აგუნა (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგუნა.

აგუნა („აგუნა“ — მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაება), ნაცრისფერი მუსკატი — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე. ავტორები მაქსიმე რამიშვილი და რევაზ რამიშვილი. მშობელ წყვილებად გამოყენებულია ჰამბურგის მუსკატი და განჯური.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და განივოვალური ფორმისაა. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე ძარღვების გასწვრივ უმნიშვნელოდაა შებუსული. ფოთოლი სამ-ხუთნაკვთიანია, ყვავილი — ორსქესიანი. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილი და ოვალური ფორმის აქვს. კანი საშუალო სისქის. რბილობი მკვრივი და კარგად გამოხატული სასიამოვნო მუსკატური გემოთი.

სრულ სიმწიფეს ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 13.2 ტონა.

ყურძNის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9 გ/ლ-ს.

ყურძნის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, აგუნა მაღალხარისხიანი სასუფრე ჯიშია. ასეთივე წარმატებით გამოდგება საღვინედაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ. მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 541

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]