აგუბეკოვის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგუბეკოვის ნამოსახლარი (რუს. Агубековское поселение) — ნეოლითის ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) დასახლება ნალჩიკის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კმ-ში. არქეოლოგიურად შეისწავლეს ი. კრიჩევსკიმ და ა. კრუგლოვმა 1932-1933 წლებში. აღმოჩენილია ქვის იარაღი, კერამიკული ნაწარმი და ადამიანის პრიმიტიული ქანდაკება (თიხა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]