ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანთა უფლებათა ლოგო

ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება — ისტორიულად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება დაემყარა მოძღვრებას პიროვნების შესახებ, რომელიც ინდივიდუალიზმის იდეაზე აღმოცენდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ძალიან მშრალად გადმოგვცემს განვითარების უფლების არსს და გვაუწყებს, რომ „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსნტიტუციის უზენაესი და ყველაზე ღირებული ფასეულობა ადამიანია. უზენაეს კანონში აღნიშნული ყოველი კანონისა და ნორმის მიზანი ადამიანის თვითგანვითარებას ემსახურება. ადამიანის განვითარების უფლება გააჩნია თითოეულ ფიზიკურ პირს, მიუხედავად მათი ქმედუუნარობისა და არასრულწლოვნებისა.

პიროვნების განვითარების უფლება ზოგადად ადამიანის ცხოვრებას, მის საქმიანობის სფეროებს, მოქმედების ზოგად თავისუფლებას იცავს. აშკარაა, რომ კონსტიტუციის მე-12 მუხლი ხაზს უსვამს, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების სტილი, მორალურ-ეთიკური მრწამსი და ინდივიდუალიზმი. მე-12 მუხლი უზრუნველყოფს პიროვნული უფლებისა და საქმიანობის სრულ დაცვას.

პიროვნული უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნული უფლება- იცავს ადამიანს, რათა იქონიოს საკუთარი ცხოვრება. მოიცავს თვითგამორკვევას, პირად ცხოვრებისა და თვითგამოსახვის უფლებებს. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს თავისი წარმოშობის შესახებ, სხვათა ჩარევის გარეშე შეძ₾ოს და განსაზღვროს ინდივიდუალიზმი და ჰქონდეს უფლება საკუთარ გამოსახულებაზე და საკუთარი პიროვნების წარმოსახვაზე.

საქმიანობის უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქმიანოს უფლება- ყველას შეუძლია გააკეთოს( ან არ გააკეთოს) ის, რაც უნდა. ადამიანის თითოეული ქმედება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ადამიანები ასევე დაცული არიან იმ გამოხატვის ფორმით, რომელსაც იყინებენ. ეს ძალიან ფართო უფლებაა, რადგან მოიცავს ყველაფერს. მაგალითად, საერთო ობიექტების სარგებლობას( ქუჩა, პარკი), ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ან მეცნიერების მიღწევებით სარგებლობა.

მოთხოვნების მარეგულირებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის მოთხოვნები რეგულირდება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციით “განვითარების უფლების შესახებ“ (1986), ვენის დეკლარაციითა და მოქმედების პროგრამით (1993). გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ შექმნილი განვითარების უფლების თაობაზე სამუშაო ჯგუფი თვალყურს ადევნებს ამ პრინციპების რეალიზაციის მსვლელობას, თუმცა მათ უფლებამოსილებას იურიდიული ძალა არ აქვთ.

დაცული სფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარების უფლება ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, რომლითაც თითოეულ პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ განვითარებაში, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს. ეს უფლება ადამიანს, როგორც წესი, იცავს, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური ასპექტით. მე-12 მუხლი ძალიან ფართო გაგებითაა მოცემული, იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა რაიმე კონკრეტული უფლება, გამოიყენება არა მე-12, არამედ მეტად კონკრეტული, სპეციალური მუხლი.

ეს უფლება ადამიანს იცავს არა მარტო ინტელექტუალურ, ფიზიკურ, მორალურ მოთხოვნილებებსა და მათ განვითარებას, არამედ ურთიერთობას გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმებსა და ინტენსივობას; მე-12 მუხლი მეტად მიემართება მოზარდებსა და ბავშვებს, რომელთათვისაც განვითარება ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანია.

დაცულ სფეროში ჩარევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემულ დაცულ უფლებაში ჩარევა შეიძლება იყოს სახელწმიფოს თითოეული ის ღონისძება, რომელიც ხელს უშლის ან უკრძალავს პირს იმ საქმიანობის განხორციელებას, რომელიც დაცულია საქმიანობის სფეროში და ემსახურება პირის განვითარებას. დაცულ სფეროში ჩარევის კი უნდა გააჩნდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა.

ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამართლებული, თუ ფორმალურად და მატერიალურადაც შეესაბამება კონსტიტუციას. შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კოსნტიტუციური წესრიგის დამყარებას, უნდა შეესაბამაებოდეს ზომიერების პრინციპს და საჭიროა ლეგიტიმური საჯარო მიზანი.

მაგალითად, ლეგიტიმური საჯარო მიზანი შეიძლება გახდეს ფეხით მოსიარულეთა დაცვა მხედრებთან შეხვედრისგან. მხედრებისთვის სპეციალური გზების გამოყოფა კი ცხადად არის მიზნის მიღწევის საშუალება. ამისთვის კი კანონი საჭირო და აუცილებელია. შეზღუდვა აუცილებლად თანაზომიერი უნდა იყოს. არ შეიძლება რადიკალური, მეტად მკაცრი ზომების მიღება, თუ შესაძლებელია პრობლემის ალტერნატიული გზებით აღმოფხვრა.

კავშირი სხვა უფლებებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კონსტიტუცია ცხოვრებისა და საქმიანობის სფეროებს არა მარტო მე-12 მუხლით იცავს, არამედ სპეციალური მუხლებითაც, როგორებიცაა რელიგიის, ინფორმაციის, შეკრების უფლებები და სხვ.

რადგანაც პიროვნების თავისუფალი განვითარების კანონი მეტად ზოგადი და ფართო გაგებისაა, მისი დამოკიდებულება სპეციალურ ნორმებთან დაკავშირებული და დაფუძნებელია გარკვეულ პრინიცპზე. კერძოდ, ზოგადი ნორმა უკან იხევს, როცა შესაძლებელია სპეციალური კანონის გამოყენება. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ არ არის ამ უკანასკნელის საშუალება და საჭიროა, დავეყრდნოთ მე-12 მუხლს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუბლაშვილი, კონსტანტინე. თბილისი, 2008. „ ძირითადი უფლებები“. გამომცემლობა: ჯისიაი.
  • „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი- თავი მეორე საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი.“ გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013.
  • საქართველოს კონსტიტუცია, 2019.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]