ადგილობრივი საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადგილობრივი საეკლესიო კრება — საეკლესიო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. მას საჭიროებისამებრ იწვევს პატრიარქი და წმინდა სინოდი. ადგილობრივი კრების მონაწილენი მღვდელთმთავრებთან ერთად შეიძლება სამღვდელოების, ბერმონაზვნებისა და საეროთა წარმომადგენლებიც იყვნენ. ადგილობრივი კრება წყვეტს ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეკლესიის საშინაო და საგარეო მოღვაწეობისა, მას ეკუთვნის უმაღლესი ძალაუფლება სარწმუნოებრივი მოძღვრებისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროში, აგრეთვე, განსაკუთრებული უფლება ახალი პატრიარქის არჩევისა და მის მოღვაწეობაში დოგმატური და კანონიკური გადახვევების განხილვისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 106