ადამიანის უფლებები მალტაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის უფლებები მალტაში — კანონების ერთობლიობა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს კონსტიტუციის ფარგლებში. მალტაში შეიქმნა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების და გარკვეული უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1802 წლის 15 ივნისს მალტის ქალაქებისა და სოფლების ას ოთხმა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა დეკლარაციას მონარქიული ძალაუფლების და უფლებების ძირითადი კომპლექტის დამტკიცების შესახებ: [1]

  • თავისუფალ ადამიანებს აქვთ უფლება აირჩიონ თავიანთი რელიგია.
  • არცერთ ადამიანს არ აქვს პირადი ძალაუფლება სხვის სიცოცხლეზე, ქონებაზე ან თავისუფლებაზე.
  • ძალაუფლება მხოლოდ კანონითაა განსაზღვრული და შეზღუდვა ან დასჯა მხოლოდ კანონის შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მალტას არ შესწევდა უნარი, საკვებით მოემარაგებინა კუნძულების ძირითადი მოსახლეობა. შედეგად, ომის შემდგომ ცხოვრების ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. მალტის ეროვნული ასამბლეის დოქტორი ფილიპო სკვებერასი ერის დამცველად და და სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ხელშემწყობად გამოდიოდა. მან მოიწვია ეროვნული კრების სხდომა 1919 წლის 7 ივნისს. [2] ეროვნული ასამბლეის დროს, დემონსტრანტთა ნაწილი აჯანყდა, რომელიც აღშფოთებული იყო ბრიტანეთის მოქმედი სარდლობის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ბრიტანელი ჯარისკაცების მხრიდან მალტის ოთხი მოქალაქის სიკვდილი. ამჟამად ეს დღე სეტე ჯუნიოს ეროვნულ დღესასწაულის სახელით აღინიშნება. ამ მოვლენების შემდეგ საკონსტიტუციო პროგრესი დაჩქარდა და 1919 წლის 20 ნოემბერს მალტელებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი პარლამენტი, რამაც მათ საშუალება მისცა დაერეგულირებინათ საქმეები ქვეყნის შიგნით. ამის შემდეგ, 1921 წლის 30 აპრილს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. ჩატარდა არჩევნები და ნოემბერში შეიკრიბა მალტის პირველი პარლამენტი. [3]

1941 წლის კონსტიტუცია [4] ეფუძნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც ძალაში შევიდა 1953 წელს. [5] იგი ადასტურებდა მალტაში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას, პიროვნების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების საფუძველზე. მალტამ ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა 1964 წლის სექტემბერში მოიპოვა. 1964 წლის კონსტიტუცია შეიცავდა უფლებების ვრცელ და აღსასრულებელ კანონპროექტს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის, საცხოვრებლისა და სხვა ქონების ხელშეუხებლობის უფლება. 2004 წელს მალტა შეუერთდა ევროკავშირს.

დამოკიდებულება ჯგუფებისა და უმცირესობების მიმართ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინციპში, ძირითადი უფლებები და თავისუფლება თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე, თუმცა მალტაში დაფიქსირდა ისეთი მოვლენები, რომლებიც ასახავს ჯგუფებსა და უმცირესობებს შორის უთანასწორობის დონეს.

ლტოლვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონი ითვალისწინებს თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას და მთავრობამ ჩამოაყალიბა ლტოლვილების დაცვის უზრუნველყოფის სისტემა. მალტამ ხელი მოაწერა 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებულ კონვენციასა და მის 1967 წლის ოქმს 1971 წლიდან. [6]

მალტის ლტოლვილთა ბანაკი

მას შემდეგ, რაც თავშესაფრის მაძიებელი წარადგენს განცხადებას, მას აქვს შემდეგი უფლებები [6]:

  • საქმის განხილვამდე მალტაში დარჩენის უფლება.
  • თავშესაფრის პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება.
  • თარჯიმნის მომსახურების მიღების უფლება.
  • UNHCR-თან კომუნიკაციის უფლება.
  • იურიდიული დახმარების უფლება.
  • კონფიდენციალურობის უფლება.

2018 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე ლტოლვილის სტატუსი 100-მა ადამიანმა მიიღო. 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის აგვისტომდე ქვეყანამ 334 ფიზიკურ პირს დაენიშნა დამატებითი დაცვა. [7]

ლგბტ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის მსოფლიოში, რომელმაც გაათანაბრა ლგბტ ადამიანების უფლებები კონსტიტუციურ დონეზე. [8] მალტა ამჟამად პირველ ადგილს იკავებს ევროპის 49-ვე ქვეყნის რეიტინგში ILGA-Europe (საერთაშორისო ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსების ასოციაცია) ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის თვალსაზრისით. [9]

მალტის მთავრობამ ასევე შემოიღო დამატებითი ღონისძიება ლგბტქ+ უფლებების მხარდასაჭერად, ოფიციალურ დოკუმენტაციაში არაორობითი სქესი „X“-ის დანერგვით. [10]

Ქალთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მდგომარეობით მალტა მე-15 ადგილზეა ევროკავშირის 28- ში, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით. [11]

მალტაში გარეშე ორგანოების სახით მოქმედებს ორგანიზაციები: ქალთა ეროვნული საბჭო (NCW) [12] და ქალთა უფლებების ფონდი, [13] რომელიც ხელს უწყობს უფლებების დაცვას და ქალთა ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებების შესახებ. მაგალითად, მალტაში ქალთა ეროვნული საბჭო აქვეყნებს ყოველწლიურ რეზოლუციებს, [14] რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხება. 2019 წლის იანვრის NCW რეზოლუციებში შედიოდა:

  • ცხოვრების ბალანსი და გენდერული ანაზღაურების სხვაობა
  • ყოვლისმომცველი მიდგომა მიგრაციისადმი
  • მამებისთვის ანაზღაურებადი შვებულების გაზრდა

ინვალიდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანაბარი შესაძლებლობების შესახებ (შშმ პირთა) აქტი (2000 წლის I აქტი) (თავი 413) კრძალავს ინვალიდობის საფუძველზე არასამართლიან დისკრიმინაციას. [15] სტრატეგიის მიზანია შშმ პირთათვის შრომის ბაზარზე უკეთესი შესაძლებლობების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო გამოცდილების გაუმჯობესება, სოციალური სერვისების მიწოდება და ადამიანის ძირითადი უფლებების ხელშეწყობა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McDonald, Neil (2016). Malta & Gozo a megalithic journey. LULU COM. ISBN 978-1326598358. OCLC 980435217. 
  2. Sette Giugno. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-17. ციტირების თარიღი: 2019-05-30.
  3. Historical Background. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 2019-05-30.
  4. Republic of Malta (1964). The Constitution of Malta. pp.1-79.
  5. European Court of Human Rights - ECHR, CEDH, news, information, press releases. ციტირების თარიღი: 2019-05-08
  6. 6.0 6.1 Asylum Seekers - UNHCR Malta en. ციტირების თარიღი: 2019-05-13.
  7. Bureau of Democracy, Human Rights and Labour. (2018). Malta 2018 Human Rights Report (pp. 1-17, Rep.). United States Department of State.
  8. Ltd, Allied Newspapers. Malta among just five countries which give LGBT people equal constitutional rights en-GB. ციტირების თარიღი: 2019-05-13.
  9. Why Malta Has Europe's Most Progressive Gay Rights en. ციტირების თარიღი: 2019-05-13.
  10. Collins, Nicola. This Small Island Nation Is Leading the Way for LGBT Rights in Europe. ციტირების თარიღი: 2019-05-13.
  11. Malta | Index | 2015 | Gender Equality Index 2017 en. ციტირების თარიღი: 2019-05-30.
  12. National Council of Women of Malta - Promoting Equality of Opportunities. ციტირების თარიღი: 2019-05-30.
  13. Womens Rights Foundation Malta wrf.org.mt Home. ციტირების თარიღი: 2019-05-30.
  14. National Council of Women of Malta - Promoting Equality of Opportunities. ციტირების თარიღი: 2019-05-30.
  15. Equal Opportunities (Persons with Disability) Act (Cap. 413). ციტირების თარიღი: 2019-05-31.