შინაარსზე გადასვლა

ადამიანის უფლებათა კომისარი რუსეთის ფედერაციაში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარი
Уполномоченный по правам человека в Российской Федерации
Upolnomochennyi po pravam cheloveka v Rossiyskoi Federatsii
ტატიანა მოსკალკოვა — ადამიანის უფლებათა კომისარი 2016 წლიდან
ტატიანა მოსკალკოვა — ადამიანის უფლებათა კომისარი 2016 წლიდან
უწყების შესახებ
შეიქმნა 17 იანვარი 1994
წინამორბედი უწყება
იურისდიქცია რუსეთის ფედერაცია
უწყების ხელმძღვანელი ტატიანა მოსკალკოვა, ადამიანის უფლებათა კომისარი
უწყების ტიპი დამოუკიდებელი სამთავრობო ორგანო
ზემდგომი უწყება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა
საიტი
ombudsmanrf.org

რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების კომისარი[1] — ეს არის ოფიციალური პირი, რომელსაც ამტკიცებს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (ფედერალური კრების ქვედა პალატა) და რომელიც განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების, უცხოელთა და მოქალაქეობას არმქონე პირების განცხადებებს სახელმწიფოს ორგანოების და მათი წარმომადგენლების მოქმედებების ან გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებების კომისრის ინსტიტუტი პირველად შემოიღო 1993 წლის კონსტიტუციამ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებების კომისარს ნიშნავს სახელმწიფო სათათბირო და იგი მოქმედებს ფედერალური კონსტიტუციური კანონის თანახმად. კომისარი დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას ან პირს. მსგავსი ტიპის ინსტიტუტები სხვადსხვა ქვეყნებში ომბუდსმენის სახელითაა ცნობილი, თუმცა თანამდებობის სახელწოდება განსხვავდება.

1991 წლის 22 ნოემბერს, რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია, რომლის 40-ე მუხლი ითვალისწინებდა ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობის შექმნას. მას უნდა დაეკავებინა უმაღლესი საბჭოს მიერ ხუთი წლის ვადით და მისთვის იმუნიტეტი დადგენილი იყო დეპუტატების შესატყვისად.[2] საბჭოთა კავშირის დაშლამ შეაფერხა ამ პოზიციის დანერგვა მომდევნო ორი წლის მანძილზე.

რუსეთში ადამიანის უფლებების კომისრის პოსტი საბოლოოდ შემოიღო 1993 წლის კონსტიტუციამ. ინსტიტუტის ჩამოყალიბება სირთულეებით წარიმართა. პირველი კომისარი გახდა სერგეი კოვალიოვი, რომელსაც სახელმწიფო სათათბირომ დანიშნა 1994 წლის 17 იანვარს.[3] პარალელურად, იგი ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა კომისიას, რომელიც შეიქმნა 1993 წლის 1 ნოემბერს.[4] კომისიას ენიჭებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევების განხილვისა და გამოძიების უფლებამოსილება.

კოვალიოვის დანიშვნის მომენტში არ არსებობდა სპეციალური კანონი, რომელიც ომბუდსმენის საქმიანობას არეგულირებდა. ამიტომ, მისი უფლებამოსილება რეგულირდებოდა პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც ავალდებულებდა სახელმწიფო ორგანოებს მიეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია კომისრისთვის. დეკრეტი ასევე ადგენდა, რომ ფედერალური კანონის მიღებამდე კომისარი ახორციელებდა უფლებამოსილებებს როგორც პრეზიდენტის კომისიის თავმჯდომარე.[5]

1995 წლის მარტში, სახელმწიფო სათათბირომ გააუქმა კოვალიოვის დანიშვნის გადაწყვეტილება და შემდეგი სამი წლის მანძილზე ეს თანამდებობა ვაკანტური დარჩა. 1996 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულ იქნა ფედერალური კონსტიტუციური კანონი „რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების კომისრის შესახებ“. მხოლოდ 1998 წლის მაისში დაინიშნა ოლეგ მირონოვი, კომუნისტი დეპუტატი, რომელმაც 450 დეპუტატიდან 340-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მის შემდეგ დანიშნული კომისრები (ვლადიმირ ლუკინი, ელა პამფილოვა) პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარდგინებით აირჩიეს.

კანდიდატობის მოთხოვნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია სულ მცირე 35 წლის ასაკს, აქვს ცოდნა ადამიანის და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში და შესაბამისი გამოცდილება მათ დაცვაში, შეუძლია დაინიშნოს ადამიანის უფლებების კომისრის თანამდებობაზე. კომისარი ინიშნება ხუთი წლის ვადით ფიცის დადების მომენტიდან.

საქმიანობის მიზნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერალური საკონსტიტუციო კანონის „ადამიანის უფლებების კომისრის შესახებ“ თანახმად, კომისარი ხელს უწყობს:

  • დარღვეული უფლებების აღდგენას,
  • რუსეთის კანონმდებლობის გაუმჯობესებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფას საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან,
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას,
  • იურიდიული განათლების გაღრმავებას ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და მათი დაცვის ფორმებისა და მეთოდების შესახებ.

ინსტიტუტის ეფექტიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომბუდსმენის ეფექტიანობის ერთიანი კრიტერიუმები არ არსებობს. თუმცა ომბუდსმენის ანგარიშებში ქვეყნდება ინფორმაცია მოქალაქეთა განცხადებებთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ. ამასთან, ეფექტიანობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმ საჩივრების წილი, რომელთა შემთხვევაშიც ომბუდსმენს შემსწორებლის უფლებების აღდგენა შეძლო. ასევე მნიშვნელოვანია ომბუდსმენის უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმცხადებლის ინტერესების დაცვის მიზნით. ეს უფლება (შესაბამის შემთხვევაში) იძლევა საშუალებას, რომ განმცხადებლის საქმეში გამოყენებული კანონი არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, რაც უზრუნველყოფს მსგავსი საქმეების გადახედვას (მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ომბუდსმენი მათში არ მონაწილეობდა).

2018 წლის 22 ივნისს აქტივისტი ანდრეი კისელიოვი მივიდა ომბუდსმენის აპარატის მისაღებში და გამართა ერთკაციანი პიკეტი "ახალი დიდებულების საქმეში" დაპატიმრებული პირების მხარდასაჭერად.[6] ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელმა იგი მიიწვია სპეციალურ ოთახში განაცხადის დასაწერად. აქტივისტი იქ შევიდა ორ ჟურნალისტთან ერთად. თანამშრომელმა გადასცა ფურცელი და გამოიძახა პოლიცია. პოლიციელებმა იგი ჟურნალისტების თანდასწრებით წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კოდექსის 20.2 მუხლის საფუძველზე ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუშვებელი პიკეტის ჩატარებისთვის.

რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
N სახელი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღი ვადის ხანგრძლივობა პრეზიდენტი
1 სერგეი კოვალიოვი 17 იანვარი, 1994 10 მარტი, 1995 1 წელი, 1 თვე, 21 დღე ბორის ელცინი
2 ოლეგ მირონოვი 22 მაისი, 1998 13 თებერვალი, 2004 5 წელი, 8 თვე, 22 დღე ვლადიმერ პუტინი
3 ვლადიმერ ლუკინი 13 თებერვალი, 2004 18 მარტი, 2014 10 წელი, 1 თვე, 5 დღე დმიტრი მედვედევი / ვლადიმერ პუტინი
4 ელა პამფილოვა 18 მარტი, 2014 25 მარტი, 2016 2 წელი, 7 დღე ვლადიმერ პუტინი
5 ტატიანა მოსკალკოვა 25 მარტი, 2016 მოქმედი ვლადიმერ პუტინი
  1. რუს. Уполномоченный по правам человека в Российской Федерации, Upolnomochennyi po pravam cheloveka v Rossiyskoi Federatsii
  2. Василенко А. В., Черных В. М. На страже прав человека // Современные проблемы гуманитарных и общественных наук. — 2014, № 2, გვ. 25.
  3. Волков Н. А. Институт российских уполномоченных по правам человека: история и современность // Вестник Кузбасского института. — 2016, № 4 (29), გვ. 137.
  4. Левин А. А. Институт уполномоченного по правам человека в России и Кемеровской области // Вестник Кемеровского государственного университета. — 2013, № 4-1 (56), გვ. 84.
  5. Потапова А. И. Историко-правовые аспекты становления института Уполномоченного по правам человека в Российской Федерации // Вестник Московского университета МВД России. — 2013, № 5, გვ. 35.
  6. პოლიცია აკავებს სამოქალაქო აქტივისტს რუსეთის ფედერალური ომბუდსმენის მისაღებში ერთკაციანი პიკეტისთვის