ადამიანის უფლებები ბანგლადეშში
ადამიანის უფლებები ბანგლადეშში — განმტკიცებული ფუნდამენტური უფლებებით ბანგლადეშის კონსტიტუციის III ნაწილში. ამასთან, კონსტიტუციური და იურიდიული ექსპერტების აზრით, ქვეყნის მრავალი კანონი მოითხოვს რეფორმას ფუნდამენტური უფლებების განსახორციელებლად და XXI საუკუნის დემოკრატიული ღირებულებების გამოსახატად. შემოთავაზებულ რეფორმებში შედის საპარლამენტო უზენაესობის განმტკიცება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, უფლებამოსილებათა გამიჯვნა, გაუქმება კანონისა , რომელიც ზღუდავს პრესის თავისუფლებას და ისეთი უწყებების დაშლა, რომლებიც არღვევენ სამოქალაქო თავისუფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბანგლადეშს სახელმწიფო რელიგიად აქვს ისლამი, ასევე ითვალისწინებს ინდუსტებს, ქრისტიანებსა და ბუდისტებს. პოლიტიკური სისტემა მოდელირებულია, როგორც სეკულარული დემოკრატია . მთავრობა პატივს სცემს რელიგიის თავისუფლებას, [1] ბანგლადეშის კონსტიტუციის ქვაკუთხედს. ამასთან, პოლიცია რეაგირებს და იძიებს უმცირესობების, ოპოზიციური აქტივისტებისა და მხარდამჭერის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. პოლიცია სასტიკად თრგუნავს მთავრობის წინააღმდეგ არსებულ პროტესტს, Human Right–ის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში ხუთასამდე ადამიანი გაქრა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ბანგლადეშში, ჩიტაგონგის მთიანი დასახლება ისტორიული აჯანყების გამო რჩება მილიტარიზებულ რეგიონად. ბანგლადეშის ტომები კონსტიტუციის აღიარებას ითხოვენ.
2015 წელს ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, მიზანურ რაჰმანის განცხადებით, ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების 70% სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ არის მიმართული. [2] წამება და იძულებითი გაუჩინარება ბანგლადეშში ხშირია. ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მიერ რეპრესირებული იყო სიტყვისა და მედიის თავისუფლება გაზეთების, ტელეარხებისა და ინტერნეტის მარეგულირებელი კანონებით. პარლამენტში არჩეულ დეპუტატებს არ აქვთ ხმის მიცემის თავისუფლება. მომავალი არჩევნები იწვევს შეშფოთებას მოსახლეობაში. ოპოზიციურ პარტიების განაცხადით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის შესაძლებელი მოქმედი მთავრობის პირობებში. 2015 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უამრავი ბრალდება იყო ხმათა გაყალბების შესახებ.
ბანგლადეშში სიკვდილით დასჯა კანონიერი რჩება. მშრომელთა უფლებები ხორციელდება სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში პროფკავშირების აკრძალვით. მთავრობა ხშირად დევნიდა პროფკავშირების ლიდერებს. [3]
პრეამბულა და მე-10 მუხლი: სოციალიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტიტუციით გამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა და სოციალიზმი თავის პრეამბულასა [4] და მე-10 მუხლში [5] ეწინააღმდეგება ბანგლადეშის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, სამეწარმეო კლასს, მრავალფეროვან კორპორაციულ სექტორსა და კერძო საკუთრების მფლობელებს.
ბანგლადეშმა 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 178 ქვეყანას შორის 128-ე ადგილი დაიკავა. [6]
მიმდინარე კორუფცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წელს ბანგლადეშმა აიღო 28-ე ადგილი 100-დან (0 ძალიან კორუმპირებული და 100 სუფთა), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ და 180 ერთა შორის 143-ე ადგილი დაიკავა, როგორც კორუმპირებულმა. [7]
მუხლი 11: დემოკრატია და ადამიანის უფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-11 მუხლი აცხადებს, რომ „რესპუბლიკა არის დემოკრატია, რომელშიც გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და ადამიანის ღირსების პატივისცემა”. [8] მთავრობამ 2013 წელს მიიღო კანონი წამების წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდა წამებისა და თავისუფლების აღკვეთის კანონი (პრევენცია). ამასთან, წამებას ფართოდ იყენებენ ბანგლადეშის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის პოლიცია, გასამხედროებული პირები და სამხედროები. 2017 წელს პოლიციამ პრემიერ-მინისტრს წამების საწინააღმდეგო კანონის გაუქმება სთხოვა.
მუხლი 32: სიცოცხლის უფლება და პირადი თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]32-ე მუხლის თანახმად, „არცერთ პირს არ შეიძლება ჩამოერთვას სიცოცხლე ან პირადი თავისუფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა”. [9] სინამდვილეში, ბანგლადეშში ყოველწლიურად ხორციელდება არაკანონიერი მკვლელობები და იძულებითი გაუჩინარებები. სწრაფი მოქმედების ბატალიონს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებათა დარღვევებში და მკვლელობებში. ასევე, ადანაშაულებენ ბანგლადეშის პოლიციას, ძალოვანი დაზვერვის გენერალურ დირექტორატს და ბანგლადეშის არმიას.
მუხლი 34: იძულებითი შრომის აკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იძულებითი შრომა აკრძალულია 34-ე მუხლით, [10] მაგრამ ბანგლადეშს აქვს ადამიანებით ვაჭრობისა და თანამედროვე მონობის მნიშვნელოვანი გამოწვევები.
ლგბტ უფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს ბანგლადეშის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა ჰიჯრები მესამე სქესის წარმომადგენლებად. [11]
ბანგლადეშში მოქმედებს ბრიტანული რაჯის ეპოქის სისხლის სამართლის კოდექსი. კოდექსის 377-ე მუხლი ითვალისწინებს ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას. 2016 წელს ტერორისტულმა ჯგუფებმა აიღეს პასუხისმგებლობა ბანგლადეშის პირველი ლქბტქ ჟურნალის რედაქტორის, ხულჰაზ მანანის და მისი პარტნიორის, ტანაი მაჯუმდარის მკვლელობაზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Human Rights Congress for Bangladesh Minorities
- Litigation Against Government of Bangladesh for the Protection of Country's Minority communities who are deprived of their fundamental rights.
- The Genocide in Chittagong Hill Tract of Bangladesh.
- Human Rights Watch's Bangladesh index
- Censorship in Bangladesh – IFEX
- Human Rights Congress for Bangladesh Minorities (HRCBM): Atrocities against Minorities in Bangladesh.
- Human Rights Congress for Bangladesh Minorities of Dallas Fort-Worth (HRCBM-DFW): Atrocities against Minorities in Bangladesh.
- The AHRC's report on 'brutal' torture of Rahman Shohel
- Article2's long list of alleged abuses of human rights დაარქივებული 2015-07-02 საიტზე Wayback Machine.
- ECT: Why Gay men flee Bangladesh დაარქივებული 2019-07-06 საიტზე Wayback Machine.
- Murder in the Hill tracts დაარქივებული 2009-04-29 საიტზე Wayback Machine.
- serious Bangladesh human rights issues in detail, including torture, extrajudicial killing, impunity and failed administration of justice. Important documents in Bangla დაარქივებული 2008-05-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United States Department of State
- ↑ Bangladesh's crisis of civil liberties and human rights | D+C - Development + Cooperation. Dandc.eu. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ Bangladesh: Stop Persecuting Unions, Garment Workers | Human Rights Watch. Hrw.org. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ Constitution of the People’s Republic of Bangladesh. Bdlaws.minlaw.gov.bd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-08. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ 10. Socialism and freedom from exploitation. Bdlaws.minlaw.gov.bd. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ Bangladesh Economy: Population, GDP, Inflation, Business, Trade, FDI, Corruption. Heritage.org (2017-01-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-23. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ Corruption Perceptions Index 2017 - News. ციტირების თარიღი: 2020-11-20.
- ↑ 11. Democracy and human rights. Bdlaws.minlaw.gov.bd. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ 32. Protection of right to life and personal liberty. Bdlaws.minlaw.gov.bd. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ 34. Prohibition of forced labour. Bdlaws.minlaw.gov.bd. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ Blaustein, Jonathan. Bangladesh's Third Gender.