აგუაპანელა
|
აგუაპანელა და პანდებონო | |
| ტიპი | სასმელი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | კოლუმბია |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი ან ცხელი |
| მთავარი ინგრედიენტები |
პანელა და წყალი |
| ძირითადი შემადგენლობა |
წყალი, შაქრის ლერწმის წვენი |
აგუაპანელა — სასმელი, რომელიც ფართოდ გავრცელებულია როგორც მთელ სამხრეთ, ასევე ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რამდენიმე ნაწილშიც. მისი სახელი „პანელას წყალს“ ნიშნავს, რადგან მზადდება პანელასგან, რომელიც თავის მხრივ მიიღება გამაგრებული შაქრის ლერწმის წვენისგან.[1][2]
მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტის ვარიაციები არსებობს მთელ სამხრეთ ამერიკაში, ის ყველაზე ცნობილია კოლუმბიაში, სადაც მას ლიმონთან ერთად მიირთმევენ, ჩაის მსგავსად.
მომზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგუაპანელას მოსამზადებლად პანელას ნაჭრებს წყალში ყრიან და იქამდე ურევენ, სანამ ეს ნაჭრები მთლიანად არ გაიხსნება სითხეში. სასმელს მიირთმევენ როგორც ცხელს, ისე ცივს, ხშირად ლიმონის ან ლაიმის გარნირით.[3]
თუ აგუაპანელა ცხლად მიაქვთ სუფრასთან, ზოგჯერ რძეს ან ყველის ნაჭერს უმატებენ ხილის წვენის ნაცვლად. კოლუმბიაში შავი ყავა ხშირად აგუაპანელათი მზადდება.
კოსტა რიკაში პანელა ცნობილია, როგორც „ tapa de dulce”. მას ცხელ წყალში ან რძეში ხსნიან აგუა დულჩეს („ტკბილი წყალი“) მისაღებად, რომელიც გავრცელებული სასმელია და ძირითადად საუზმისას მიირთმევენ.[4][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ordóñez, Carlos. La aguapanela Spanish. Semana (24 June 2006).
- ↑ Begg, Kirsten. Aguapanela: The Truth. Colombia Reports (12 March 2009). ციტირების თარიღი: 16 March 2016
- ↑ Aguapanela con limón
- ↑ Stevens, Ashlie. (2016-02-18) 6 Hot Breakfast Drinks From Around The World en. ციტირების თარიღი: 2019-11-25
- ↑ D'Avanzo, Carolyn (2008) Mosby's Pocket Guide to Cultural Health Assessment - E-Book (en). Elsevier Health Sciences. ISBN 978-0323086042. ციტირების თარიღი: 25 July 2018.