ადაპტაცია (ფსიქოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადაპტაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

ადაპტაცია ფსიქოლოგიაშიშეგრძნების ორგანოების გრძნობიერების ცეალებადობა ამა თუ იმ გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად (მაგალითად, თვალის შეგუება სინათლისა ან სიბნელისადმი). ადაპტაცია შეიძლება ქონდეს შეგრძნების ორგანოს გრძნობიერების როგორც გაძლიერების (ძლიერი გამღიზიანებლის შემდეგ სუსტ გამღიზიანებელზე გადასელისას) , ისე შესუსტების (სუსტი გამღიზიანებლის შემდეგ ძლიერ გამღიზიანებელზე გადასვლის) დროს. ადაპტაცია დამახასიათებელია ყველა მოდალობის შეგრძნებისათვის. განსაკუთრებით ძლიერია მხედველობის, ყნოსვის, გემოსა და კანის შეგრძნებაში, უფრო სუსტია სმენისა და ტკივილის შეგრძნებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]