ადარნასე (ერისმთავარი)
(გადამისამართდა გვერდიდან ადარნასე (ადრნერსე))
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ადარნასე | |
---|---|
ადრნერსე | |
„წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსეს ჳპატოსსა მეოხ ეყავ“. | |
ქართლის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 619 |
მმართ. დასასრული: | 639 |
წინამორბედი: | სტეფანოზ I |
მემკვიდრე: | სტეფანოზ II |
შვილები: | სტეფანოზ |
ადარნასე, ადრნერსე — ქართლის მთავარი (619–639) და კახეთის ერისმთავარი; პატრიციელი (627–637/642), უფლისწულობაში „ვიპატოსი“.
ადარნასეს საგარეო და სარწმუნოებრივი პოლიტიკა ბიზანტიური ორიენტაციისა იყო. მის დროს მოხდა საეკლესიო განხეთქილება ქართლისა და სომხეთს შორის (607-608). ადარნასეს პრობიზანტიური პოლიტიკური გეზი ქართლში ირანელთა ბატონობის დროსაც არ შეუცვლია, რის გამოც ერისმთავრობა დაკარგა. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობათა შემდეგ ერისმთავრად აღადგინეს. ადარნასე მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელია. მისი რელიეფური გამოსახულება წარწერით დღემდეა შემონახული ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 85.
- ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი: სტეფანოზ I |
ქართლის ერისმთავარი 619 — 639 |
შემდეგი: სტეფანოზ II |
|