აგრონომიული მომსახურება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგრონომიული მომსახურება — ღონისძიებათა სისტემა, რომელსაც მიწათმოქმედების კულტურის ასამაღლებლად ატარებენ სამიწათმოქმედო ორგანოები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. აგრონომიული მომსახურების მიზანია პრაქტიკული დახმარება გაუწიოს კოლეგებსა და მეურნეობებს, რომ პროდუქციის ერთეულზე შრომისა და ფულადი სახსრების უმცირესი დანახარჯებით გაზარდონ მემცენარეობის პროდუქტების წარმოება. აგრონომიული მომსახურების მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიც, რომლებიც ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე სათანადო რეკომენდაციას იძლევიან მიწათმოქმედების სისტემების, პროგრესული ტექნოლოგიისა და სხვ. წარმოებაში დასანერგავად.

სსრკ-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასელექციო სადგურებს გამოჰყავდათ ახალი, უფრო პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, ეხმარებოდნენ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს ჯიშთგანახლებისა და ჯიშთმონაცვლეობის განხორციელებაში. ჯიშთგამოსაცდელი ნაკვეთების ფართო ქსელში ხდებოდა ჯიშთა დარაიონება და ჯიშური აგროტექნიკის შესწავლა. თესლის სახელმწიფო ინსპექცია აკონტროლებდა სათესლე მასალის ხარისხს; სათანადო მუშაობას ეწეოდა მცენარეთა დაცვის სამსახური; აგროქიმიური სამსახური ნიადაგისა და აგროქიმიური რუკებით უზრუნველყოფდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, სოფლის მეურნეობის საპროექტო ორგანიზაციებიეხმარებოდნენ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს ორგანიზაციულ-სამეურნეო გეგმების, შიდასამეურნეო მიწათმოწყობის, თესლბრუნვის პროექტებისა და მელიორაციულ სამუშაოთა გეგმების შემუშავებაში. შექმნილი იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების აგრომეტეოროლოგიური მომსახურება. პრესა, რადიო, ტელევიზია და სასოფლო-სამეურნეო გამოფენები პროპაგანდას უწევდნენ მოწინავე გამოცდილებას და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა მიღწევებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]