ადამ კრაფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამ კრაფტი, ავტოპორტრეტი სანაწილეზე. კირქვა, 1493-96, ლორენცკირხე, ნიურნბერგი

ადამ კრაფტი (დ. დაახლოებით 1455 და 1460 წლებს შორის — გ. იანვარი, 1509 ), გერმანელი მოქანდაკე. კრაფტის შემოქმედებას ახასიათებს სახეთა თავშეკავებული ემოციურობა, გაწონასწორებული კომპოზიცია და ფორმების პლასტიკურობა. კრაფტის ნამუშევრები (ყველა კირქვა, ინახება ნიურნბერგში): კრაფტისა და მისი ორი შეგირდის ფიგურულპორტრეტებიანი სანაწილე (1493-1496, ლორენცკირხე), რელიეფი "მწონავი", "გზა გოლგოთაზე" - 7 რელიეფი წმ. იოანეს სასაფლაოსთვის (1505 (?)- 1508, ამჟამად გერმანიის ეროვნული მუზეუმი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]