ადელაიდა კეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ადელაიდა კეინი
Adelaide Kane SDCC 2014.jpg
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1990
კლერმონი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
მოქალაქეობა ავსტრალია, აშშ
ეთნიკურად შოტლანდიელი, ირლანდიელი, ფრანგი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2006-დღემდე

ადელაიდა ვიქტორია კეინი (ინგლ. Adelaide Victoria Kane; დ. 9 აგვისტო, 1990, კლერმონი, ავსტრალია) — ავსტრალიელი მსახიობი. სახელი გაითქვა ისეთი როლების შესრულებით, როგორებიცაა: ლოლი ოლენი სერიალ „მეზობლებში“, კორა ჰეილი „თინეიჯერ მგელში“ და მარიამ სტიუარტი სერიალში „სამეფო“.

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდა კეინი დაიბადა 1990 წლის 9 აგვისტოს კლერმონში, დასავლეთ ავსტრალიაში. მამამისი შოტლანდიელია და გლაზგოში დაიბადა, ხოლო დედამისს შოტლანდიურ-ირლანდიურ-ფრანგული ფესვები აქვს. მას მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა ჰყავს, სახელად უილიამი.

როდესაც იგი შვიდი წლის იყო მისი მშობლები განქორწინდნენ, რის გამოც ადელაიდა და მისი ძმა მარტოხელა დედამ აღზარდათ. ისინი პერთში გადასახლდნენ, სადაც მან წმინდა ჰილდას სახელობის გოგონათა ანგლიკანური სკოლა დაამთავრა[1]. მას შემდეგ, რაც სერიალ „მეზობლებში“ როლზე დაამტკიცეს, ის და დედამისი მელბურნში გადასახლდნენ, თუმცა ადელაიდას ძმა და მამინაცვალი პერთში დარჩნენ. ასევე როლის გამო, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალ ზელანდიაშიც ცხოვრობდა.

2009 წლის სექტემბერში 19 წლის ადელაიდამ დატოვა მშობლიური ავსტრალია და აშშ-ში, კერძოდ კი ლოს-ანჯელესში გადასახლდა, რათა სამსახიობო კარიერას გაჰყოლოდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეინის ტელე-ეკრანზე პირველად სამი წლის ასაკში გამოჩნდა. ამის შემდეგ, იგი ექვსი წლის ასაკში კვლავ დაამტკიცეს როლზე, რის შემდეგაც ადელაიდა გამუდმებით მონაწილეობდა საბავშვო და გასართობ გადაცემებში.

2006 წელს იგი პირველ სერიოზულ როლზე დაამტკიცეს. ამ პერიოდში იგი სერიალ „მეზობლების“ ერთ-ერთ მთავარ — ლოლი ოლენის — როლზე აიყვანეს[2]. ამ სერიალში მას სამთვიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა კარგად შესრულების გამო ახალი კონტრაქტი მისცეს[2]. ლოლის წარმატებულად შესრულებული როლისათვის ადელაიდა 2008 წელს წარადგინეს ლოგის ჯილდოზე, ყველაზე პოპულარული ახალი ქალი ვარსკვლავის ნომინაციაზე, თუმცა ჯილდო ვერ მოიგო.

2009 წელს მან ფილმ „რეინჯერებში“ შეასრულა ტანიას როლი, რასაც 2010 წელს NBC-ის სერიალ „მთის საიდუმლოებში“, ანა ჯეიმზის როლზე აიყვანეს[3]. 2012 წელს ფილმში „თხები“ შეასრულა ობრის როლი.

უკვე 2013 წელს იგი გადაიღეს ისეთ პოპულარულ ამერიკულ სერიალში, როგორიცაა „თინეიჯერი მგელი“, სადაც მან კორა ჰეილის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მისი ამ სერიალში მოღვაწეობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა და მხოლოდ 12 ეპიზოდში ითამაშა[4].

2013 წელს იგი შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალ მარიამ სტიუარტის როლზე დაამტკიცეს ისტორიულ სერიალში „სამეფო“, რომლის გადაღებებიც 2017 წლამდე გაგრძელდა[5]. ამ სერიალმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა, რაც იმის დამსახურებაც იყო, რომ იგი სერიალის მთავარ პერსონაჟს განასახიერებდა.

2014 წელს, მარიამ სტიუარტის როლისათვის ადელაიდა ორ ჯილდოზე იქნა წარდგენილი, თუმცა ვერცერთი მოიგო. „სამეფოს“ პარალელურად იგი თამაშობდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „ეშმაკის ხელი“ (2014), „ვისი ხაზია ეს?“ (2015) და „დრაკონები: შეჯიბრების ზღვარზე“ (2016-2018).

2019 წლიდან ადელაიდა კეინი, როგორც მოწვეული მსახიობი, მონაწილეობს CBS-ის სერიალ „ბეჭდების თამაშებში“. [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ross McRae (13 May 2013). "Queen Adelaide to reign". The West Australian.
  2. 2.0 2.1 "Dolly Magazine Announces New Neighbours Stars". Life. 4 August 2006. Archived from the original on 10 June 2011. Retrieved 28 November 2012.
  3. Vranica, Suzanne; Byron, Ellen (11 February 2010). "Giants Ally on Film in Bid to Promote Family TV". The Wall Street Journal. Retrieved 29 May 2014.
  4. Andreeva, Nellie (28 November 2012). "Charlie & Max Carver Among New Cast Additions On MTV's 'Teen Wolf'". Deadline Hollywood. Retrieved 29 November 2012.
  5. Andreeva, Nellie (9 February 2013). "The CW Casts Its Mary Queen Of Scots". Deadline Hollywood. Retrieved 9 February 2013.
  6. Paul Zuniga (11 October 2019). "Blumhouse's Into The Dark: Adelaide Kane discusses Uncanny Annie in new interview ". Netflix Life.