ადამიანის უფლებები მალდივის რესპუბლიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალდივის რესპუბლიკის დროშა
მალდივის რესპუბლიკის გერბი

ადამიანის უფლებები მალდივის რესპუბლიკაში — არქიპელაგური ერი 417,000 მაცხოვრებლით, ინდოეთის სუბკონტინენტის სანაპიროებთან. [1] 2011 წელს თავისუფალი მსოფლიოს მოხსენებაში Freedom House-მა მალდივის კუნძულები აღწერა როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“, ამტკიცებდა, რომ რეფორმის პროცესი შეჩერდა, რომელიც 2009 და 2010 წლებში მიიწევდა წინ. შეერთებული შტატების დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო თავის 2012 წლის ანგარიშში აცხადებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა პრაქტიკის შესახებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია კორუფცია, რელიგიური თავისუფლების არარსებობა, ქალთა მიმართ ძალადობა და არათანაბარი მოპყრობა.

ისტორია და პოლიტიკური ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალდივის კუნძულებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს გაერთიანებული სამეფოსგან 1965 წელს. ერმა დაიწყო დამოუკიდებელი არსებობა, როგორც სულთანატი, მაგრამ 1968 წელს ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც ერს რესპუბლიკად აწესებს. იბრაჰიმ ნასირი, სულთანატის დროს პრემიერმინისტრი, გახდა პრეზიდენტი და თანამდებობა ეკავა 1968-1978 წლებში. ის შეცვალა მაუმონ აბდულ გაიუმმა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს 1978 წელს და ხელახლა აირჩიეს 1983, 1988, 1993, 1998 და 2003 წლებში. პრეზიდენტობის ბოლოს 2008 წელს, ის აზიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი მეთაური იყო. ეროვნული მთავრობა ამ დროს მკაცრად აკონტროლებდა თავის ხალხს.

1980 წელს ნასირის მომხრეთა გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობამ დააპატიმრა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და მათი ცოლ-შვილი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სამოქალაქო ავიაციის ყოფილი დირექტორი - გადაასახლეს დაუსახლებელ ატოლში „ათი წლით და ერთი დღით“. [2]

აქტუალური საკითხები (2008–)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ყველა მალდიველი უნდა იყოს სუნიტი მუსლიმი. [3] 2011 წლის 14 დეკემბერს ათი კაციანი ჯგუფი თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს მალეში. სუფი ისმაილ ხილათ რაშიდს თავის ქალის მოტეხილობა ჰქონდა და მოგვიანებით დააპატიმრეს, რადგან მისი შემწყნარებლობის მოწოდებები არაკონსტიტუციური იყო. არანაირი მცდელობა არ ყოფილა თავდამსხმელების დასაპატიმრებლად. 2012 წლის 5 ივნისს რაშიდს დაარტყეს კისერში. [4] „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებენ, რომ როგორც ჩანს, მას განზრახ მიაყენეს დაზიანება მისი ჟურნალისტიკური საქმიანობისთვის. [5] მალდივის მთავრობის მინისტრმა დაგმო თავდასხმა, მაგრამ ასევე დასძინა, რომ „ჰილათს უნდა სცოდნოდა, რომ იგი რამდენიმე ექსტრემისტის სამიზნე გახდა. . . ჩვენ არ ვართ სეკულარული ქვეყანა. როდესაც თქვენ საუბრობთ რელიგიაზე, ყოველთვის იქნება რამდენიმე ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ამას.“

ისლამურ საქმეთა სამინისტრო ერთადერთი ორგანოა, რომელიც აძლევს ლიცენზიას იმამებს და ქადაგებები უნდა დამტკიცდეს წინასწარ. ისინი ასევე აკონტროლებენ რელიგიურ განათლებას და აქვთ ძალა, გააძევონ ნებისმიერი არამუსლიმი. არამუსლიმი უცხოელები საკუთარ რელიგიას პირადად უნდა ასრულებდნენ.

სიტყვის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცილისწამება და მეტყველება „ისლამის პრინციპების საწინააღმდეგოდ“ უკანონოა.

მედია და ცენზურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს გამოჩნდა მალდივის პირველი კერძო სატელევიზიო არხები. 2010 წლის აგვისტოში თავს დაესხნენ კერძო არხ ვილა TV-ს, ხოლო ჟურნალისტებს თავს დაესხა პოლიცია 2010 წლის ოქტომბრის პოლიტიკური პროტესტის გაშუქების გამო. ოპოზიციური ვებ–გვერდების ნახვა შესაძლებელია ქვეყანაში, მაგრამ ზოგიერთი ქრისტიანი მისიონერული ვებგვერდი დაბლოკილია ისლამურ საქმეთა სამინისტროს მიერ .

შეკრების თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუცია იცავს „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას სახელმწიფოს წინასწარი ნებართვის გარეშე“, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს უფლებები ზოგადად დაცულია.

უმცირესობათა და ქალთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტში არის ხუთი ქალი. ქალებს წიგნიერების დონე 98%-ია.

2011 წელს ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, მაგრამ მათთვის ოფიციალურად არ წაუყენებიათ ბრალი. ქალი, რომელიც მოძრაობდა მალეში, პოლიციამ აიძულა ტანსაცმელი გაეხადა. მას სექსუალური და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააგდეს ქუჩაში.

ვინაიდან სახელმწიფო ნაწილობრივ იყენებს შარიათის კანონს ზოგიერთ საკითხში, ჰომოსექსუალობა უკანონოა. სასჯელი მამაკაცებისთვის არის ცხრა თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან 10–დან 30-მდე წკეპლა. სასჯელი ქალებისთვის არის ცხრა თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობა.

რესურსები ინტერენეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოხსენებები
საერთაშორისო ორგანიზაციები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-18. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
  2. Amnesty International (1981) „Maldives“, Amnesty International Report 1981. London: Amnesty International Publications, გვ. 242–23. ციტირების თარიღი: 2012-08-24.  დაარქივებული 2014-08-20 საიტზე Wayback Machine.
  3. Amnesty International. (2012)Annual Report 2012: Maldives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2012-08-26.
  4. JJ Robinson. Prominent blogger Hilath Rasheed in critical condition after stabbing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 12 June 2012.
  5. Roy Greensdale. Maldives journalist stabbed in the neck. ციტირების თარიღი: 12 June 2012.