ადამიანი ობობა (1977 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადამიანი ობობა
რეჟისორი ე. უ. სუოკჰამერი
პროდიუსერი ჩარლზ უ. ფრაიზი
დენიელ რ. გუდმენი
ედვარდ ჯ. მონტენი
სცენარის ავტორი ელვინ ბორეცი
ეფუძნება ადამიანი ობობა
სტენ ლი და სტივ დიტკო
როლებში ნიკოლას ჰემონდი
დევიდ უაიტი
მაიკლ პატაკი
ჯეფ დონელი
თეიერ დევიდი.
მუსიკა ჯონი სპენსი
ოპერატორი ფრედ ჯეკმენი
მონტაჟი აარონ სტელი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი
  • სექტემბერი 14, 1977 (1977-09-14)
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

ადამიანი ობობა (ინგლ. Spider-Man) — 1977 წლის ამერიკული მოქმედებითი სატელევიზიო სუპერგმირული ფილმი, რომელიც სხვა ქვეყნებში კინოგაქირავებაში გამოვიდა. იგი არის ამავე სახელწოდების 1978 წლის ტელესერიალის საპილოტო შესავალი. ფილმის რეჟისორია ე. უ. სუოკჰამერი, ხოლო სცენარისტი — ელვინ ბორეცი. პიტერ პარკერის როლს ასრულებს ნიკოლას ჰემონდი, ხოლო დანარჩენ პერსონაჟებს — დევიდ უაიტი, მაიკლ პატაკი, ჯეფ დონელი და თეიერ დევიდი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტერ პარკერს (ნიკოლას ჰემონდი), გაზეთ Daily Bugle-ის ფოტოგრაფს, კბენს რადიოაქტიური ობობა. ამის გამო იგი მიიღებს სუპერძალებს, რომელთა შორის არის კედელზე ცოცვის უნარი და ობობის ქსელის სროლა. იდუმალი გურუ (თეიერ დევიდი) აკონტროლებს ადამიანების გონებას და მათ ბანკების გასაძარცვად იყენებს. იგი იმუქრება, რომ ნიუ-იორკის ათ მოსახლეს აიძულებს თვითმკვლელობას, თუ მას 50 მილიონ აშშ დოლარს არ გადაუხდიან. პიტერმა მისი გეგმა უნდა შეაჩეროს. ყველაფერი უფრო რთულდება მას შემდეგ, რაც ბოროტი პერსონაჟი პარკერს აჰიპნოზებს და უკანასკნელი ხდება ერთ-ერთი ამ ათი მსხვერპლიდან.[1]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი სცენა, რომელშიც ადამიანი ობობა ოფისის ჭერზე მოძრაობს და ხტება კედელზე შეიქმნა რთული დეკორაციის შექმნით და ჭერში ჩამონტაჟებული ბაგირების გამოყენებით. დუბლიორი ფრედ ვოუ ამ ბაგირებით ადიოდა ჭერზე, შემდეგ კი მოძრაობდა სპეციალური სამაგრების მეშვეობით.[2] სცენა, რომელშიც ადამიანი ობობა შენობიდან შენობაზე ხტებოდა, ძვირადღირებული და სახიფათო გამოდგა. მის მოსამზადებლად დეკორაციებს ორი დღის განმავლობაში ამონტაჟებდნენ. ასეთი სცენების ხელმეორედ გადაღებისგან თავის შეკავების და ბიუჯეტის ეკონომიის მიზნით, დუბლიორს ერთდროულად რამდენიმე კამერა სხვადასხვა რაკურსიდან იღებდა, ასე, რომ სცენებს ხელახლა იყენებდნენ ტელესერიალის ეპიზოდებშიც.[2]

გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის პრემიერა გაიმართა CBS-ზე, 1977 წლის 14 სექტემბერს. მისმა რეიტინგმა 17.8 შეადგინა, რაც იმ წელს კომპანიის ეთერში ნაჩვენები ნაწარმისთვის ყველაზე მაღალი გამოდგა.[2] სხვა ქვეყნებში ფილმი კინოგაქირავებაშიც გამოვიდა. 1980 წელს იგი VHS-ზეც გამოსცეს.

გაგრძელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ადამიანი ობობას საპასუხო დარტყმა“ ამ ფილმის გაგრძელებაა და შეიცავს ორნაწილიან ეპიზოდს „Deadly Dust“, რომელიც აგრეთვე შევიდა ტელესერიალში. იგი ევროპის კინოთეატრებში 1978 წლის 21 დეკემბერს აჩვენეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marty McKee; Big A; Kevin Gillease. "The Amazing Spider-Man" Pilot (1977) - Plot Summary. IMDb. IMDb. წაკითხვის თარიღი: 28 May 2012.
  2. 2.0 2.1 2.2 Mangels, Andy (October 2010). "Spinning the Story of the Amazing Spider-Man". Back Issue! (TwoMorrows Publishing) (44): 44-48.