ადადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადადის გამოსახულება

ადადი (აქად. dAdad; იდეოგრამა: dIM, d10, dNI2) — ჭექა-ქუხილის, წვიმისა და ქარის ღვთაება ძვ. აღმოსავლეთის ზოგი ხალხის რელიგიაში. ასურულ-ბაბილონურ პანთეონში განეკუთვნება ღმერთების მეორე ტრიადას (სინისა და შამაშის შემდეგ). ადადი ომის დვთაებადაც მიაჩნდათ. მისი ეპითეტები: „ღრუბელთშემქმნელი“, „მაწვიმებელი“, „ყანების მერწყული“ მიგვანიშნებს, რომ ნაყოფიერებისა და სიუხვის ღვთაებადაც იყო მიჩნეული. ურარტულ პანთეონში ადადს შეესატყვისება თეიშება, ხურიტულში — თეშუფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]