ადაპტიური რადიაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადაპტიური რადიაცია — ორგანიზმის ამა თუ იმ ჯგუფში (სახეობა, ოჯახი, რიგი, კლასი) განსხვავებული ფორმების წარმოქმნა სხვადასხვა გარემოსადმი ადაპტაციის შედეგად. ადაპტიური რადიაცია ხდება ორგანიზმების სხვადასხვა მიმართულებით დივერგენციული ევოლუციის გზით. ადაპტიური რადიაციის იდეა ეკუთვნის ჩ. დარვინს. თვით ტერმინი მოგვიანებით (1915) შემოიღო ამერიკელმა პალეონტოლოგმა ჰ. ოსბორნმა. ადაპტიური რადიაციის პროცესში ორგანიზმი იძენს სპეციალურ ადაპტაციას და ვრცელდება ახალ ადაპტიურ ფონებში. ადაპტიური რადიაციის ძირითადი წყაროა შიგასახეობრივი პროცესები (სახეობრივი პოპულაციების გენეტიკური მრავალგვარობა, სახეობის დიფერენციაცია გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ რასებად, შიგასახეობრივი წინააღმდეგობანი და სხვ.). ძუძუმწოვრების ადაპტიური რადიაციით განვითარდა მოსიარულე (ძაღლები, კატები), მორბენალი (ცხენები), მხტუნავი (მიწის კურდღლები), მიწათხარია (თხუნელები, ბრუცები), მეხეური (ციყვები, მაიმუნები), მფრინავი (ღამურები), მცურავი (სელაპები, ვეშაპები) და სხვა ფორმები. ადაპტიური რადიაციის თვალსაჩინო მაგალითია ქვეწარმავლების ევოლუცია. არანაკლები მნიშენელობა აქვს ადაპტიური რადიაციას უხერხემლო ცხოველების (ზღვის შროშანები, ზღვის ზღარბები, მხარფეხიანები, ორსაგდულიანი და მუცელფეხიანი მოლუსკები და სხვ.) ევოლუციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]