აგროფიტოცენოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აგროფიტოცენოზი (აგრო... და ბერძ. ἀγρός იკითხება phyton — „მცენარე“, κοινός იკითხება koinos — „საერთო“), აგროცენოზიადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი მცენარეთა თანასაზოგადოება.

განასხვავებენ:

  • გაკულტურებულ აგროფიტოცენოზს — ინტენსიური გამოყენებისაგან სახეშეცვლილ ბუნებრივ თანასაზოგადოებას (გეგმაზომიერად ექსპლუატირებული ტყე და მინდორი);
  • ნახევრად კულტურულ აგროფიტოცენოზს — ხელოვნურ თანასაზოგადოებას, რომლის განვითარება გეგმაზომიერად არ რეგულირდება (ტყის ნარგავები, მრავალწლიანი სათესი მინდორი);
  • კულტურულ აგროფიტოცენოზს — ხელოვნურ თანასაზოგადოებას, რომლის განვითარებას მუდამ არეგულირებს ადამიანი (ბაღი, პლანტაცია, ნათესი);
  • ინტენსიურად კულტურულ აგროფიტოცენოზს — თანასაზოგადოებას, რომელსაც უქმნიან და მუდამ არეგულირებენ არა მარტო ნიადაგის, არამედ ხანდახან წყლისა და ჰაერის გარემოსაც (სასათბურე კულტურები, აეროპონიკა, ჰიდროპონიკა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]