ადელაიდ ლაბილ-გიარი
| ადელაიდ ლაბილ-გიარი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 11 აპრილი, 1749[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
| დაბადების ადგილი | პარიზი |
| გარდაიცვალა | 24 აპრილი, 1803[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] (54 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზი[12] |
| ჟანრი | ისტორიული ფერწერა და საპორტრეტო ფერწერა |
ადელაიდ ლაბილ-გიარი (ფრანგ. Adélaïde Labille-Guiard, დ. 11 აპრილი, 1749, პარიზი — გ. 24 აპრილი, 1803, პარიზი — ფრანგი პორტრეტისტი, პირველი პარიზული ფერწერის სკოლის დამფუძნებელი ქალი.
ცხოვრება და შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელაიდ ლაბილ-გიარი დაიბადა კლოდ-ედმე ლაბილის (1705-1788) და მის მეუღლის მარია-ანა-მარტინის (1716-1768) ოჯახში რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ზოგადი განათლება მონასტერის სკოლაში მიიღო, ამავდროულად ეხმარებოდა მამას მაღაზიაში. 14 წლის ასაკიდან დაწყებული, იგი ოცნებობდა მხატვარი გამხდარიყო. ხატვას თავის მეზობელ, შვეიცარიული წარმოშობის მხატვარ, ფრანსუა-ელ ვინსენტთან სწავლობდა (1708-1790). ამ პერიოდში ლაბილი შეხვდა ვინსენტის ვაჟს ფრანსუა-ანდრეს (1746-1816) — მომავალში, მის მრავალწლიან თანამშრომელს და მეუღლეს. მისი უფროსი და ფელისიტ ლაბილი, რომლის დაბადების თარიღი უცნობია, 1764 წელს პარიზში, წმინდა ესტაშის ეკლესიაში, დაქორწინდა მხატვარსა და მინიატურული ჟანრის მიმდევრ ჟან-ანტოინ გროზეზე (1732-1790), რომელიც მოგვიანებით გახდა მხატვრის ანტუან-ჟან გროის (1771-1835) მამა. სამწუხაროდ ფელისიტა გარდაიცვალა ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ.
1769 წლის აგვისტოში, ადელაიდ ლაბილი დაქორწინდა ფინანსურ ჩინოვნიკ ნიკოლას გიარზე, ხოლო უმცროსი ვინსენტი, რომელიც რომაული ფერწერის პრიზის ლაურეატი ხდება, 5 წლით მიემგზავრება რომში. 1774 წლამდე ადელაიდი სწავლობს უმსხვილეს პასტელთან მორის კანტენ დე ლატურთან. რომიდან დაბრუნების შემდეგ, მისი მეგობარი ვინსენ ადელაიდი კვლავ იღებს გაკვეთილებს მისგან — ხატვა ზეთის საღებავებით. 1779 წლის ივლისში, იგი ოფიციალურად შორდება ქმარს. ლაბილის პორტრეტები დიდი წარმატებით სარგებლობა, მათ შორის ფრანგული საზოგადოების უმაღლეს წრეებში. მხატვართან პოზირებდნენ მინისტრები, პრინცესები, არისტოკრატიის წარმომადგენლები. 1783 წლის მაისში, ადელაიდე ჩაირიცხა ფერწერის სამეფო აკადემიაში (რომელშიც ერთდროულად მხოლოდ ოთხ ქალს შეძლო სწავლა). მის აკადემიაში შესვლას თან ახლდა სკანდალური პამფლეტის გავრცელება, რომელშიც მხატვარს ბრალად ედებოდა ვინსენტის ნახატების, როგორც საკუთარად გასაღება, ასევე სექსუალური შევიწროვება.
ადელაიდის მფარველობით, გრაფინია დ’ჯგვილის, სამეფო აკადემიის შენობის კორპუსის მეუღლის წყალობით, სკანდალი თავიდან იქნა აცილებული. აკადემიაში შესვლისას შეიტყო, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან ქალები, რომელთაც სურდათ გამხდნენ მხატვრები, ადელაიდ ლაბილი უკვე 1783 წელს ხსნის პარიზში ქალთა სკოლას, რომელშიც პირველ წელს ცხრა სტუდენტი ჩაირიცხა. როგორც მხატვარი, იგი ყველაზე წარმატებით მუშაობდა 1785-1789 წლებში. ამ დროს მან სამეფო ოჯახების წევრების ბევრი პორტრეტი შექმნა, მათ შორის მეფე ლუი XV-ის ქალიშვილის, ლუიზა-ელიზაბეტ დე ბურბონის პორტრეტი (1787), გრაფ პროვენსკის ოჯახის ჯგუფური პორტრეტი, (1789), მეფე ლუი XVI-ის ძმის პორტრეტი (ეს პორტრეტი და კიდევ სხვა პორტრეტები, ადელაიდა საფრანგეთის რევოლუციის დროს იძულებული გახდა დაეწვა) და სხვები.
რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, მხატვრის ცხოვრებამ სერიოზული ცვლილებები არ განიცადა. არისტოკრატების პორტრეტების ნაცვლად, ის ახლა რევოლუციონერებს ხატავდა. 1791 წელს იგი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისთვის თავისი სახსრების ნაწილს სწირავს, 1791 წელს აწყობს ეროვნული ასამბლეის წევრების 13 პორტრეტის გამოფენას. აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ის მოითხოვს თანასწორობას ქალი მხატვრების მიმართ. მისი წინადადებები ამ სფეროში მიიღეს აკადემიკოსებმა, მაგრამ რევოლუციის დამარცხების შემდეგ ისინი გაუქმდა. 1792 წელს ადელაიდამ, ვინსენტმა და მისმა ორმა სტუდენტმა დატოვეს პარიზი და 1796 წლამდე ცხოვრობდნენ ნაქირავებ სახლში პონტელში. დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ნებართვა, ჰქონოდა საკუთარი სამხატვრო სტუდია ლუვრში, სადაც შემდეგ მუშაობდა თავის სტუდენტებთან ერთად.
სიცოცხლის ბოლო წლებში ადელაიდა ხშირად ასწყობდა გამოფენებს პარიზის სალონებში. 1799 წლის ივნისში, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პერიპეტიების შემდეგ, რომელიც დაკავშირებული იყო ნ. გიარდთან მისი ძველი განქორწინების ფორმალიზებასთან, იგი საბოლოოდ დაქორწინდა თავის დიდი ხნის მეგობარზე, მხატვარ ვინსენტზე. ადელაიდეს მიერ შექმნილ ბოლო ნახატს ერქვა „ოჯახის პორტრეტი“ (1801).
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელაიდ ლაბილ-გიარი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქმარი იყო საფრანგეთის გენერალური სამღვდელოების კლერკი ნიკოლას გიარი, რომელზეც იგი 1769 წელს დაქორწინდა. იგი დაშორდა მას ათი წლის შემდეგ, 1779 წლის ივლისში, შემდეგ კი უკვე ოფიციალურად გაშორდა მას 1793 წელს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ექვსი წლის შემდეგ იგი ცოლად გაყვა დიდი ხნის მეგობარს, მხატვარ ფრანსუა-ანდრე ვინსენტს (1746-1816). ადელაიდ ლაბილ-გიარის ორ ქორწინებაში შვილი არ ჰყოლია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავტოპორტრეტი (1774)
- მადამ დე ჟანლისი (1790)
- გრაფინია დე სელვე, 24 წლის ქვრივი (1787)
- მარი ლუიზა ელიზაბეტ დე ბურბონი (1788)
- რობესპიერი (1790)
- მხატვარი ფრანსუა-ანდრე ვენსანი (1795)
- ელიზაბეტ-ფილიპ-მარია-ელენა დე ბურბონი (1788)
- მხატვარი შარლ-ამედეი-ფილიპ ვან ლოო (1785)
- საფრანგეთის პრინცესა მარია ადელაიდა (1787)
- მარი-გაბრიელ კაპეს მოსწავლე (დაახლოებით 1798 წ.)
- უცნობი ქალის პორტრეტი (დაახლოებით 1787 წ.)
- 18 წლის მადამ კლოდონი (1783)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anne Marie Passez, Adelaide Labille-Guiard (1749—1803): Biographie et catalogue raisonné de son oeuvre, Paris 1973.
- Anne M Passez: Adelaide Labille-Guiard, Catalogue Raisounne, Her Life & Her Work, 1749—1803, (Hardcover), Frances Schram, Dez. 1982 ISBN 0-8390-0321-8
- Baron Roger Portalis: Adélaïde Labille-Guiard, 1902.
- Laura Auricchio: Adelaide Labille-Guiard: Artist in the Age of Revolution; Verlag J P Getty Trust Pubn; 22. Juni 2009. ISBN 0-89236-954-X.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 RKDartists
- 1 2 Adélaïde Labille-Guiard — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 FemBio database
- 1 2 Nicholson K. Labille-Guiard [née Labille], Adélaïde // Grove Art Online / J. Turner — Oxford, England, Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T048514
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ abART
- ↑ https://www.museabrugge.be/collection/work/id/0000_GRO0137_I
- ↑ https://archives.paris.fr/arkotheque/visionneuse/visionneuse.php?arko=YTo2OntzOjQ6ImRhdGUiO3M6MTA6IjIwMjUtMDUtMjQiO3M6MTA6InR5cGVfZm9uZHMiO3M6MTE6ImFya29fc2VyaWVsIjtzOjQ6InJlZjEiO2k6Mzk7czo0OiJyZWYyIjtpOjE3MzU4MTtzOjE2OiJ2aXNpb25uZXVzZV9odG1sIjtiOjE7czoyMToidmlzaW9ubmV1c2VfaHRtbF9tb2RlIjtzOjQ6InByb2QiO30=#uielem_move=473%2C0&uielem_rotate=F&uielem_islocked=0&uielem_zoom=48
- ↑ Union List of Artist Names