შინაარსზე გადასვლა

ადელაიდა იტალიელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადელაიდა იტალიელი
Adelheid


დაიბადა 931[1] [2] [3]
ორბეს ციხესიმაგრე[4]
გარდაიცვალა 16 დეკემბერი, 999[2] [3] [4]
სელტზი[4]
ხსენების დღე 16 დეკემბერი[3]
მოღვაწეობა რეგენტი[3] და იმპერატორი[3]
ენა ფრანგული ენა და ლათინური ენა
მეუღლე ლოთარ II იტალიელი[3] [4] და ოტო I[5] [3] [4]
შვილ(ებ)ი მატილდა, კედლინბურგის სააბატო მონასტრის წინამძღვარი(აბბატესა), ოტო II[6] და ემა იტალიელი

ადელაიდა იტალიელი (გერმ. Adelheid; 93116 დეკემბერი, 999 წლის ), ცნობილი როგორც ადელაიდა ბურგუნდიელი, იყო საღვთო რომის იმპერიის, იმპერატრიცა, რომელიც დაქორწინებული იყო იმპერატორ ოტო I დიდთან.[7] მან გვირგვინი დაიდგა იმპერატორთან ერთად რომში, იოანე XII პაპის მიერ, 962 წლის 2 თებერვალს. იგი პირველი იმპერატრიცა იყო, რომელიც მიიჩნეოდა consors regni-დ, რაც ნიშნავდა „სამეფო ღირსების თანაზიარ ქალს“, რომელიც მმართველობაში ქმართან ერთად იღებდა მონაწილეობას. ადელაიდას მაგალითი მნიშვნელოვანი გახდა მომავალი კონსორტების სტატუსისა და პოლიტიკური გავლენის განსაზღვრისათვის.[8][9] ადელაიდა იყო საღვთო რომის იმპერიის რეგენტი 991–995 წლებში, როდესაც იშვილა და მეურვედ დაუდგა თავის შვილიშვილს.

ადელაიდა დაიბადა ორბეში, ზემო ბურგუნდიის სამეფოში (თანამედროვე შვეიცარიას ტერიტორიაზე). იგი იყო რუდოლფ II ბურგუნდიელის, ველფების უხუცესი სახლის წარმომადგენლისა და ბერტა შვაბიელის შვილი.[10]

ადელაიდა თავიდანვე ჩაერთო რთულ ბრძოლაში ბურგუნდიასა და ლომბარდიის კონტროლისათვის. მისმა მამამ, რუდოლფმა დაამარცხა ბერენგარ I იტალიელი, რის შედეგადაც შეძლო ჩრდილოეთ იტალიის ტახტის დაკავება.[11]

თუმცა ლომბარდიელები რუდოლფით უკმაყოფილო დარჩნენ და დახმარება სთხოვეს მის მეტოქეს – ჰუგო პროვანსელს, რომელიც დიდი ხანია ბურგუნდიის წინააღმდეგ იბრძოდა. ჰუგომ ბურგუნდიის ტახტის ხელში ჩასაგდებად რუდოლფს წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ მაშინ მიაღწია წარმატებას, როდესაც ადელაიდას მამა 937 წელს გარდაიცვალა.[11]

ზემო ბურგუნდიის გაკონტროლების მიზნით, ჰუგომ გადაწყვიტა, რომ თავისი შვილი, 15 წლის ადელაიდა, – ლოთარ II-ისთვის მიეთხოვებინა. (სახელმწიფოს ნომინალური მმართველი) (ქორწინება შედგა 947 წელს, 27 ივნისამდე).

მათი ქორწინებიდან დაიბადა ქალიშვილი –ემმა, სავარაუდოდ 948 წელს. ემმა მოგვიანებით გახდა დასავლეთ საფრანგეთის დედოფალი, როდესაც იგი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლოთარ I-ს.

ქორწინება და ალიანსი ოტო I - თან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადელაიდა და მისი მეორე მეუღლე ოტო Iმაისენის ტაძრის დონორები

წმინდანთა კალენდრის მიხედვით, ლოთარი 950 წლის 22 ნოემბერს ტურინში მოწამლეს მისმა მემკვიდრემ და ფაქტობრივმა მმართველმა — ბერენგარ II იტალიელმა

ლომბარდიაში გავრცელდა ეჭვები, რომ ადელაიდას სურდა დამოუკიდებლად ემართა სამეფო.[12] ბერენგარმა სცადა, გაემყარებინა თავისი ძალაუფლება და ადელაიდას აიძულა, მის შვილზე — ადალბერტე იტალიელზე დაქორწინებულიყო. ადელაიდამ უარი განაცხადა და თავი კანოსას ციხესიმაგრეს შეაფარა. მალე ის დააკავეს და ოთხი თვის განმავლობაში გარდაში დაატყვევეს.

ადელაიდას თანამედროვე ბიოგრაფის, კლიუნის ოდილოს მიხედვით, მან ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა. გარკვეული დრო იგი ახლომდებარე ჭაობებში იმალებოდა, შემდეგ კი ერთმა მღვდელმა იგი გადაარჩინა და წაიყვანა უსაფრთხო ადგილას — სავარაუდოდ კანოსას ციხესიმაგრეში, რეჯოსთან ახლოს.[13] ადელაიდამ მოახერხა ელჩის გაგზავნა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფესთან — ოტო I-თან და მას მფარველობა სთხოვა. ადელაიდა პავიაში შეხვდა ოტოს — ლომბარდების ძველ დედაქალაქში — და 951 წლის 23 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ.[14]

ქორწინების პირველ წლებში ადელაიდასა და ოტოს ორი შვილი — ჰენრი და ბრუნო — შეეძინათ, თუმცა ორივე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

953 წელს, შვაბიის ჰერცოგი ლიუდოლფი — რომელიც ოტოს ვაჟი იყო, პირველი ქორწინების შემდეგ — აჯანყდა მამის წინააღმდეგ, თუმცა ოტომ ეს ამბოხი ჩაახშო. ამის შემდეგ, ოტომ ლიუდოლფს ჩამოართვა ჰერცოგის ტიტული, რაც ადელაიდასა და მისი შთამომავლების პოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებდა სამეფო კარზე. ადელაიდამ ასევე შეინარჩუნა მთელი თავისი საქორწინო ქონებაც.

ოტომ, ახალ ცოლთან ერთად, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ საღვთო რომის იმპერია კიდევ უფრო განამტკიცა — 955 წლის 10 აგვისტოს ლეხფელდის ბრძოლაში უნგრელ დამპყრობელთა დამარცხებით. მან ასევე აღმოსავლეთ ფრანკიის საზღვრები მდინარე ელბამდე გააფართოვა და 955 წლის 16 ოქტომბერს რაქსის ბრძოლაში დაამარცხა ობოტრიტები და სხვა სლავები.

ამავე წელს ადელაიდამ შვა ვაჟი — ოტო II. 955 ან 956 წელს კი შეეძინა ქალიშვილი — მატილდა, რომელიც მოგვიანებით გახდა კვედლინბურგის აბბატისა.[15]

საღვთო რომის იმპერატრიცა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდა ქმარს თან ახლდა მის მეორე იტალიურ ლაშქრობაში, რომლის მიზანიც იყო ბერენგარ II-ის აჯანყების ჩახშობა და პაპი იოანე XII-ის დაცვა, რაც მოახერხა კიდეც და ამის საპასუხოდ, რომში,962 წლის, 2 თებერვალს იოანე XII-ის მიერ საღვთო რომის იმპერატორად იქნა კურთხეული. ახალი პრეცედენტის შექმნით, პაპმა ადელაიდაც აკურთხა საღვთო რომის იმპერატრიცად.[16]

960 წელს სპეციალურად ადელაიდას კორონაციისა და ცხებისათვის შეიქმნა ახალი ორდო (ცერემონიალი), რომელიც მოიცავდა ლოცვებს ბიბლიურ ქალ პერსონაჟებზე — განსაკუთრებით ესტერიზე. აღნიშნული ორდო ასახავდა თეოლოგიურ და პოლიტიკურ კონცეფციას, რომლის მიზანი იყო იმპერატრიცას სტატუსის ღვთიური ლეგიტიმაცია და მისი როგორც მმართველობის თანა-მზიდავის მნიშვნელობის ხაზგასმა.[17]

966 წელს ადელაიდა და მისი 11 წლის ვაჟმა, ოტო II-ე, კვლავ ჩაერთნენ იტალიაში ოტოს მესამე ლაშქრობაში. იმპერატორმა იქ ხელახლა დაამყარა ახალარჩეული იოანე XIII პაპის ხელისუფლება (და დასაჯა ის რომაელი ამბოხებულები, რომლებმაც იგი გააძევეს). ოტოს იტალიის დაპყრობისა და იმპერიული გვირგვინის დამკვიდრების ლეგიტიმაციაში გადამწყვეტი იყო ადელაიდასა და მისი ნათესაურ-პოლიტიკური კავშირების მხარდაჭერა. როგორც იტალიის ტახტის მემკვიდრემ, ადელაიდამ იმპერიული ტახტის სახელით გააძლიერა კაროლინგების ტრადიციებზე დაფუძნებული პრეტენზია იტალიაზე.[8][18]

ადელაიდა რომში ექვსი წლის განმავლობაში დარჩა, სანამ ოტო იმპერიას იტალიიდან მართავდა. 967 წელს ოტო II აკურთხეს თანაიმპერატორად, ხოლო 972 წლის აპრილში იგი დაქორწინდა ბიზანტიის პრინცესა თეოფანუზე, რაც უზრუნველყოფდა მემკვიდრეობის გაგრძელებას და ამავდროულად სამხრეთ იტალიაში ორ იმპერიას შორის დაპირისპირების მოგვარებას. ადელაიდა და ოტო შემდეგ დაბრუნდნენ გერმანიაში, სადაც ოტო I გარდაიცვალა 973 წლის მაისში მემბლებენის სასახლეში — იმავე ადგილას, სადაც მისი მამაც გარდაიცვალა 37 წლით ადრე.

კორონაციის შემდეგ ადელაიდას პოლიტიკური ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან იგი გახდა consors regni — მეფობის თანაზიარ-მზიდავი — რაც მას საშუალებას აძლევდა იმპერიის მასშტაბით ხალხის მიღებასა და გავლენის განხორციელებას. ბუხინგერის მიხედვით:

ვიკიციტატა
„"962–972 წლებში ადელაიდა 75 სამეფო ქარტიაში ფიგურირებს ინიციატორის სახით. გარდა ამისა, ადელაიდა და ოტო I ერთად არიან მოხსენიებულნი პაპის ბულებში". ადელაიდა ხშირად იცავდა ეკლესიურ დაწესებულებებს და ქმნიდა საკუთარ გავლენის სფეროს, მეუღლისგან დამოუკიდებლად. 991–993 წლებში ფოიხტვანგის ძმებმა მიმართეს მას თხოვნით: "ვიყო დაცული თქვენი მმართველობის ჩრდილში, რათა გავთავისუფლდე ამქვეყნიური შეტაკებებისგან" — და შეჰპირდნენ, რომ ილოცებდნენ მის ხანგრძლივ და მტკიცე მმართველობაზე.[19]

ადელაიდას ძალაუფლება ქმრის მმართველობის დროს კარგად ჩანს სხვადასხვა თხოვნებიდან, რომლებსაც იგი იღებდა. 980-იან წლებში მისმა ქალიშვილმა ემმა იტალიელმა წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა მტერთან დაპირისპირებასა და ოტონიანთა იმპერიაში ძალების მობილიზებას. ემმა ასევე სთხოვდა ჰიუგ კაპეტის დაკავებას — ის უკვე არჩეული იყო დასავლეთ ფრანკიის მეფედ 987 წელს. მისი მეორე მტერი იყო შარლი, ქვემო ლოთარინგიიდან — ემმას გარდაცვლილი ქმრის, საფრანგეთის მეფის, ლოთარის ძმა — რომელმაც ადელაიდას მრუშობაში დასდო ბრალი.

გარდა ამისა, გერბერ რეიმსელი (შემდგომში პაპი სილვესტერ II) ასევე მიმართავდა ადელაიდას და სთხოვდა დაცვას მტრებისგან. ბუხინგერი აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„„ეს მაგალითები მნიშვნელოვანია, რადგან მათში ჩანს, რომ ადელაიდასი სჯეროდათ, რომ შეეძლო დახმარება და წარმატების მოტანა მათთვის. როგორც ემმა, ასევე გერბერი იყვნენ თავიანთი სამეფოების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ მაინც მიმართავდნენ ადელაიდას. ეს ცხადყოფს ადელაიდას ძალაუფლების სტაბილურობას და მის ავტორიტეტს მთელ იმპერიაში.“[20]

ოტო I-ის გარდაცვალების შემდეგ ადელაიდას, ცხადია წინააღმდეგობა შეექმნებოდა ძალაუფლების შენარჩუნებაში, ამიტომ მისთვის სასამართლოზე გადიოდა ამ ძალაუფლების შენარჩუნება. ამასთანავე, იგი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა მისივე რძალთან, ბიზანტიელ პრინცესა თეოფანუსთან, ვინაიდან მხოლოდ ერთ ქალს შეეძლო ყოფილიყო დედოფალი და ამავე დროს დაეკავებინა ტახტი და მასთან დაკავშირებული ფუნქციები და ძალაუფლება. ადელაიდამ შეძლო შეენარჩუნებინა ტიტული imperatrix augusta, მიუხედავად იმისა, რომ ამავე ტიტულს თეოფანუც იყენებდა. გარდა ამისა, თეოფანუ ეწინააღმდეგებოდა ადელაიდას მიერ საქველმოქმედოდ ეკლესიებისთვის გადაცემულ კუთვნილ მამულებს, რაც ადელაიდას ძალაუფლების წყარო იყო.

ადელაიდას ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად ემართა თავისი იტალიური მიწები, თუმცა ოტონიანური მამულების გამოყენება საჭიროებდა იმპერატორის თანხმობას.[21]

ადელაიდა ხშირად თანაუგრძნობდა თავისი ოჯახის წევრებს და ეწინააღმდეგებოდა საკუთარ შვილს, ოტო II-ს. უილსონი ადარებს მის ქცევას სხვა სამეფო ქალების ქმედებებს:

ვიკიციტატა
„„სამეფო ქალებს ჰქონდათ დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა და ყოველთვის არ ასრულებდნენ მამაკაცების ნებას. ენგელბერგა დიდი გავლენით სარგებლობდა თავის მეუღლეზე, ლუდოვიკო II-ზე. მატილდას მიკერძოება უმცროსი ვაჟის მიმართ ოტო I-ს პრობლემებს უქმნიდა, ხოლო ადელაიდამ მხარი დაუჭირა თავის ნათესავებს ოტო II-ის წინააღმდეგ, რის გამოც 978 წელს დროებით გააძევეს ბურგუნდიაში.““

გაძევების შემდეგ ადელაიდამ დიდი დრო გაატარა იტალიასა და პავიას სამეფო სასახლეში[22] და არლში, თავის ძმასთან, ბურგუნდიის მეფე კონრად I-თან, რომლის დახმარებითაც ბოლოს შერიგდა ოტო II-სთან. 983 წელს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, ოტო II-მ ადელაიდა იტალიაში თავისი ნაცვალად დანიშნა.[23]

983 წელს ოტო II გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე გახდა ადელაიდას შვილიშვილი ოტო III, თუმცა რეგენტად ისევ თეოფანუ ითვლებოდა. ადელაიდა ამ პერიოდში იტალიაში დარჩა. გარკვეული დროის განმავლობაში ადელაიდა და თეოფანუ თავიანთ განსხვავებულ ინტერესებს გვერდს უვლიდნენ და ერთად მოქმედებდნენ ოტო III-ის მმართველობის დასამკვიდრებლად — რაც ჩანს მათ სახელზე გაცემულ სამეფო ქარტიებში. Annales Quedlinburgenses მოგვითხრობს, რომ ოტო II-ის სიკვდილის შემდეგ ბავარიის ჰერცოგმა ჰაინრიხმა გაიტაცა ოტო III, რის შემდეგაც ადელაიდამ დატოვა ლომბარდია და შეუერთდა თეოფანუს, მატილდას და ევროპის სხვა ლიდერებს შვილის გადასარჩენად.[24]

990 წელს თეოფანუს გარდაცვალების შემდეგ ადელაიდამ ოფიციალურად მიიღო რეგენტობა ოტო III-ის სახელით, სანამ ის სრულწლოვანებას მიაღწევდა ოთხი წლის შემდეგ. ოტოს წერილში ბებიისადმი 996 წელს ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ „თქვენი სურვილით და მზრუნველობით, ღვთაებამ გვარგუნა იმპერიის ძალაუფლება ბედნიერი შედეგით.“[25]

აღმოსავლეთში დაძაბულობები კვლავ გაგრძელდა. ბოლესლავ I ბოჰემიელი ვერ ამყარებდა ერთგულებას ფეოდალებს შორის, ხოლო 992 წელს ბოჰემიასა და პოლონეთს შორის ომი დაიწყო. ოტონიანებმა კვლავ მხარი პოლონეთს დაუჭირეს. ჯესტისი აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„„მიუხედავად იმისა, რომ ლიუტიცების მიწაზე ქრისტიანობა არ აღდგა მათ სიცოცხლეში, ტერიტორიული მოგებები იყო და 987 წლისთვის შესაძლებელი გახდა ელბეზე განადგურებული ციხეების აღდგენა.““

991 წელს საქსონურმა ჯარმა ოტო III-ის მონაწილეობით დაიკავა ბრანდენბურგი. ჰილდეშაიმის ანალებში წერია, რომ 992 წელს მეორე ლაშქრობაც განხორციელდა.[26]

თიტმარი მერსებურგელი აღნიშნავს, რომ ოტო III-მ დედის გარდაცვალების შემდეგ ბებია გადააგდო ხელისუფლებიდან, თუმცა გერჰარდ ალტჰოფი ამ ისტორიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოტო III სრულწლოვანი გახდა, ადელაიდა ხშირად თან ახლდა მას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა, სხვა გავლენიან ქალებთან ერთად.[27]

ბურგუნდიაში, ადელაიდას სამშობლოში, გრაფები და ციხისთავები სულ უფრო მეტად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ მეფე რუდოლფ III-ისგან. ადელაიდა 999 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იძულებული გახდა ჩარეულიყო ამ საქმეშიც და აღედგინა მშვიდობა და ცენტრალიზებულად განემტკიცებინა სახელმწიფო.

ადელაიდამ რეგენტობა დაასრულა 995 წელს, როცა ოტო III სრულწლოვანი გახდა. ამის შემდეგ მან თავი მიუძღვნა მხოლოდ ქველმოქმედებას, განსაკუთრებით კი რელიგიური დაწესებულებების — მონასტრების, ეკლესიებისა და სააბატოების დაფუძნებასა და აღდგენას.[28][29]

წმინდა ადელაიდას სამლოცველო, სელცის წმ. სტეფანეს ეკლესია

ადელაიდას მჭიდრო კავშირი ჰქონდა კლუნის სააბატოსთან, რომელიც იმდროინდელი ეკლესიური რეფორმის ცენტრი იყო. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის აბატებთან — მაჟულოსისა და ოდილოსთან. მან სელცში, ელზასში დაარსა მონასტერი დაახლოებით 991 წელს და სიცოცხლის ბოლო წლები იქ გაატარა.[30]

ადელაიდა გარდაიცვალა სელცის სააბატოში 999 წლის 16 დეკემბერს — სულ რამდენიმე დღით ადრე იმ ათასწლეულის დასასრულამდე, რომელსაც იგი ქრისტეს მეორედ მოსვლას უკავშირებდა. ის დაკრძალეს სააბატოში, ხოლო პაპმა ურბან II-მ ადელაიდა 1097 წელს წმინდანად შერაცხა.[31]

1307 წელს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს სააბატოს, რის გამოც ადელაიდას წმინდა ნაწილები სხვაგან გადაასვენეს. ტრადიციულად ითვლება, რომ წმინდა ადელაიდას კუთვნილი თასი, რომელიც სელცში ინახება, გამოიყენებოდა ავადმყოფებისათვის წამლის მისაცემად, რის შემდეგაც ხშირი იყო გამოჯანმრთელების შემთხვევები.

წმინდა ადელაიდას წმინდა ნაწილი

ადელაიდამ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ეკლესიისა და მშვიდობის სამსახურს, და იმპერიის დაცვას. იგი ასევე დაინტერესებული იყო სლავების მოქცევით ქრისტიანობაზე. ამდენად, იგი ითვლება შუა საუკუნეების წინადასავლური ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და ცენტრალური ევროპის რელიგიური კულტურის შემქმნელად.[32]

მისი წმინდა ნაწილების ნაწილი ინახება ჰანოვერიში სპეციალურ რელიკვიურ ტაძარში. ადელაიდას ხსენების დღე — 16 დეკემბერი — დღემდე აღინიშნება მრავალი გერმანული ეპარქიაში.[33]

ადელაიდა 947 წელს დაქორწინდა იტალიის მეფე ლოთარ II-ზე.[34] ქორწინებაში დაიბადა ერთი შვილი:

შემდგომში, 951 წელს, ადელაიდა დაქორწინდა გერმანიის მეფე ოტო I-ზე, მომავალ საღვთო რომის იმპერატორზე.[35] ამ ქორწინებაში დაიბადა ოთხი შვილი:

  • ჰენრი (952 – 954 წლის 7 აპრილი)[35]
  • ბრუნო (953 – 957 წლის 8 სექტემბერი)[35]
  • მათილდა კვედლინბურგელი (დაახლ. 955 – 999 წლის 6 თებერვალი) — კვედლინბურგის პირველი დედოფალ-აბბესი[35]
  • ოტო II (დაახლ. 955 – 983 წლის 7 დეკემბერი) — შემდგომში წმინდა რომის იმპერატორი.[35]

ისტორიოგრაფია და კულტურული გამოსახულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდა ითვლება შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ ქალ მმართველად.[36] როგორც იმპერატორი და წმინდანი, ის ისტორიაში აღიწერება როგორც გავლენიანი ფიგურა, რომელიც აერთიანებს როგორც ტრადიციულად მამაკაცურ (ძალა, სამართლიანობა, გონიერება), ისე ქალურ (მომთმენი, ღვთისმოსავი, თავშეკავებული) თვისებებს.[37] თანამედროვე გერმანული ისტორიოგრაფია განსაკუთრებით ხაზს უსვამს მის წვლილს ოტონიანთა დინასტიისა და საღვთო რომის იმპერიის განვითარებაში.

ხელოვნებაში გამოსახულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდას გამოსახავენ იმპერატორის სამოსში — გვირგვინითა და სკიპტრით. XIV საუკუნიდან მის ატრიბუტად ასევე მიიჩნევა ეკლესიის მოდელი ან გემი, რაც უკავშირდება ტყვეობიდან მისი გაქცევის ლეგენდას.

ყველაზე ცნობილი გამოსახულება გერმანულ ხელოვნებაში არის მაისენის კათედრალის ქოროში არსებული ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება (დაახლ. 1260), სადაც ის გამოსახულია ოტო I-ის გვერდით, მის მეუღლესთან ერთად.

ადელაიდა ბურგუნდიელი მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს ანტონიო სარტორიოს ოპერაში — L’Adelaide (1672). ადელაიდაზეა აგებული 1723 წლის ოპერა ნიკოლა პორპორას ავტორობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი კასტრატო Farinelli. Lotario — 1729 წლის სამაქტიანი ოპერა ჰენდელის, რომელიც ადელაიდას ცხოვრების მოვლენების მხატვრულად წარმოჩენას წარმოადგენს. Adelaide di Borgogna — ორმოქმედებიანი ოპერა (1817), მუსიკა: ჯოაკინო როსინი, ლიბრეტო: ჯოვანი შმიდტი. ადელაიდა ასევე არის William Bernard McCabe-ის რომანის Adelaide, Queen of Italy, or The Iron Crown (1856) გმირი.

წიგნები და რომანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

San Giuseppe con Gesù Bambino tra Sant'Adelaide, Sant'Antonio da Padova, San Lupo e San Michele arcangeloფრანჩესკო კოგეტი, 1828. ადელაიდა წარმოდგენილია Judy Chicago-ს ცნობილ ინსტალაციაში — The Dinner Party, Heritage Floor-ზე, როგორც 999 ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალიდან ერთ-ერთი.

  • ალტჰოფი, გერდი. ― „ოტო III“. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010.
  • ბუშარი, კონსტანს ბრიტეინი. ― „ბურგუნდია და პროვანსი, 879–1032“. In: „The New Cambridge Medieval History“, ტ. 3, Cambridge University Press, 1995.
  • კემბელი, თომასი. ― „წმინდა ადელაიდა“. Catholic Encyclopedia, ტ. 1, რობერტ ეპლტონის გამომცემლობა, 1907.
  • გალიკი, სარა. ― „დიდი წიგნი ქალწულ წმინდანთა შესახებ“. HarperCollins e-books, 2009.
  • ჰოლბიოკი, ფერდინანდი. ― „დაოჯახებული წმინდანები და ნეტარნი საუკუნეთა განმავლობაში“, თარგმანი: მაიკლ ჯ. მილერი. Ignatius Press, 2002.
  • ჯესტისი, ფილის გ. ― „ოტონიანთა დინასტიის იმპერიული ქალბატონები: ქალები და მმართველობა X საუკუნის გერმანიაში“. Palgrave Macmillan, 2018.
  • მიულერ-მერტენსი, ეკჰარდი. ― „ოტონიანები როგორც მეფეები და იმპერატორები“. In: „The New Cambridge Medieval History“, ტ. 3, Cambridge University Press, 1995.
  • კლუნის ოდილო. ― „ადელაიდას ეპიტაფია“. In: „Queenship and Sanctity“, Catholic University of America Press, 2004.
  • რეუტერი, ტიმოთი; მაკკიტერიკი, როზამონდ (რედ.). ― „The New Cambridge Medieval History: ტომი 3, 900–1024“. Cambridge University Press, 1999.
  • ვაუშე, ანდრე. ― „წმინდანი“. In: „Medieval Callings“, რედ. ჟაკ ლე გოფი, University of Chicago Press, 1990.
  • ვილსონი, პიტერ ჰ. ― „წმინდა რომის იმპერია: ათასი წლის ევროპული ისტორია“. Penguin Books, 2016.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გენის განვითარება შუა საუკუნეებში: „ადელაიდა ბურგუნდიელი“ – Genealogie Mittelalter (არქივიდან)
  • ჰენრი გარდინერ ადამსი (რედ.). ― „ქალთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია“.
  • ბაუცი, ფრიდრიხ ვილჰელმი. ― „ადელაიდა ბურგუნდიელი“. Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL), ტ. 1, 1990.
  • ფიოსელი, ამალია. ― „ადელაიდა“. In: „შუა საუკუნეების იმპერატრიცები“, Regensburg: Pustet, 2011.
  • გიოცი, ვერნერი. ― „იმპერატრიცა ადელაიდა“. In: *„სიცოცხლის სურათები შუა საუკუნეებიდან“. Darmstadt: Primus Verlag, 2010.
  • კაიზერი, ბრუნო. ― „ადელაიდა: დედოფალი, იმპერატრიცა, წმინდანი“. Piper Verlag, 2009.
  • შლესინგერი, ვალტერ. ― „ადელაიდა“. Neue Deutsche Biographie (NDB), ტ. 1, 1953.
  • შტააბი, ფრანცი; უნგერი, ტორსტენი (რედ.). ― „იმპერატრიცა ადელაიდა და სელცის მონასტერი“. Speyer: Pfälzische Gesellschaft, 2005.
  • შტაინდორფი, ერნსტი. ― „ადელაიდა (იმპერატრიცა)“. Allgemeine Deutsche Biographie (ADB), ტ. 1, 1875.
  • ვაინფურტერი, შტეფანი. ― „იმპერატრიცა ადელაიდა და ოტონიანთა იმპერია“. In: „შუა საუკუნეების კვლევები“, ტ. 33, 1999.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Адельгейда // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 172.
  2. 2.0 2.1 Steindorff E. Adelheid // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 1. — S. 75–77.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Bischoff G., Foessel G., Baechler C. Nouveau dictionnaire de biographie alsacienne / Fédération des sociétés d'histoire et d'archéologie d'Alsace — 1982. — P. 18. — 4434 გვრ.
  5. Académie des sciences, belles-lettres et arts de BesançonBesac: Académie des sciences, belles-lettres et arts de Besançon et de Franche-Comté, 1889.
  6. Pas L. v. Genealogics — 2003.
  7. Campbell 1907.
  8. 8.0 8.1 Wilson 2016, p. PR17.
  9. Gaude-Ferragu, Murielle (31 August 2016) Queenship in Medieval France, 1300-1500 (en). Springer, გვ. 79. ISBN 978-1-349-93028-9. 
  10. Reuter & McKitterick 1999, p. 699.
  11. 11.0 11.1 Jestice 2018, p. 49–51.
  12. Jestice 2018, p. ?.
  13. Odilo of Cluny 2004, p. 131.
  14. Bouchard 1995, p. 342.
  15. University, Center for Teaching and Learning at Columbia. Matilda, abbess of Quedlinburg en. ციტირების თარიღი: 2023-05-22
  16. Müller-Mertens 1995, p. 251.
  17. Buchinger 2016, p. 12.
  18. Buchinger 2016, pp. 5–8.
  19. Buchinger 2016, pp. 10, 13.
  20. Buchinger 2016, p. 14.
  21. Buchinger, Hannah Margarete (2016) Adelheid of Burgundy. Representation and memory of an Ottonian Empress and Christian Saint, გვ. 11. 
  22. Pavia Royal town. Monasteri Imperiali Pavia. ციტირების თარიღი: 29 July 2022
  23. Christopher Kleinhenz (2 August 2004). Medieval Italy: An Encyclopedia. Routledge, გვ. 4. ISBN 978-1-135-94880-1. ციტირების თარიღი: 29 July 2021. 
  24. University, Center for Teaching and Learning at Columbia. Adelaide of Burgundy, Ottonian empress en. ციტირების თარიღი: 2023-05-22
  25. Buchinger 2016, pp. 11, 12.
  26. Jestice 2018, p. 253.
  27. Althoff 2010, pp. 53–54.
  28. Jennifer Lawler (16 January 2018). Encyclopedia of Women in the Middle Ages. McFarland, გვ. 11. ISBN 978-1-4766-0111-3. ციტირების თარიღი: 29 July 2021. 
  29. Hugh James Rose (1857). A New General Biographical Dictionary. T. Fellowes, გვ. 103. ციტირების თარიღი: 29 July 2021. 
  30. "წმინდა ადელაიდა ბურგუნდიელი". Saints.SQPN.com. 15 ივნისი 2012.
  31. Wilson 2016, p. 374.
  32. Coulson, John. (1960)The Saints: A concise Biographical Dictionary. Hawthorn Books, Inc..
  33. Alban Butler (1956). Butler's Lives of the Saints. P. J. Kenedy & Sons, გვ. 573. ISBN 9780870610493. ციტირების თარიღი: 29 July 2021. 
  34. 34.0 34.1 Holböck 2002, p. 126.
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 Holböck 2002, p. 127.
  36. The Ottonian queen as 'consors regni' – After Empire. ციტირების თარიღი: 15 July 2022
  37. Buchinger 2016, p. 38.