ადალეტ თაჰირზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადალეტ თაჰირზადე
აზერ. Ədalət Şərif oğlu Tahirzadə
დაბადების თარიღი 23 მაისი, 1951(1951-05-23) (72 წლის)
დაბადების ადგილი ხირხათალა
საქმიანობა ჟურნალისტი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal

ადალეტ თაჰირზადე (აზერ. Ədalət Tahirzadə; დ. 23 მაისი, 1951) — აზერბაიჯანელი პედაგოგი, ლინგვისტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადალეტ თაჰირზადე დაიბადა 1951 წლის 23 მაისს, გაბალის რაიონის სოფელ ხირხათალაში.[1] 1958 წელს შევიდა ხირხათალას რვაწლიან საშუალო სკოლაში, რომელიც 1966 წელს დაამთავრა. სრული საშუალო სკოლა 1968 წელს, გაბალის რაიონის სოფელ ზარაგანში დაამთავრა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1968-1969 წლებში სოფელ ხირხათალას საშუალო სკოლაში პიონერთა გაერთიანების ხელმძღვანელი იყო. 1969 წელს ჩააბარა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს წითელი დიფლომით დაამთავრა. 1974-1977 წლებში დანიშვნით მუშაობდა ისმაილის რაიონის სოფელ თოფჩუს საშუალო სკოლაში თურქული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. დანიშვნის დროის დასრულების შემდეგ, გადავიდა გაბალის რაიონის საშუალო სკოლაში, სადაც 1 წელი და 4 თვე (1977 სექტემბრიდან 1978 დეკემბრამდე) აზერბაიჯანულ ენისა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1977 წელს ჩააბარა აზერბაიჯანის ნასიმის სახელობის ენათა უნივერსიტეტის ასპირანტურაზე. შემდგომში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ბაქოში. 1985 წლის აგვისტოდან 1987 წლის ივნისამდე აზერბაიჯანის სამეცნიერო გაზეთის რედაქტორი იყო. 1987 წლის ივნისიდან 1988 წლის თებერვლამდე იყო ხელნაწერთა ინსტიტუტში განყოფილების უფროსი. 1992 წლის 12 სექტემბრიდან 1993 წლის 30 ნოვემბრამდე მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა და განათლების მინისტრის მოადგილედ. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ეროვნული იდეოლოგიით ახსავსე პროგრამული სახელმძღვანელოები. 1993 წლის ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა ბაქოს ევრაზიის უნივერსიტეტში წამყვან მასწავლებლად, სადაც 2009 წლის ოქტომბრამდე დოცენტად მუშაობდა. 22 აპრილს 2011 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 2009 წლიდან 2015 წლის ბოლომდე მაგომედ ფიზულის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში მეცნიერის თანამდებობაზე მუშაობდა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილთაგან იყო გაზეთ „მთვარე-ვარსკვლავის“ დირექტორი (1996-1999), სამეცნიერო ფილოლოგიის ჟურნალის მთავარი დირექტორი (2000). 2012 წლიდან „აზერბაიჯანის ისტორიის საზოგადოების გენეოლოგიური ამბების“ დირექტორია.

22 წიგნის, 470-ზე მეტი სამეცნიერო, მასობრივ-სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაოჯახებულია. ჰყავს 2 ვაჯი და 1 ქალიშვილი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tarixi öyrənənlərə kömək. (Nailə Tahirzadə ilə birgə). Bakı, "Səda" nəşriyyatı, 1995; "Ay-Ulduz"  nəşriyyatı, 1997; "Kür" nəşriyyatı, 2000, 176 səh. (Başqa nəşrləri də var). 
  • Xırxatala kəndinin tarixi və uruqlarının soyağacı. Bakı, "Sabah"  nəşriyyatı, 1996,  354 səh.
  • Meydan: 4 il 4 ay. Bakı, "Ay-Ulduz"  nəşriyyatı, 1997, I cild,  488 səh.; II cild,  416 səh.
  • Elçi Bəy. Bakı, "Cümhuriyyət"  qəzetinin nəşri, 1999, 354 səh. 
  • Elçibəylə 13 saat üz-üzə. Tərtibçisi, ön sözün və müsahibənin müəllifi Ədalət Tahirzadə’dir. Bakı, «Tanıtım» qəzetinin nəşri, 1999, 220 səh.
  • İsgəndər Rzazadə - Azərbaycanın ilk energetiki. Bakı: “Kür”, 2000, 36 səh.
  • Искендер Риза-заде – первый энергетик Азербайджана. Баку, изд-во "Kür", 2000, 64 səh.
  • Cəfər Kazımov – Sovet uranını tapanlardan biri. Bakı: “Kür”, 2001, 28 səh.
  • Prezident Elçibəy. Bakı: “Yeni Müsavat” qəzetinin nəşri, 2001, 420 səh.
  • Əbülfəz Elçibəy: "Mən qurtuluşçuyam!". Tərtibçisi, ön sözün və müsahibənin müəllifi Ədalət Tahirzadə’dir. Bakı: "Elçibəy kitabxanası" nəşriyyatı, 2002, 40 səh.
  • Nadir şah Əfşar. Bakı: “Kür”, 2002, 40 səh.
  • Ağaməhəmməd şah Qacar. Bakı: “Kür”, 2002, 44 səh.
  • Salman Mümtaz. Bakı: “Kür”, 2002, 16 səh.
  • “Kitabi-Dədə Qorqud”un faciəsi. Bakı: “Kür”, 2002, 32 səh.
  • Qurtuluş və bütövlük yolu. Bakı, 2003, 376 səh.
  • Şəkinin tarixi qaynaqlarda. Bakı: “Master”, 2005, 376 səh. (HTML1, HTML2[მკვდარი ბმული])
  • Türkiyəmizdə 10 gün. Bakı: “Ləman”, 2011, 176 გვ.
  • Unutdurulmuş azman - Əliabbas Qədimov (Həbibulla Manaflı ilə həmmüəllif) დაარქივებული 2022-03-27 საიტზე Wayback Machine. . Bakı: "Apostrof", 2012, 204 səh.
  • Aşurovlar. Soyun sənədli tarixi. Bakı, "İndiqo", 2014, 288 გვ.
  • Ашуровы. Документальная история рода. Баку, "İndiqo", 2015, 288 გვ.
  • Azərbaycan Cümhuriyyəti tələbələri. (Tarixi arayış. Bəlgələr. Yaşamlar). (Oğuztoğrul Tahirli ilə birgə). Bakı, "TEAS Press", 2016, 1222 səh.
  • Ədalət Tahirzadənin bioqrafiyası – www.adam.az დაარქივებული 2011-11-17 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Ə. Ş. Tahirzadə haqqında" დაარქივებული 2021-08-16 საიტზე Wayback Machine. Azərbaycan Respublikası Prezidentinin 12 sentyabr 1992-ci il tarixli, 124 nömrəli Sərəncamı. e-qanun.az (აზერბაიჯანული)