შინაარსზე გადასვლა

ადამიანის უფლებები რუსეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის უფლებების დარღვევების გამო რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ადგილობრივი მედიის მუდმივი კრიტიკის ობიექტია.[1][2][3] ყველაზე ხშირად მოხსენებული დარღვევები მოიცავს სამართალდამცავებისა და ციხის თანამშრომლების მხრიდან სისტემური და ფართოდ გავრცელებული წამების შემთხვევებს,[4][5][6][7][8][9] პატიმრების სიკვდილს, რუსული არმიაში გავრცელებულ ძალადობრივ და ღირსებისშემლახველ პრაქტიკებს; ამასთანავე, ხშირია ბავშვთა უფლებების დარღვევები, ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევები,[10][11] და ჟურნალისტების მიზანმიმართული მკვლელობები.[12][13]

როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმავე ადამიანის უფლებათა შეთანხმებებზე, რომლებიც მისი წინამორბედის მიერ იყო ხელმოწერილი და რატიფიცირებული, როგორიცაა საერთაშორისო პაქტები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ.[14] 1990-იან წლებში რუსეთმა მოახდინა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება (უფლებების ნაწილის შენარჩუნებით), ხოოლო 1998 წლიდან რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ ეროვნული სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებები სტრასტბურგის სასამართლოში გაესაჩივრებინათ. რუსეთის 1993 წლის კონსტიტუციის პირველი თავის მე-15 მუხლი ეროვნული ფედერალური კანონმდებლობის მიმართ საერთაშორისო სამართლის აღიარებები უპირატესობას ითვალისწინებს.[15][16][17]

როგორც ევროპის საბჭოს ყოფილ წევრსა და ადამიანის უფლებათა კონვენციის ხელმომწერ ქვეყანას, რუსეთს ჰქონდა საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში..[18] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 2004 წლის ანგარიშის შესავალში აღინიშნა, რომ "შეუძლებელია, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ფართომასშტაბიანი ცვლილებების უარყოფა".[19]

მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადიდან (2004–2008) მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები. 2011 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ და 2012 წლის გაზაფხულზე პუტინის პრეზიდენტობაში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მრავალი საერთაშორისო და კონსტიტუციური უფლების საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 20-ე მუხლის (შეკრება-ასოციაციის თავისუფლება), რომელიც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 30 და 31 მუხლებშია მოცემული. 2015 წლის დეკემბერში მიიღეს კანონი, რომელიც რუსეთის კონსტიტუციურ სასამართლოს უფლებას აძლევს გადაწყვიტოს, რამდენად მოხდება ა საერთაშორისო ორგანოების, როგორიცაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, გადაწყვეტილებები გათვალისწინება და აღსრულება.[20] 2022 წლის 16 მარტიდან რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი.

პუტინის პრეზიდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო რეიტინგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადაში (2000–2004), Freedom House-მა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში „თავისუფლება მსოფლიოში“ რუსეთი შეაფასა როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანა, მიანიჭა რა მას 4-4 ქულა პოლიტიკურ უფლებებსა და მოქალაქეთა თავისუფლებაში (1 ყველაზე თავისუფალი, 7 ყველაზე დაუცველი). პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს 2005-2008 წლებში Freedom House-მა რუსეთი შეაფასა როგორც „არათავისუფალი“, მიანიჭა პოლიტიკურ უფლებებში 6, ხოლო მოქალაქეთა თავისუფლებაში 5 ქულა.[21]

2006 წელს, The Economist-მა გამოაქვეყნა დემოკრატიის რეიტინგი, რომელშიც რუსეთი 167 ქვეყნის შორის 102-ე ადგილს იკავებდა. ჟურნალმა რუსეთი დაახასიათა, როგორც „ჰიბრიდული რეჟიმი, რომელიც გამოირჩევა მიდის მედიისა და სხვა სამოქალაქო თავისუფლებების მზარდი შეზღუდვით“.[22]

2016 წლის ანგარიშში Human Rights Watch-მა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა რუსეთის ფედერაციაში განაგრძობს გაუარესებას.[23]

  1. (2003) Rough Justice: The law and human rights in the Russian Federation. Amnesty International. ISBN 0-86210-338-X. 
  2. (2021) Amnesty International Report 2020/21 (English). Amnesty International, გვ. 302–307. ISBN 9780862105013. 
  3. Russia: Events of 2019 (2020). ციტირების თარიღი: 3 March 2022
  4. Torture by police in Russia is an everyday occurrence—and it isn't going to stop (29 March 2016). ციტირების თარიღი: 16 December 2017
  5. Russia: Peaceful Protester Alleges Torture (27 February 2017). ციტირების თარიღი: 16 December 2017
  6. Torture and ill-treatment. Amnesty International. ციტირების თარიღი: 16 March 2008
  7. Chechnya: Research Shows Widespread and Systematic Use of Torture: UN Committee against Torture Must Get Commitments From Russia to Stop Torture. Human Rights Watch (12 November 2006). ციტირების თარიღი: 26 September 2015
  8. There is torture at penal colony number 7: Prisoners and their relatives talk about the situation in the Segezha prison. ციტირების თარიღი: 16 December 2017
  9. Russian prisons are essentially torture chambers. ციტირების თარიღი: 16 December 2017
  10. Ethnic minorities under attack. Amnesty International. ციტირების თარიღი: 16 March 2008
  11. (2003) 'Dokumenty!': Discrimination on grounds of race in the Russian Federation. Amnesty International. ISBN 0-86210-322-3. 
  12. Journalists killed: Statistics and Background. Committee to Protect Journalists. ციტირების თარიღი: 9 July 2009 (As of 9 July 2009).
  13. Partial Justice: An Enquiry into Deaths of Journalists in Russia 1993 - 2009. ციტირების თარიღი: 16 December 2017
  14. Ratified, respectively, in 1973 and 1975 by the USSR. Although a Soviet lawyer helped to draft the UN's Universal Declaration of Human Rights (198), the Communist bloc abstained as a whole from that voluntary affirmation, see თარგი:Usurped.
  15. არ უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის არევა ეროვნულ კანონდებლობასთან.
  16. The Constitution of the Russian Federation. Washington, D.C.: Embassy of the Russian Federation.  დაარქივებული 10 February 2004[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  17. The Constitution of the Russian Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2004. ციტატა: „მუხლი 15. 4. რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები და საერთაშორისო შეთანხმებები მისი სამართლებრივი სისტემის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. თუ საერთაშორისო შეთანხმება არაა თანხმობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან, უნდა ამოქმედეს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული წესები.“ ციტირების თარიღი: 24 June 2019
  18. Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms. CoE.int. Retrieved on 25 September 2015.
  19. Report by Mr. Alvaro Gil-Robles on his Visits to the Russian Federation. Council of Europe, Commissioner for Human Rights (20 April 2005). ციტირების თარიღი: 16 March 2008
  20. Russian law on the priority of the RF Constitution over resolutions of intergovernmental human rights bodies (2 February 2016). ციტირების თარიღი: 13 July 2018
  21. Freedom in the World: The Annual Survey of Political Rights and Civil Liberties. Retrieved on 11 July 2009.
  22. Kekic, Laza (2007). „The Economist Intelligence Unit's index of democracy“ (PDF). The Economist. ციტირების თარიღი: 26 September 2015.
  23. Russia: Events of 2016 (12 January 2017). ციტირების თარიღი: 16 December 2017