ადამიანთა ბიოლოგიური ერთობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანთა ბიოლოგიური ერთობაადამიანთა ანატომიური აღნაგობის, სიცოცხლისათეის აუცილებელი შინაგანი ფიზიოლოგიური პროცესებისა და გარეგანი ფიზიოლოგიურ-ანთროპოლოგიური ნიშნების ერთიანობა. მეცნიერების მონაცემები ასაბუთებენ, რომ ადამიანის თანამედროვე ტიპი Homo ხანგრძლივი ევოლუციის მანძილზე შედარებით უცვლელ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ კანონზომიერებებს ექეემდებარებოდა. ეს აიხსნება იმით, რომ ადამიანის როგორც ბიოლოგიური არსების გარეგანი სასიცოცხლო პირობები შედარებით უცელელია და ადამიანის ორგანიზმი ამ პირობებს ეგუება. მიუხედაეად ამისა, ადამიანთა ბიოლოგიური ერთობა არ არის აბსოლუტურად საყოველთაო და უცელელი, მაგალითად, განსხვავებულ ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებში შეიქმნა ადამიანთა ფიზიოლოგიურ-ანთროპოლოგიური ნიშნებით განსხვავებული ჯგუფები ანუ რასები. მეორე მხრით, ბუნებაზე ადამიანის გაბატონება და ზოგი ბიოლოგიურ-სოციალური ფაქტორი, მაგალითად, მუტიზაცია, თანდათანობით შლის ამ განსხვავებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]