ადამიანის უფლებები ნეპალში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეპალის დროშა
ს გერბი]]

ადამიანის უფლებები ნეპალში — ნეპალის სამთავრობო ძალებსა და ნეპალის კომუნისტურ პარტიას (CPN- მაოისტი) შორის შეტაკებები ხდებოდა 1996–დან 2006 წლამდე, რის შედეგადაც გაიზარდა ადამიანის უფლებების დარღვევები ქვეყნის მასშტაბით. ორივე მხარე დაადანაშაულეს წამებაში, უკანონო მკვლელობებში, თვითნებურ დაპატიმრებებსა და გატაცებებში. კონფლიქტის დროს ნეპალში მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა. კონფლიქტი ასევე ითვლება ნეპალში განვითარების არარსებობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

კონფლიქტმა ასევე გამოიწვია ადამიანის უფლებების შელახვა სიღარიბის, ჯანმრთელობის, განათლებისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში. ამ სფეროებში არსებული პრობლემები დღესაც გრძელდება. ნეპალის ხალხს ემუქრება დისკრიმინაცია ეთნიკური კუთვნილების, კასტისა და სქესის მიხედვით, ხოლო ნეპალის სოფლად მცხოვრები მოქალაქეები ადეკვატური ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა რესურსების მიუწვდომელობას განიცდიან. ძალადობა კვლავ აწუხებს ქვეყანას, განსაკუთრებით ქალების მიმართ. გავრცელებულია ეკონომიკური უთანასწორობა და არსებობს ჯანმრთელობის პრობლემები - მათ შორის, ზოგიერთ სფეროში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, ფსიქიკური დაავადებები და ჯანდაცვის მწირი სერვისები. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 2006 წლის შემდეგ, როდესაც მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და მაოისტებს შორის ხელი მოეწერა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას 1996 - 2006 წლებში ათწლიანი კონფლიქტის დასრულების და ნეპალში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენის მიზნით.

აქტუალური საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებში შედის სიღარიბე (განსაკუთრებით სოფლად), განათლების უთანასწორობა, გენდერული უთანასწორობა, ჯანმრთელობის პრობლემები და ბავშვთა უფლებების დარღვევები. [1] [2] [3]

სიღარიბე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღარიბე ნეპალში ადამიანის უფლებებს მუდმივ ზიანს აყენებს. პარკერის (2013) და პოლის (2012) თანახმად, ნეპალის 42-45% გაღარიბებულია ( სიღარიბის ზღვარს მიღმა), ხოლო ნეპალის 2014 წლის ადამიანის განვითარების ანგარიში ამტკიცებს, რომ ნეპალის 25% სიღარიბეშია. [1] [3] [4]

სიღარიბე ასევე დაკავშირებულია ეთნიკურობასთან და კასტასთან, თუმცა იზრდება თანასწორობა ეთნიკურ ჯგუფებსა და კასტებს შორის. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების ნაწილს და ზოგიერთი ქვედა კასტას კვლავ მაღალი მაჩვენებლები აქვს სიღარიბის კუთხით. [3]

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996-2006 წლების კონფლიქტმა ნეპალში უარყოფითად იმოქმედა ქვეყანაში მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე. ძალადობა განსაკუთრებით საზიანო იყო ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვის. კონფლიქტმა ხელი შეუშალა აუცილებელი სამედიცინო მასალების მიღებას მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდათ, განსაკუთრებით ბავშვებში. მშობიარობის დროს დედის სიკვდილიანობის მაჩვენებელი კონფლიქტის დროს მაღალი იყო. [2]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალის ბავშვები მეორადი სახელმძღვანელოებით ნეპალის სოფელში

1996-2006 წლებში მაოისტებსა და ნეპალის მთავრობას შორის კონფლიქტის დროს ბავშვების განათლებაზე წვდომა მნიშვნელოვნად დაირღვა. [1] მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თავს დაესხნენ სკოლაში და ძალადობის გამო, ზოგიერთ მოსწავლეს ხელი შეეშალა სკოლაში კონფლიქტის დროს. [2] ბევრი სკოლა იძულებული გახდა დაეხურა ან შეეწყვიტა სწავლება შეტევების ან თავდასხმის საფრთხის გამო. სკოლები, რომლებიც ღია რჩებოდნენ, ხშირად ატარებდნენ კლასს ნაკლები საათების განმავლობაში, ხოლო ომის დროს სტუდენტთა დრო გაკვეთილზე მნიშვნელოვნად შემცირდა.

ქალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალელი ქალები განიცდიან დისკრიმინაციას, უთანასწორობას და ძალადობას. [3] [5]

ნეპალელ ქალთა მიმართ ძალადობა ხდება ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ზოგადი შევიწროების სახით. ამ დანაშაულებების შესახებ კანონები ხშირად არ ხორციელდება და შედეგად, მრავალი დამნაშავე არ იღებს იურიდიულ შედეგებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სექსუალური შევიწროების ანგარიშების არარსებობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ნეპალელები არ იღებენ სათანადო განათლებას სექსუალური შევიწროების განსაზღვრის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მეუღლის ცემის ჩვეულება (რაც უკანონოა) ზრდის ქალთა მიმართ ძალადობასაც. 1996-2006 წლების კონფლიქტის დროს ქალები ასევე განიცდიდნენ ძალადობას. სინგჰი (2005) იუწყება, რომ ყოველწლიურად 5000–10,000 ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო.

ლგბტ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალის მთავრობამ, 2007 წელს დასრულებული მონარქიის შემდეგ, დააკანონა მესამე გენდერი დაშეიმუშავა რამდენიმე ახალი კანონი. მიუხედავად ამისა, მათ მიმართ საზოგადოებაში დიდი მოწონება არ არის. ძალადობისა და დისკრიმინაციის უმეტესობა მოდის მესამე სქესის წარმომადგენლებზე. [6]

მონობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მონობის გლობალური ინდექსის თანახმად, თანამედროვე ნეპალში დამონებულია 234,600 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 0,82%. [7] ნეპალის მონობის ერთ-ერთი სახეა კამლარი, ანუ შინაური შრომითი კავშირი. მშობლებმა შესაძლოა ბავშვი გაყიდონ.

კასტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 1 ივნისს Human Rights Watch-მა ნეპალის ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიძიონ დალიტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, კასტაზე დაფუძნებული არაერთი ინციდენტის შემდეგ. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Parker, Sara, Kay Standing, and Bijan Pant. "Caught in the Cross Fire: Children’s Right to Education During Conflict - The Case of Nepal 1996-2006." Children & Society 27, no. 5 (2013): 372-84. Accessed February 14, 2015. https://core.ac.uk/download/pdf/42477942.pdf
  2. 2.0 2.1 2.2 Singh, Sonal; Bøhler, Erik; Dahal, Khagendra; Mills, Edward (2006). „The State of Child Health and Human Rights in Nepal“. PLOS Medicine. 3 (6): 948–52. doi:10.1371/journal.pmed.0030203. PMC 1483907. PMID 16792433.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 United Nations Development Programme (UNDP). 2014. Nepal Human Development Report 2014. New York: UNDP.
  4. Paul, Satya; Prem, Thapa; Giovanna, Prennushi (2012). „Spatial dimensions of income inequality in Nepal“. Journal of Developing Areas. 46 (1): 241–263. doi:10.1353/jda.2012.0010.
  5. US State Department. "Nepal 2013 Human Rights Report". January 1, 2013. Accessed March 3, 2015.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 March 2014. ციტირების თარიღი: 2014-03-26.
  7. Kevin Bales. Nepal. The Minderoo Foundation Pty Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 13 March 2018.
  8. Nepal: Ensure Justice for Caste-Based Killings. ციტირების თარიღი: 1 June 2020.