შინაარსზე გადასვლა

ადგილობრივი ვოიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოიდებისა და ზეგროვების რუკა ირმის ნახტომიდან 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ადგილობრივი ვოიდი ყვითელ წრეშია

ადგილობრივი ვოიდი (ინგლ. Local Void) — ვრცელი ვოიდი, რომელიც მდებარეობს გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფთან ახლოს.[1][2] ის აღმოაჩინეს რიჩარდ ბრენტ ტულიმ და ჯეიმს რიჩარდ ფიშერმა 1987 წელს.[3] ითვლება, რომ იგი შედგება სამი ცალკეული სექტორისგან, რომლებიც გამოყოფილია ძაფებით.[2] ვოიდის ზომები დაახლოებით 45-დან,[4] — 150-300 მგპს-მდე.[5][6] ადგილობრივი ვოიდი ასევე შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვნად ნაკლებ გალაქტიკას, ვიდრე ამას სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი წინასწარმეტყველებს.[7]

მდებარეობა და ზომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოიდები წარმოადგენს გრავიტაციის გავლენის ქვეშ მატერიის კონცენტრაციის წარმოქმნის შედეგი, რომელიც აკავშირებს გალაქტიკებს გროვებად და ჯაჭვებად, გამოყოფილი რეგიონებით, რომლებიც თითქმის არ შეიცავს გალაქტიკებს.[1][8]

ადრე, ასტრონომებმა აღნიშნეს, რომ ირმის ნახტომი მდებარეობს გალაქტიკების დიდ, ბრტყელ სტრუქტურაში, რომელსაც ეწოდება ადგილობრივი ფურცელი, რომელიც ესაზღვრება ადგილობრივ ვოიდს.[1] ადგილობრივი ვოიდი ვრცელდება დაახლოებით 60 მგპს, დაწყებული ადგილობრივი ჯგუფის საზღვრიდან.[9] ითვლება რომ მანძილი მზიდან ადგილობრივი ვოიდის ცენტრამდე მინიმუმ 23 მგპს-ია.[2]

ადგილობრივი ვოიდის ზომები შეფასდა ვოიდის შიგნით იზოლირებული ჯუჯა გალაქტიკის მასშტაბებით. რაც უფრო დიდი და ნაკლებად დასახლებულია ვოიდი, მით უფრო სუსტია მისი გრავიტაცია და უფრო სწრაფად ჯუჯა გალაქტიკა გადაინაცვლებს მასის კონცენტრაციის რეგიონისკენ.[2] ასევე შემოთავაზებულია ბნელი ენერგიის იდეა, როგორც გალაქტიკის სწრაფი მოძრაობის მიზეზი.[1]

ადრეული „ჰაბლის ბუშტის“ მოდელი, რომელიც დაფუძნებულია Ia ტიპის ზეახალი სიჩქარის გაზომვებზე, ვარაუდობდა ვოიდის არსებობას, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომის მახლობლად. ამ დაკვირვების მონაცემების ბოლოდროინდელმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვარსკვლავთშორისი მტვერის არსებობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზუსტ გაზომვებზე.[10]

გავლენა ადგილობრივ ობიექტებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლევარები თვლიან, რომ ადგილობრივი ვოიდი იზრდება და ადგილობრივი ფურცელი, რომელიც ვოიდის ერთ-ერთი კედელია, ვოიდის ცენტრს 260 კმ/წმ სიჩქარით შორდება.[8] მატერიის კონცენტრაცია ჩვეულებრივ იზიდავს ერთმანეთს და ქმნის უფრო დიდ ვოიდს. ადგილობრივი ვოიდი ერთნაირად არის გარშემორტყმული მატერიით ყველა მიმართულებიდან, გარდა ერთი სექტორისა, რომელშიც არაფერია, რაც ამ ტერიტორიიდან მატერიის უფრო სწრაფი გასვლის შედეგია. ზემოქმედება ახლომდებარე გალაქტიკებზე განსაკუთრებით დიდია.[2] სიჩქარე, რომლითაც ირმის ნახტომი შორდება ვოიდის ცენტრს, შეფასებულია 270 კმ/წმ-ით.[1][4]

ადგილობრივი ვოიდის საზღვრებში აღმოჩენილ იქნა რამოდენიმე გალაქტიკა, მათ შორის თევზები A,[11] თევზები B[11] და NGC 7077.[12]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Shiga, David. (2007-06-01) Dwarf-flinging void is larger than thought. NewScientist.com news service. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 თარგი:Статья
  3. Tully, R. Brent; Fisher, J. Richard (1987) Nearby Galaxy Atlas. Cambridge University Press. 
  4. 4.0 4.1 Univ. of Hawaii Institute for Astronomy. (2007-06-12) Milky Way moving away from void. astronomy.com. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  5. Whitbourn, Joe R.; Shanks, Tom (June 2016). „The galaxy luminosity function and the Local Hole“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 459 (1): 496. arXiv:1603.02322. Bibcode:2016MNRAS.459..496W. doi:10.1093/mnras/stw555.
  6. Keenan, Ryan C.; Barger, Amy J.; Cowie, Lennox L. (5 September 2013). „Evidence for a ~300 Mpc Scale Under-density in the Local Galaxy Distribution“. The Astrophysical Journal. 775 (1): 62. arXiv:1304.2884. Bibcode:2013ApJ...775...62K. doi:10.1088/0004-637X/775/1/62.
  7. Peebles, P. J. E.; Nusser, Adi (June 2010). „Nearby galaxies as pointers to a better theory of cosmic evolution“. Nature. 465 (7298): 565–569. arXiv:1001.1484. Bibcode:2010Natur.465..565P. doi:10.1038/nature09101. PMID 20520705. S2CID 43767061.
  8. 8.0 8.1 Iwata, Ikuru; Ohta, Kouji; Nakanishi, Kouichiro; Chamaraux, Pierre; Roman, Adel T. (2005). „The Growth of the Local Void and the Origin of the Local Velocity Anomaly“. Astronomical Society of the Pacific Conference Series. 329. Nearby Large-Scale Structures and the Zone of Avoidance. pp. 59–66. http://www.aspbooks.org/publications/329/059.pdf. წაკითხვის თარიღი: 13 May 2020.
  9. Tully, Brent. Our CMB Motion: The Local Void influence. University of Hawaii, Institute for Astronomy. ციტირების თარიღი: 2008-10-13.
  10. Moss, Adam; Zibin, James P.; Scott, Douglas (15 May 2011). „Precision Cosmology Defeats Void Models for Acceleration“. Physical Review D. 83 (10): 103515. arXiv:1007.3725. Bibcode:2011PhRvD..83j3515M. doi:10.1103/PhysRevD.83.103515. S2CID 119261120.
  11. 11.0 11.1 „Hubble Sees Two Dwarf Galaxies in Pisces“. Sci-News. 2016-08-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-03. ციტირების თარიღი: 2018-06-17.
  12. Tully, Brent. The Local Void. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-15.