ადას ვილა
ადას ვილა ― პარკი რომში, იტალიაში, რომლის ფართობია 180 ჰექტარი (1,8 კმ2). იგი სიდიდით მეორეა ქალაქში ვილა დორია პამფილის შემდეგ.მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტყიან მიწებს ფლობდა სავოიის სამეფო სახლი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში; მასში შედიოდა სამეფო რეზიდენციაც (1872–1878). 1878 წელს ტერიტორია შვეიცარიის გრაფი ტელფნერის კონტროლის ქვეშ მოექცა, რომელმაც მას ადა თავისი მეუღლის, ადას პატივსაცემად დაარქვა. სამეფო ოჯახმა დაიბრუნა მიწაზე კონტროლი 1904 წელს და შეინარჩუნა კონტროლი ამ ტერიტორიაზე 1946 წლამდე. მათი მფლობელობის პერიოდში იგი ცნობილი გახდა, როგორც ვილა სავოია.
2009 წლის მონაცემებით, პარკი შეიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო ტერიტორიებს. საჯარო ტერიტორიას აკონტროლებს რომის საბჭო, კერძო ტერიტორიას აკონტროლებს ეგვიპტის საელჩო, თუმცა საქალაქო საბჭომ გამოთქვა ოფიციალური პრეტენზია მთელ ტერიტორიაზე კონტროლის შესახებ. კერძო ნაწილი მუდმივ პატრულირებას ექვემდებარება პოლიციის ან ჯარის მიერ.
პარკის საჯარო ნაწილი გაცილებით დიდია, ვიდრე კერძო ტერიტორია. იგი შეიცავს ხელოვნურ ტბას და უამრავ ხეს, მათ შორის ფიჭვს, მუხას, დაფნას და ძალიან იშვიათ მეტასეკვოიას, რომელიც ჩამოიტანეს ტიბეტიდან 1940 წელს. პარკში შესვლა უფასოა. ტრანსპორტად შეგიძლიათ იქირაოთ კანოები, ველოსიპედები ან ცხენები.
1994 წლიდან, ზაფხულის განმავლობაში პარკი მასპინძლობს მსოფლიო მუსიკალურ ფესტივალს "Roma incontra il mondo" (რომი ხვდება სამყაროს), სადაც გამოდიან რასიზმის, ომისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.
ბუნკერი ვილა სავოიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"Bunker Villa Ada Savoia", ანუ ადა სავოიას ბუნკერი ააშენა სავოიის სახლმა, 1940-იანი წლების დასაწყისში, რათა მეფე და დედოფალი (იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III და დედოფალი ელენა) დაეცვათ დაბომბვებისგან. ბუნკერი ახლა ღიაა მნახველთათვის. არაკომერციულმა ასოციაციამ, „Roma Sotteranea“-მ აღადგინა ბუნკერი, რომელიც დანგრეული და ვანდალიზებული იყო.