ადამიანის უფლებები მიანმარში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის უფლებები მიანმარში — მიანმარის სამხედრო რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებები დიდი ხანია განიხილება, როგორც ყველაზე უარესი მსოფლიოში. [1] [2] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Human Rights Watch-მა, [3] Amnesty International-მა, [4] და ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაციამ [5] არაერთხელ დააფიქსირეს და დაგმეს მიანმარში ადამიანის უფლებათა ფართო დარღვევები. 2011 წლის ანგარიშში (თავისუფლება მსოფლიოში) Freedom House აღნიშნავს, რომ „სამხედრო ხუნტას აქვს ... აღკვეთილი თითქმის ყველა ძირითადი უფლება და ადამიანის უფლებათა ჩადენილი დარღვევები დაუსჯელია.“ [6] 2013 წლის ივლისის მონაცემებით, პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის მონაცემებით, ბირმულ ციხეებში 100-მდე პოლიტპატიმარი იმყოფებოდა.

2012 წლის 9 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სპეციალურმა თანაშემწემ ადამიანის უფლებების საკითხებში, სამანტა პაუერმა, პრეზიდენტის ვიზიტის წინ თეთრ სახლში ბლოგზე დაწერა, რომ „გრძელდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობით რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ქალებისა და ბავშვების მიმართ“. [7] გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ [8] მოუწოდა ბირმის ყოფილ სამხედრო მთავრობებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და 2009 წლის ნოემბერში გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც „კატეგორიულად გმობს მიმდინარე სისტემატურ დარღვევებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით“ და მოუწოდებს ბირმული სამხედრო ხუნტის მმართველობას „გადაუდებელი ზომების მიღებისკენ, რათა დასრულდეს ადამიანის უფლებათა, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები.“ [9]

ხშირია იძულებითი შრომა, ტრეფიკინგი და ბავშვთა შრომა. [10] ბირმული სამხედრო ხუნტა ცნობილია სექსუალური ძალადობის, როგორც კონტროლის ინსტრუმენტის ყოვლისმომცველი გამოყენებით, მათ შორის სისტემური გაუპატიურებბით და სამხედროების მიერ სექსუალური მონების გატაცებით. [11] ეს პრაქტიკა გაგრძელდა 2012 წელსაც. [12]

2017 წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამკაციანმა კომიტეტმა ჩაატარა ფაქტების შემსწავლელი მისია. ეს მისია მიზნად ისახავდა „მიანმარში სამხედრო და უსაფრთხოების ძალების მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების ფაქტებისა და გარემოებების დადგენასა, ძალაუფლების ბოროტად გამომყენებელ დამნაშავეთა სრული პასუხისმგებლობისა და მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“. [13]

მიანმარის მთავრობა არ მუშაობდა ფაქტების შემმოწმებელ მისიასთან (FFM). ისინი ასევე არ აძლევდნენ ინფორმაციას გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიანმარში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. [14] ფაქტების შემმოწმებელმა მისიამ აღმოაჩინა და გამოაცხადა, რომ მიანმარის უშიშროების ძალებმა სერიოზულად დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, კერძოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, სამხედრო დანაშაულები და გენოციდი. [15]

მეი ლა ბანაკი, ტაკი, ტაილანდი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცხრა ბანაკიდან ერთ–ერთი ყველაზე დიდი ტაილანდში, სადაც 700,000–ზე მეტი ლტოლვილი, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე ადამიანი გაიქცა. [16]

ამ პრეტენზიების საპასუხოდ, მიანმარის მთავრობამ მიიღო პოზიცია, რომ ფაქტების შემმოწმებელი მისიის მუშაობა იყო უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციული. 2019 წლის სექტემბერში, ჟენევაში მიანმარის მუდმივმა წარმომადგენელმა, უ კიავ მოე ტუნმა კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე ჟენევაში. უ კიავ მო ტუნმა თქვა, რომ „მიანმარის ხალხი, რომელიც გაეროსთან ერთად იდგა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის გრძელვადიან ბრძოლაში, სულ უფრო იმედგაცრუებულია გაეროს ზოგიერთი ელემენტის მიერ მიანმარის მიმართ ნაკლებად ობიექტური პოზიციით.“ [17]

რელიგიის თავისუფლება, უმცირესობათა უფლებები და შიდა კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ ბირმულმა რეჟიმმა მონიშნა გარკვეულ ეთნიკური უმცირესობები, როგორიცაა კარენი, კარენნი და შანი, განადგურების ან „ბირმიზაციის“ მიზნით. ამას საერთაშორისო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მცირე ყურადღება ექცევა, რადგან ეს უფრო დახვეწილი და არაპირდაპირი იყო, ვიდრე მასობრივი მკვლელობები, რომლებიც მოხდა რუანდაში. Amnesty International–ის თანახმად, მუსლიმი როჰინგიელები აგრძელებენ ადამიანის უფლებების დარღვევას ხუნტის მმართველობით, რომელიც ბირმას მართავდა 1978 წლიდან და მრავალი მათგანი გაიქცა მეზობელ ბანგლადეშში. [18] ქრისტიანული თემის მიმართ ძალადობა, მაგალითად, კაჩინის მიმართ, გაჩაღდა 2011–2012 წლების კაჩინის კონფლიქტის დროს 2011 წლის ივნისში დაწყებული ბრძოლების შემდეგ.

ბავშვთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Human Rights Watch– ის თანახმად, [19] ბავშვებისთვის სამხედრო სამსახურში აყვანა და გატაცება ჩვეულებრივი მოვლენაა. ქვეყნის 350,000-400,000 ჯარისკაციდან დაახლოებით 70,000 ბავშვია. ასევე არსებობს მრავალი ინფორმაცია ბავშვთა ფართომასშტაბიანი შრომის შესახებ .

სახელმწიფოს მიერ სანქცირებული წამება და გაუპატიურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგარიშის თანახმად, „ბირმული სამხედრო რეჟიმი უფლებას აძლევს თავის ჯარებს, სისტემატურად და ფართომასშტაბიანად დაუსჯელად გაუპატიურონ შანის ეთნიკური ხალხი ტერორისა და დამორჩილების მიზნით.” გარდა ამისა, მოხსენებაში ნათქვამია, რომ „გაუპატიურების 25%-ს შედეგად მოჰყვა სიკვდილი, ზოგიერთ შემთხვევაში, სხეულებს განზრახ აჩვენებდნენ ადგილობრივ თემში. 61% იყო ჯგუფური გაუპატიურება. ქალი გააუპატიურეს სამხედრო ბაზებში, ზოგიერთ შემთხვევაში ქალი დააკავეს და განმეორებით აუპატიურებდნენ 4 თვემდე ვადით.“ ბირმის მთავრობამ უარყო მოხსენების დასკვნა და აღნიშნა, რომ აჯანყებულები პასუხისმგებელნი არიან რეგიონში ძალადობაზე.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International, ასევე აღნიშნავს პატიმართა, მათ შორის პოლიტპატიმრების, ხშირ წამებას.

შრომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იძულებითი შრომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის თანახმად, ადმინისტრაციამ რამდენიმე ასეული ათასი კაცი, ქალი, ბავშვი და მოხუცი აიძულა იმუშაოს მათი ნების საწინააღმდეგოდ. პირები, რომლებიც მუშაობაზე უარს ამბობენ, შეიძლება გახდნენ წამების, გაუპატიურების ან მკვლელობის მსხვერპლი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად მოუწოდებდა ბირმას, რომ დასრულდეს იძულებითი შრომის პრაქტიკა 1960-იანი წლებიდან. 2000 წლის ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს მთავრობებს შეწყვიტონ ნებისმიერი ურთიერთობა ქვეყანასთან, რაც ხუნტას დაეხმარება იძულებითი შრომის გამოყენებაში [20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „A Special Report to the 59th Session of the United Nations“ (PDF). Freedom House. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Howse. „Are EU Trade Sanctions on Burma Compatible With WTO Law?“ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 7 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 7 November 2010. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. Brad Adams. Statement to the EU Development Committee. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 11 July 2006.
  4. Brad Adams. Amnesty International 2009 Report on Human Rights in Myanmar. Amnesty International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 4 January 2010.
  5. Satellite Images Verify Myanmar Forced Relocations, Mounting Military Presence. ScienceMode. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 1 October 2007.
  6. Burma (Myanmar) (2011). Freedom House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29 August 2011.
  7. Samantha Power. Supporting Human Rights in Burma. The White House. ციტირების თარიღი: 20 November 2012.
  8. List of UN General Assembly Resolutions on Burma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 4 January 2010.
  9. „UN General Assembly Resolution: Time f or Concrete Action“ (პრეს-რელიზი). International Federation for Human Rights. ციტირების თარიღი: 4 January 2010.
  10. Myanmar: 10th anniversary of military repression. Amnesty International (7 August 1998). ციტირების თარიღი: 14 July 2006.
  11. State of Terror report. Women's League of Burma (1 February 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2007. ციტირების თარიღი: 21 May 2007.
  12. Human Rights Watch World Report 2012, Burma. ციტირების თარიღი: 6 July 2013.
  13. Biographies of the members of the Fact-Finding Mission on Myanmar.
  14. Myanmar refuses access to UN Special Rapporteur.
  15. Report of the Independent International Fact-Finding Mission on Myanmar*.
  16. UNHCR, Thailand Country page 2012, http://www.unhcr.org/pages/49e489646.html
  17. 'Myanmar Permanent Representative makes rebuttal statements to Special Rapporteur and FFM at interactive dialogues', The Global New Light of Myanmar, 20 September 2019.
  18. Burma – The Rohingya Minority: Fundamental Rights Denied, Amnesty International, 2004.
  19. "My Gun Was as Tall as Me" : Child Soldiers in Burma, Human Rights Watch, October 2002, ISBN 1-56432-279-3
  20. "Resolution concerning the measures recommended by the Governing Body under article 33 of the ILO Constitution on the subject of Myanmar", General Conference of the International Labour Organization (ILO), 14 June 2000