აგურსამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგურსამარხიაგურითა და კერამიკული ფილებით ნაგები მიწისქვეშა სამარხი. გავრცელებული იყო ძველი სამყაროს ქვეყნებში. საქართველოში სამთავროს სამაროვანზე კრამიტსამარხისა და ქვისსამარხის პარალელურად გვხვდება გვიანდელი ანტიკური ხანის (ახ. წ. I-III საუკუნეების) აგურსამარხები. აგურსამარხის გვერდები, ჩვეულებრივ, ამოშენებულია თიხის კვადრატული ფილებით (ზომა 60 სმ X 60 სმ X 5 სმ). კუთხეები გამაგრებულია ვერტიკალურად ჩადგმული ღარისებრი კრამიტით. აგურსამარხს იატაკად ხან ბრტყელი კრამიტი უგია, ხან კერამიკული ან ქვის ფილები. ქალის სამარხს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს, მამაკაცისა კი ქვის ფილებითაა გადახურული. აგურსამარხი ერთი მიცვალებულისთვის იყო განკუთვნილი. მდიდრული ინვენტარი მოწმობს, ამო აგურსამარხებში მცხეთის მოქალაქეთა შეძლებული ფენის წარმომადგენლებს კრძალავდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]