადასხვა მოდურ ეპოქას მოიცავს და კოსტიუმები ამ ნარატივის განუყოფელი ნაწილი იყო.[16][17]
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის გადაღებები 2014 წლის 10 მარტს ვანკუვერში დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდა.[14] [18] 2014 წლის 11 მარტს გადაღებები „Hotel Vancouver“-ში გაგრძელდა.[19] 1930-იანი, 1940-იანი და 1950-იანი წლების სცენებისთვის მეტი ავთენტურობის მისაღწევად გამოიყენეს ანამორფული ობიექტივები. ეპოქის ფერთა ტონალობისა და გაჯერების შთაგონების წყაროდ გამოდგა ფილმები „Gentlemen Prefer Blondes“ და „How to Marry a Millionaire“. [20] ის სცენები, სადაც ადელაინი სან-ფრანცისკოს საჯარო ბიბლიოთეკისაკენ მიაბიჯებს, ბიბლიოთეკის შენობის გარე კადრები ბრიტანეთის კოლუმბიაში, ვანკუვერის ხელოვნების გალერეასთანაა გადაღებული.[21]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მუსიკა რობ სიმონსენმა შექმნა, ხოლო ლანა დელ რეიმ ფილმს ახალი სიმღერა — „Life Is Beautiful“ — შემატა, რომელიც ტრეილერში გამოიყენეს, თუმცა საუნდტრეკში არ შეუტანიათ.
გამოშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 15 აგვისტოს „Lionsgate“-მა ფილმის მსოფლიო პრემიერა 2015 წლის 23 იანვარს დანიშნა.[22] მოგვიანებით გამოსვლის თარიღი 24 აპრილით შეიცვალა.[23] ფილმი DVD-ზე 2015 წლის 8 სექტემბერს გამოვიდა.
მარკეტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრომოციული კამპანია პირველ რიგში მოდაზე ორიენტირებულ ქალებზე იყო მიმართული. „Lionsgate“-ის ციფრული მარკეტინგის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დენიელ დე პალმამ, განაცხადა : „კამპანიის შექმნისას ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ბლეიკის მაღალი მოდის პროფილი და ფილმში ძალიან ბევრი ლამაზი ვიზუალი იყო.“ მათ შექმნეს ვინიეტები MTV-სა და VH1-ისთვის და მოდური სეგმენტი E!News-ისთვის, სადაც მაყურებლებს უჩვენებდნენ, თუ როგორ მიეღოთ ლაივლის მსგავსი იერსახე. მათ შექმნეს სპეციალური ინიციატივა „მოდის მოგზაურობა ათწლეულების განმავლობაში“, რომლის ფარგლებშიც YouTube-ის ან Maker Studios-ის მოდურმა ინფლუენსერმა ფილმის შთაგონებით უნიკალური იერსახე შექმნა. ვიდეორეკლამები ასევე გავრცელდა Instagram-ზე, ხოლო ინსტრუქციული ვიდეოები Pinterest-ზე. მოდის და ცხოვრების სტილის ინფლუენსერებისთვის წინასწარი ჩვენებები Gilt City-სთან პარტნიორობით გაიმართა. ფილმის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებულ იქნა აპლიკაცია Periscope.[24]
მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ადელაინის ასაკმა“ გამოიმუშავა 42,629,776 აშშ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაში და 23,033,500 დოლარი სხვა ქვეყნებში, რაც საერთო მსოფლიო შემოსავალს 65.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.[25] ფილმმა ხუთშაბათ საღამოს გვიან ჩვენებებზე, 2,100 ამერიკულ კინოთეატრში, გახსნისას გამოიმუშავა 575,000 დოლარი.[26] შაბათ-კვირის ბოლო ჯამით იგი მესამე ადგილზე აღმოჩნდა ფორსაჟი 7-ისა და Paul Blart: Mall Cop 2-ის შემდეგ, 2,991 ლოკაციიდან მიღებული 13.4 მილიონი დოლარით.[27]
კრიტიკული რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმმა "ადელაინის ასაკი" კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, თუმცა ბლეიკ ლაივლისა და ჰარისონ ფორდის შესრულებამ ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა და მათი სამსახიობო კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა.[28] კრიტიკოსთა შეფასებების აგრეგატორზე Rotten Tomatoes-ზე, 173 კრიტიკოსის 55% დადებით შეფასებას იძლევა, ხოლო საშუალო ქულა 10-დან 5.5-ია. ვებსაიტის კონსენსუსში ნათქვამია: „ადელაინის ასაკი“ მოკვდავობაზე ნაკლებად დამაჯერებლად საუბრობს, ვიდრე მსგავსი თემატიკის ფილმები, თუმცა გამოირჩევა ბლეიკ ლაივლისა და ჰარისონ ფორდის დასამახსოვრებელი შესრულებით“. CinemaScore-ის გამოკითხვების მიხედვით, რომელიც პრემიერის უქმეებზე ჩატარდა, კინომოყვარულებმა „The Age of Adaline“-ს A+-დან F-მდე შკალაზე საშუალო შეფასებად "A−" მიანიჭეს.[29]
RogerEbert.com-ის მატ ზოლერ სეიტცმა ფილმს ოთხი ვარსკვლავიდან სამი მიანიჭა და გაოცება გამოთქვა შუა ნაწილში მისი ხარისხის მოულოდნელი გაუმჯობესების შესახებ : "არასდროს მინახავს ასეთი არამომხიბვლელი ფილმი, რომელიც ასე დამაჯერებელი გამხდარიყო ზუსტად იმ მომენტში, როდესაც უკვე გადაწყვიტე, რომ ის უბრალოდ საშუალო იყო". მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ჰარისონ ფორდის დრამატულ შესრულებას და დაწერა, რომ : "ფორდის ხმა — ყოველთვის დაბალია, ერთი ოქტავით დაბალი ასაკის გამო და კიდევ ერთი უილიამის სევდით. ეს ფორდის საუკეთესო შესრულებაა „The Fugitive“-ის შემდეგ, შესაძლოა, „Witness“ -ის შემდეგაც".
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ THE AGE OF ADALINE (12A). British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: April 24, 2015
- ↑ Michiel Huisman. imdb.com.
- ↑ The Age of Adaline (2015). Box Office Mojo. Amazon.com. ციტირების თარიღი: June 16, 2016
- 1 2 3 Kit, Borys (May 12, 2010). „Katherine Heigl to star in 'Age of Adaline'“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ Kilday, Gregg (July 20, 2010). „'Bounty Hunter' director tapped for 'Adaline'“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ DiOrio, Carl (October 31, 2010). „Summit Nabs Rights to Katherine Heigl Film 'Adaline'“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 13, 2020. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ Anderton, Ethan (February 22, 2011). „Gabriele Muccino in Talks to Direct Supernatural Romance 'Adaline'“. firstshowing.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 13, 2020. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ Kit, Borys (May 14, 2012). „'Elegy' Director Boards Fantasy Romance 'Age of Adaline'“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2013. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- 1 2 Fleming, Mike Jr. (October 16, 2013). „Blake Lively, Ellen Burstyn Set To Star In 'The Age Of Adaline'“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2014. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ Solomon, Dan. (April 24, 2015) The Director Of "The Age of Adaline" On Bringing A Dream Project To Life. ციტირების თარიღი: August 9, 2015
- ↑ Fleming, Mike Jr. (November 12, 2010). „Angela Lansbury To Play Katherine Heigl's Daughter In 'Adaline'“. Deadline. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- 1 2 Fleming, Mike Jr. (November 15, 2010). „Katherine Heigl Out Of 'Adaline'“. Deadline. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ Markovitz, Adam (August 25, 2011). „Natalie Portman turns down 'Adaline' role“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- 1 2 Sneider, Jeff (January 15, 2014). „Harrison Ford Joins Blake Lively, Ellen Burstyn in Drama 'Age of Adaline'“. TheWrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 11, 2017. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ „Michiel Huisman To Co-Star Opposite Blake Lively In 'Age Of Adaline'“. Deadline Hollywood. February 11, 2014. ციტირების თარიღი: February 12, 2014.
- ↑ Terrero, Nina (May 13, 2016). „Blake Lively's Age of Adaline style: Timeless fashion for a character who's forever 29“. Entertainment Weekly.
- ↑ Blake Lively. Best Looks from "The Age of Adeline" (May 30, 2019).
- ↑ „START DATE: AGE OF ADALINE with Blake Lively as Immortal Woman Expected to Start Filming March 10th“. yvrshoots.com. February 11, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 6, 2017. ციტირების თარიღი: February 15, 2014.
- ↑ „'Age of Adaline', starring Blake Lively, begins filming in Vancouver“. onlocationvacations.com. March 11, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 15, 2014. ციტირების თარიღი: March 12, 2014.
- ↑ The Age of Adaline – Movie production notes. ციტირების თარიღი: August 9, 2015
- ↑ Jennifer, Snoek-Brown. (2016-12-28) A reel librarian for the ages in 'The Age of Adaline' en. ციტირების თარიღი: 2025-01-12
- ↑ „Lionsgate Dates 'L'age de Adaline'“. Deadline Hollywood. August 15, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 8, 2020. ციტირების თარიღი: August 15, 2014.
- ↑ Lang, Brent (September 24, 2014). „Johnny Depp Comedy 'Mortdecai' Shifts to January 2015 Release Date“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 13, 2020. ციტირების თარიღი: September 25, 2014.
- ↑ Cunningham, Todd. (April 28, 2015) How Blake Lively's Iconic Fashion Gave 'Age of Adaline' a Big Boost. ციტირების თარიღი: August 9, 2015
- ↑ The Age of Adaline (2015). Box Office Mojo.
- ↑ McNary, Dave. (April 24, 2015) Box Office: 'Age of Adaline' Launches with $575,000 in Latenight Shows. ციტირების თარიღი: August 9, 2015
- ↑ Lang, Brent. (April 26, 2015) Box Office: 'Furious 7′ Races Past 'Age of Adaline'. ციტირების თარიღი: August 9, 2015
- ↑ Hoffman, Jordan. (April 22, 2015) The Age of Adaline review. The Guardian. ციტირების თარიღი: May 9, 2015
- ↑ Cunningham, Todd. (April 25, 2015) 'Age of Adaline' Overhauls 'Furious 7' at Friday Box Office. ციტირების თარიღი: April 26, 2015