ადელაიდა (მდინარე)
იერსახე
| ადელაიდა | |
|---|---|
|
| |
| სათავე | ლიჩფილდის ეროვნული პარკი |
| სიგრძე | 180 კმ |
ადელაიდა (ინგლ. Adelaide River) — მდინარე ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. იწყება ლიჩფილდის ეროვნულ პარკში და ჩაედინება ტიმორის ზღვაში, დარვინდან 50 კილომეტრში. წარმოიქმნება ორი მდინარის შეერთებით. მდინარეზე მდებარეობს პატარა ქალაქი ადელაიდ-რივერი.
მდინარე აღმოაჩინეს ჯონ ლორტ სტოუქსმა და ლ.რ. ფიცმორისმა 1839 წელს, ჩრდილოეთ ტერიტორიის ნაპირების შესწავლის დროს.[1] მოგზაურებმა მას ეს სახელი დედოფალ ადელაიდა საქსენ-მეინინგენის პატივსაცემად დაარქვეს.